მიეცი საკუთარ თავს უფლება – იცხოვრო რეალობაში

მიეცი საკუთარ თავს უფლება – იცხოვრო რეალობაში. იოცნებე მაგრამ, იცხოვრე რეალობაში.

რა არის რეალობა? რეალობაა, სადაც გიწევს ცხოვრება და ხშირად იქ შენი წესები სრულად არ მოქმედებს. ერთის მხრივ შენ მას ვერ აკონტროლებ. ეს შენი კონტროლის ზონა არაა.

მიეცი საკუთარ თავს უფლება, უთხრა სიმართლე და არ ატკინო გული.

მიეცი საკუთარ თავს უფლება, გვერდზე გაწიო მოლოდინები და რეალობას თვალებში შეხედო.

მიეცი უფლება შენს თავს დაინახოს, ის რაც ხდება და მოაშორე მოვლენებს ყოველგვარი შეფასებები.

მიეცი საკუთარ თავს უფლება მყარად იდგე მიწაზე. და რამდენჯერაც საკუთარ თავს მოატყუებ, რამდენჯერაც მოლოდინების ბურუსში გაახვევ, რამდენჯერაც დააჯერებ, რომ ადამიანები ისეთები არიანი, როგორიც შენს განპირობეულ გონებას ჰგონია… იმდენჯერ დაბრკოლდები, დაიკარგები, წაიქცევი და გეტკინება.

ეს სიმართლეა რომ რეალობა მტკივნეულია? ? ?

და თუკი მე რეალობის შესახებ არ მექნებოდა მკაცრად გაწერილი მოთხოვნები, თუკი მე არ მექნებოდა მისი შეცვლის სურვილი, თუკი მის შესახებ არ მექნებოდა სტრესული ფიქრები, თუ მე არ მაქვს სურვილი გავაკონტროლო ის. სიმართლეა რომ რეალობა მტკივნეულია?

დილით ფანჯარაში იხედები და ხედავ წვიმს — ეს რეალობაა და მტკივნეული არაფერია.

მაგრამ…..როცა შენი გეგმები აწყობილია სხვა ადამიანების ან უფლის, სამყაროს კონტროლის ზონაზე, ნიშნავს რომ შენი გეგმა მთლიანად, შენს გარდა ყველაფერ სხვაზეა დამოკიდებული, რაც აჩენს შიშს, დაურწმუნებლობას და სხვაზე მიჯაჭვულობას. შესაბამისად ჩნდება სტრესული ფიქრები, შეგრძნებები და მშვიდად ვეღარ ხარ.

აი, რა ხდება როცა გვაქვს მოლოდინები ისეთ რამეზე, რაც ჩვენი კონტროლის ქვეშ არაა. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება. მე მხოლოდ შემიძლია გავაკონტროლო საკუთარი მოქმედებები მოცემულ რეალობაში და არა რეალობა. ჩემი მოქმედებები – ჩემი პასუხისმგებლობა და ჩემი კონტროლის ქვეშაა. რეალობა არა. არც სხვა ადამიანები. თანაც უბრაზდები რეალობას, რომელიც მეორეს მხრივ შენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია. მოხდა რაღაც, რაც მანამდე მოხდა შენში. უბრაზდები შენს ჩრდილს, რომელიც ყველგან თან დაგყვება და არ ქრება სანამ სინათლეში არ აღმოჩნდები.

გონება-სინათლეში. სტრესული ფიქრებისგან თავისუფალი. საყრდენის შეგრძნება, მოლოდინები, მოთხოვნები, იმედები როცა გვაქვს საკუთარ თავზე ყოველთვის ძლიერი პოზიცია გვიკავია და რეალობა როგორიც არ უნდა იყოს, გამოსავალს ყოველთვის ვიპოვით. მაგრამ თუ სხვაზე და სხვის ქმედებების იმედად ვართ და პასუხისმგებლობა სხვაზე გვაქვს აკიდებული — მარცხი, იმედგაცრუება გარდაუვალია. ყველა გზა მოჭრილია.

This post is also available in: English Русский

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 83 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

17 ციტატა მშვენიერი ცხოვრებით ცხოვრებაზე

სიცოცხლის ნამდვილი საჩუქარი თქვენი თავისუფლებაა, რათა გაატაროთ ის ლამაზად. მზის ყოველი ამოსვლისას თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ მისცეთ თქვენს დღეს მნიშვნელობა – იცხოვროთ იმ ცხოვრებით რომელიც აირჩიეთ. 1. “ვფიქრობ, მარადიული ახალგაზრდობის

კრიზისის 9 დადებითი შედეგი

ადამიანების ცნობიერებაში სიტყვა «კრიზისი», როგორც წესი, იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას. ის დაკავშირებულია მოუწესრიგებლობასთან, გაურკვევლობასა და უპერსპექტივობასთან. სინამდვლიეში კი ეშმაკი ასეთი საშიში ნამდვილად არ არის, როგორადაც აღწერენ. არსებობს ისტორიის ობიექტური კანონები. მათ

50 საუკეთესო ჩვევა, ბედნიერი ცხოვრების სტილით ცხოვრებისთვის

მზად ხართ ცხოვრებისგან მხოლოდ საუკეთესო მიიღოთ და ყოველ დღეს გრძნობდეთ, რომ ეს თქვენი საუკეთესო დღეა? გსურთ სამყაროსგან სრულ მხარდაჭერას გრძნობდეთ და სურვილები თქვენგან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სრულდებოდეს? თუ ეს ასეა,

ბავშთა მოტივაციის მთავარი წყარო

რა არის ნინოს მოტივაცია შეასრულოს მათემატიკის დავალება? მათემატიკისადმი თანდაყოლილი სიყვარული? ალბათ, არა. მას გაუჩნდა მათემატიკასთან ურთიერთობის სურვილი, რაც მიიღო კარგი შედეგი. რა შეიძლება გახდეს ნინოს მათემატიკის დავალების შესრულების მოტივატორი? დედას

30 რამ, რაც საკუთარ თავს არ უნდა გაუკეთოთ

როგორც მარია რობინსონმა თქვა – „არავის უნდა წარსულში დაბრუნება იმისათვის, რომ ის შეცვალოს. სამაგიეროდ ყველას შეუძლია ახლიდან დაიწყოს, რომ ახალი ფინალი შექმნას“. არაფერია ამაზე სწორი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა უნდა შეწყვიტოთ

15 რამ, რაც ფულზე მნიშვნელოვანია

1. ურთიერთობის გამოცდილება აკოცეთ, წერილი მისწერეთ ვინმეს, უთხარით რასაც გრძნობთ. მთელი დღე დახარჯეთ საუკეთესო კერძის მომზადებაში და მიირთვით ის სანთლების შუქზე საყვარელ ადამიანთან ერთად. მოიცალეთ სიყვარულისთვის. 2. სიბრძნე თუ ფიქრობთ,