in

Mary Kay Cosmetics Georgia: კომპანიის შესახებ

კომპანიას სახელი დაერქვა მისი დამფუძნებლის საპატივსაცემოდ Mary Kay Ash. ბიზნეს გენიოსმა მერი ქეიმ თავგანწირვის სული აამაღლა საკუთარ კომპანიაში. მისი ერთგულება უმაღლესი ეთიკური პრინციპების, არაჩვეულებრივი ენთუზიაზმის ქონა და ხალხის რწმენა მას უფლებას აძლევდა, რომ მიეღწია უმოკლეს დროში არაჩვეულებრივი მაჩვენებლისთვის.

1963 წელს ოჯახის მოკრძალებული დანაზოგით 5 000 დოლარით შექმნილმა კომპანიამ თავისი არსებობის 10 წლის თავზე მიაღწია საბითუმო გაყიდვებით 23 მილიონ დოლარს, 20 წლის თავზე გაყიდვების მაჩვენებელი 323 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2003 წელს როდესაც Mary Kay კოსმეტიკური პროდუქციის ბაზარზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღნიშნავდა, მისი შემოსავლის მაჩვენებელი უკვე 1 მილიარდ 600 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2007 წელს კი 2.4 მილიარდ დოლარს. კლიენტებზე ზრუნვა დაარსების დღიდან კომპანიისთვის პირველ ადგილზე იდგა.

Mary Kay Ash -ის სახელს უკავშირდება იდეა სილამაზის სფეროში მასტერ კლასების ჩატარებისა, რათა პროფესიონალებს ესწავლებინათ მომხმარებელთათვის კანის სწორად მოვლა და ეფექტურად გამოეყენება შეთავაზებული კოსმეტიკური საშუალებებისა. დღეს ეს მეთოდი უკვე ბევრი კოსმეტიკური მწარმოებლის დღის განრიგში შევიდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ამ იდეის ავტორი Mary Kay Ash გახლდათ.

კოსმეტიკური საშუალებები Mary Kay Ash-ის კომპანიისთვის მთავარ რეპუტაციას წარმოადგენს ამიტომ ის დიდ ყურადღებას უთმობს უსაფრთხო პროდუქციის წარმოებას. კომპანია იკვლელს თითოეულ ინგრედიენტს, მათ შორის მცენარეულ ექსტრაქტებსაც, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მომხმარებელს შესთავაზო ყველაზე უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული პროდუქცია.

კომპანიის ასორტიმენტი მოიცავს 200-ზე მეტ პროდუქციას, მათ შორის სახის კანისა და სხეულის მოვლის საშუალებებს, არომატულ და პარფიუმერულ ხაზს, მზისგან დამცავ საშუალებებსა და კოსმეტიკას მამაკაცებისთვის. პროდუქცია აკმაყოფილებს მსოფლიოს უმაღლეს სტანდარტებს, რომელიც დაწესებულია კოსმეტიკური ინდუსტრიისთვის, ათწლეულების განმავლობაში თავისი მოთხოვნადობითა და პოპულარობით იგი რჩება № 1 ბრენდად აშშ-სა და მსოფლიო ლიდერ კომპანიებს შორის.

გაეცანით – www.fb.com/marykay.ge

ჩვენთვის თქვენი აზრი საინტერესოა

Report

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

მილიონერის 30 მთავარი თვისება

იგავი ბერძნული მითოლოგიიდან