in , ,

მესინჯერში ბიზნეს-ურთიერთობის 5 წესი

მეწარმეებისთვის განკუთვნილი ჟურნალის Entrepreneur-ის რედაქტორმა ჟაკლინ უიტომორმა დაწერა მასალა, რომელშიც აღწერა მესინჯერში მიმოწერის რამოდენიმე წესი ბიზნეს-ურთიერთბისას.

უიტმორი დარწმუნებულია, რომ ტექსტური შეტყობინებები წარმოადგენს გაცილებით უფრო «ჩქაროსნულ» ბიზნეს-კომუნიკაციის საშუალებას — ისინი ელ-ფოსტაზე და სატელეფონო ზარებზე უფრო სწრაფია. გარდა ამისა, Entrepreneur-ის რედაქტორის აზრით, დადებითი თვისებების მიუხედავათ ამ მეთოდის გამოყენება ყოველთვის უცვლელი არ არის. იმისათვის, რომ ეს საშუალება გამოიყენოთ გაცილებით ეფექტურად, ის გვთავაზობს ხუთ წესს:

მთავარია — პოზიტივი
ტექსტი შეიძლება მარტივად იქნეს ინტერპრეტირებული, რაც მისი ავტორის მოსაზრებისგან განსხვავებული იქნება. ეს მუშაობს როგორც e-mail-ის, ასევე ტექსტური შეტყობინებებისას. ხშირად მსგავსი მიმოწერისას გამგზავნი შეიძლება წარმოჩინდეს უხეშ ადამიანად მოკლე ფრაზების გამოყენების გამო. ამიტომ, უიტმორი გვირჩევს თავი ავარიდოთ ასეთი ფრაზების გამოყენებას და აზრები სრული წინადადებებით გადმოვცეთ. როცა მიმოწერა კოლეგის ან ბიზნეს-პარტნიორთან გაქვთ, უმჯობესია დაწერილი ტექსტი კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ, რათა შეძლოთ უხერხული და არასწორი სიტყვებისგან თავი დაიზღვიოთ ან შეტყობინების ტონის კორექცია მოახდინოთ.

არა სერიოზულ თემებს
ჟაკლინ უიტმორი ამბობს, რომ ნორმალური მამაკაცი არ გაწყვიტავს ურთიერთბას ქალთან SMS-ის გაგზავნით, ზუსტად იგივე მიდგომა უნდა იქნეს გამოყენებული ბიზნეს-კომუნიკაციისას. გამორიცხულია მეწარმემ ასეთი ფორმით მოახდინოს თანამშრომლის მიღება ან გათავისუფლება. მისი აზრით, ნებისმიერი სერიოზული საკითხი უნდა განიხილებოდეს შეხვედრაზე. რეალურ ურთიერთობას მთელი რიგი თავისებურებები აქვს — მაგალითად, მიმიკას და საუბრის ტონს ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანის განწყობაზე, რაც ურთიერთგაგების უფრო მაღალი დონის გარანტია.

ნუ დაამოკლებთ სიტყვებს
სტილი, რომლის დროსაც გამოიყენება დიდი რაოდენობით სიტყვების შემოკლება, ისტორიაში შევიდა, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინება. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ: LOL (‘laugh out loud’) ან OK. თუმცა მსგავსი ტექსტების გარდა არ ღირს ყველა სიტყვის შემოკლება ტექსტში. ეს ბევრი ადამიანისთვის გაუგებარია, რადგან შეტყობინებას უნდა მიჰქონდეს ადრესატამდე შინაარსი, ის გასაგები უნდა იყოს და არ შეიძლება ამ გზით ადამიანების დაბნევა, მითუმეტეს ბიზნეს-ურთიერთბისას.

არ შეიძლება შეხვედრების გადადება შეტყობინებების საშუალებით
უიტმორი დარწმუნებულია – უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, რომ ჩატში ან ტელეფონში მოკლე ტექსტური შეტყობინება გამორჩეს ადამიანს. ამიტომ, სერიოზული საკითხების განხილვისას, როგორიცაა მაგალითად შეხვედრის დროის ან სრულად გადადების საკითხი, კომუნიკაციის ამ მეთოდზე დაყრდნობა არ შეიძლება. მსგავსი თემები სატელეფონო ზარებით უნდა მოგვარდეს, რადგან მხოლოდ ამ გზით შეძლებენ თანამოსაუბრეები ერთმანეთამდე ინფორმაციის სწორად მიტანას.

ავტოკორექტორის გამოყენებისას აკურატულობა
სმარტფონი ძალიან ჭკვიანი ტელეფონია. ხშირად ავტოკორექტორი ავტომატურად ცვლის აკრეფილ სიტყვას უფრო სწორ ვარიანტზე, როგორც მას ეჩვენება — სინამდვილეში, ეს ცვლილება შეიძლება სულაც არ შეეფერებოდეს შეტყობინების აზრს. ასევე უიტმორი გვირჩევს ფრთხილად ვიყოთ ტექსტის ხმოვან ამომცნობთან, რადგან ტელეფონის მიკროფონმა შესაძლოა სხვა ხმებიც დააფიქსიროს, მაგალითად ფონზე საუბარი და ჩაიწეროს ტექსტური ფორმით სწორედ ის და არა ის, რაც კოლეგას უნდა გაუგზავნოთ.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

What do you think?

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

0

27 რჩევა მაღალანაზღაურებად სამსახურში მოსაწყობად რეზუმეს დასაწერად

ძუნწი მილიონრები