in ,

მეფე სოლომონის ბეჭედი

მეფე სოლომონს საყვარელი ბეჭედი ჰქონდა. ბეჭდის შიდა მხარეზე ეწერა: „ყველაფერი გაივლის“. როცა მეფე თავს ცუდად გრძნობდა, იხსნიდა თითიდან ბეჭედს, აკვირდებოდა წარწერას და მშვიდდებოდა.

ერთხელ მეფე სოლომონს დიდი უბედურება შეემთხვა. მან მოიხსნა თითიდან ბეჭედი, მაგრამ წარწერამ კი არ დაამშვიდა, პირიქით უფრო მეტად გააბრაზა.

განრისხებულმა მეფემ ბეჭედი იატაკზე დაახეთქა. მაშინ ბეჭედს თვალი ამოუვარდა.

სოლომონმა ინანა საყვარელი ბეჭედი რომ გატეხა, აიღო იგი და მეორე წარწერა აღმოაჩინა, რომელიც თვალის ქვეშ იმალებოდა. იქ ეწერა: „და ესეც გაივლის“.

ჩვენთვის თქვენი აზრი საინტერესოა

Report

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ჩემი და შენი იგავი…

ცოტა რამ სიყვარულის შესახებ