in ,

მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ ოჯახს

ერთხელ, ერთი კაცი გვიან დაბუნდა სახლში. როგორც ყოველთვის დაღლილი და გაღიზინებული. ხედავს, რომ კარში ელოდება ხუთი წლის ვაჟი.

— მამა, შეიძლება რაღაც გკითხო?
— რა თქმა უნდა, რა მოხდა?
— მამა, რამდენი გაქვს ხელფასი?

ეს შენი საქმე არაა! — აღშფოთდა მამა. — რაში გაინტერესებს?
— უბრალოდ მინდა ვიცოდე, გთხოვ მითხარი რამდენს იღებ საათში?
— 50-ს და რა იყო?
— მამა…
— შვილმა ახედა ქვემოდან ზემოთ სერიოზული მზერით – შეგიძლია 30 მასესხო?
— შენ მხოლოდ იმისთვის მკითხე, რომ ფული მომეცა რაღაც სულელური სათამაშოსთვის? – იყვირა მამამ – სასწრაფოდ შედი შენს ოთახში და დაწექი!.. როგორ შეიძლება იყო ასეთი ეგოისტი! მე ხომ მთელი დღე ვმუშაობ, საშინლად ვიღლები, შენ კი ასე სულელურად იქცევი.
ბავშვი უხმოდ შევიდა თავის ოთახში და კარი მოხურა. მამა ისევ იდგა და შვილის ნათქვამზე ბრაზობდა. „როგორ ბედავს ხელფასის ოდენობაზე მკითხოს, რომ მერე ფული მომთხოვოს?“ – მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ დამშვიდდა და დაიწყო საღად განსჯა: „იქნებ მას მართლა რაღაც მნიშვნელოვანი აქვს საყიდელი? მას ხომ არასოდეს უთხოვია ფული?“. როცა ის შვილის ოთახში შევიდა ბავშვი უკვე იწვა.

არ გძინავს შვილო? — ჰკითახა მან.
არა მამა, უბრალოდ ვწევარ — უპასუხა ბიჭუნამ.
— მე ძალიან უხეშად გიპასუხე — უთხრა მამამ. — მძიმე დღე მქონდა და თავი ვერ შევიკავე. მაპატიე. აი, გამომართვი ფული, რომელიც მთხოვე.

ბიჭი წამოჯდა საწოლზე და გაიღიმა.

— მადლობა მამა! — წამოიძახა სიხარულით.

შემდეგ შეძვრა ბალიშის ქვეშ და გამოიღო კიდევ რამოდენიმე დაჭმუჭნული ბანკნოტი. მამა, დაინახა რა, რომ შვილს უკვე ჰქონია ფული, ისევ გაბრაზდა. ბავშვმა კი ფული ერთად დაალაგა და ყურადრებით გადათვალა კუპიურები, შემდეგ ისევ შეხედა მამას.

— რატომ მთხოვე ფული თუ შენ უკვე გქონდა? — ჰკითხა მამამ.
— იმიტომ, რომ მე არასაკმარისი მქონდა. მაგრამ ეხლა მეყოფა — უპასუხა ბავშვმა. მამა, აქ ზუსტად 50-ია. შეიძლება მე ვიყიდი შენი დროის 1 საათს? გთხოვ, ხვალ სამსახურიდან ადრე მოდი, მე მინდა რომ ჩვენთან ერთად ივახშმო.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

What do you think?

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

0

ჰენრი ფორდი ბიზნესის შესახებ

როგორ გავაკეთოთ საქონელზე ფასნამატი სწორად