- არ გაავრცელოთ ჭორები
- არავის არავისი არაფერი მართებს. დაივიწყეთ სიტყვა ,,უნდა” , ამოიღეთ თქვენი ლექსიკონიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად დაგედებათ არამარტო მატერიალური არამედ მორალური ვალიც.
- მოგივიდათ იდეა? ჩაიწერეთ
- მოიშორეთ გამუდმებული წუწუნის ჩვევა. არავის არ აინტერესებს სხვისი პრობლემები
- ნუ დასცინებთ სხვების ოცნებებს
- ნუ დაუბრუნდებით იმ ხალხს ვინც გიღალატათ. ადამიანები არ იცვლებიან.
- მეტი დრო გაატარეთ მშობლებთან – დრო როცა ისინი აღარ იქნებიან მოულოდნელად მოვა.
- ყოველთვის სიმართლე თქვით და არაფრის დამახსოვრება მოგიწევთ.
- ისწავლეთ შეცდომების აღიარება
- გაგვიანდებათ? გააფრთხილეთ
- არ უყუროთ ტელევიზორს… არასდროს.
- გაურკვევლი სიტუაციის დროს ყოველთის გამოიძინეთ. ასევე ნებისმიერ სიტუაციაში გახსოვდეთ, რომ ,,ესეც გაივლის”
- სერიოზული ჩხუბის დროსაც კი ნუ ატკენთ გულს ადამიანს …. ადრე თუ გვიან თქვენ გარდაიცვლებით, თქვენი სიტყვები კი დიდხანს ემახსოვრებათ
- თავაზიანობას ქალაქის დაპყრობა შეუძლია. ის ხშირად გამოიყენეთ.
- პირველ რიგში გააკეთეთ ყველაზე რთული და არასასიამოვნო საქმე. როცა მათ გააკეთებთ – დანარჩენი დღის განმავლობაში უსიამოვნო ფიქრები აღარ შეგაწუხებთ.
- დაფარეთ ყველა ვალი
- არსებობს ასეთი ფრაზა: ,, ყველაფრის მიუხედავად გზა განაგრძე”, სცადეთ, დაგეხმარებათ.
მარტივი წესები, რომლებიც ცხოვრების გზის გაკვლევაში დაგეხმარებათ
