მარია მონტესორის მცნებები მშობლებისთვის

მარია მონტესორის მცნებები მშობლებისთვის

მარია მონტესორი (Maria Montessori; დ. 31 აგვისტო, 1870, კიარავალე, იტალია – გ. 6 მაისი, 1952, ნორდვეიკ-ან-ზე, ნიდერლანდი) — იტალიელი პედაგოგი, მეცნიერი, ფილოსოფოსი, ჰუმანისტი, ფემინისტი და ღრმად მორწმუნე კათოლიკე. ყველაზე უკეთ ცნობილია ბავშვთა დაბადებიდან სიყმაწვილემდე აღზრდის განსაკუთრებული მეთოდითა და ფილოსოფიით. მისი განათლების მეთოდი ამჟამად მრავალ საზოგადო თუ კერძო სკოლაში გამოიყენება მთელ მსოფლიოში.

მარია მონტესორის მცნებები მშობლებისთვის

1. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ – ის სწავლობს სხვათა განკითხვას.
2. თუ ბავშვს ხშირად აქებენ – ის სწავლობს შეფასებას.
3. თუ ბავშვის თვალწინ ხშირია მტრული გარემო – ის სწავლობს ჩხუბს.
4. თუ ბავშვთან მართალნი არიან – ის სწავლობს სამართლიანობას.
5. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან – ის მხდალი გაიზრდება.
6. თუ ბავშვი ცხოვრობს გარემოში, სადაც თავს დაცულად გრძნობს – შემდგომში მას მეტი ნდობა და რწმენა ექნება.
7. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ – ის სწავლობს, რომ გამუდმებით დამნაშავედ იგრძნოს თავი.
8. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს – ის სწავლობს, საკუთარი თავისადმი უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდეს.
9. თუ ბავშვთან ხშირად არიან გულისხმიერნი – ის სწავლობს, იყოს მომთმენი.
10. თუ ბავშვს ხშირად წაახალისებენ – ის თავდაჯერებულობას იძენს.
11. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და გრძნობს საკუთარ საჭიროებას – ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის პოვნას.
12. ბავშვებს ასწავლის ის გარემო, რაც მათ მოიცავს.
13. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და შეძლებს ახლა ან ცოტა მოგვიანებით მის გამოსწორებას.
14. არ ილაპარაკოთ ცუდად ბავშვზე – არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
15. ეცადეთ, ბავშვში ყოველივე კარგი განავითაროთ, ისე, რომ საბოლოოდ ცუდისთვის ადგილი არ დარჩეს.
16. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც თქვენ მოგმართავთ.
17. მზად იყავით ბავშვის დასახმარებლად, რომელიც რაღაცას ეძებს.
18. დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში, რაც მანამდე ვერ აითვისა. ეს გააკეთეთ ზრუნვით, მოთმინებით, სიმშვიდით და სიყვარულით.
19. ბავშვთან ურთიერთობისას ყოველთვის დაიცავით კარგი მანერები – მას შესთავაზეთ საუკეთესო, რაც თვით თქვენშია.

ავტორის შესახებ

Marita Merkviladze
Marita Merkviladze 23 posts

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი. ფსიქოკონსულტანტი, ოჯახის ფსიქოლოგი. საქმიანობა: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, "დანტე ალიგიერის საზოგადოება" /ფსიქოკონსულტანტი(ინდივიდუალური, ჯგუფური კონსულტირება); ტრენერი/ კონტაქტი: 557 944 390

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საქმიანობასა და კარიერაში წარმატების მიღწევის 40 საშუალება

1. იზრუნე პროფისიონალიზმზე და არა თანამდებობაზე. 2. გამონახე საერთო ენა კოლეგებთან. 3. ისწავლე იმ ადამიანისგან, რომლის თანამდებობის დაკავებაზეც პრეტენდენტი ხარ. 4. შეისწავლე ხელმძღვანელი. 5. იყავი პასუხისმგებლიანი, აკურატული, კარგი შემსრულებელი, პუნქტუალური.

როგორ დავუბრუნდეთ შვებულების შემდეგ სამუშაო გარემოს მარტივად

დასვენების და განტვირთვის საუკეთესო დღეები დასრულდა. ახალი განცდებით, შთაბეჭდილებებით დატვირთული დავუბრუნდით ქალაქს, თუმცა, ცოტა არ იყოს რთულად გვეჩვენება ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება და ახალი რიტმით ცხოვრების გაგრძელება. გთავაზობთ, რამდენიმე რჩევას, რომელიც

რა ხდება ქვეცნობიერში, როცა სურვილებს და ოცნებებს ვერ ვისრულებთ

ყველას გვქონია და გვაქვს სურვილები და ოცნებები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით წარსულში ვერ ავისრულეთ და თითქოს წლების გასვლასთან ერთად მათი არსებობა დავივიწყეთ, შესაძლოა მათ აქტუალურობა დაკარგეს.. მაგრამ საკვანძოდ მნიშვნელოვანია

დედა ტერეზას ცხოვრებისეული შეგონებები

1. ცხოვრება – არის შესაძლებლობა, გამოიყენეთ ის. 2. ცხოვრება – არის სილამაზე, აღფრთოვანდით მისით. 3. ცხოვრება – არის ნეტარება, დააგემოვნეთ ის. 4. ცხოვრება – არის ოცნება, განახორციელეთ ის. 5. ცხოვრება

12 ცხოვრებისეული კანონი ნატალია გრეისისგან 

ნატალია გრეისი — ფსიქოლოგი და ცნობილი წიგნის «გრეისის კანონები»-ს ავტორია, რომელიც თავის წიგნში შეეცადა გარკვეული ცხოვრებისეული დაკვირვებების ფორმირება გაეკეთებინა. დასკვნები, რომელთა გაკეთების საშუალებაც მიეცა ავტორს, დაგვეხმარება უფრო ბრძენი გავხდეთ და

რატომ არ უნდა ვუსაყვედუროთ ადამიანებს, თუ ჩვენ წარმატებას არ იზიარებენ

რა საინტერსო და საყვარლები ვართ ადამიანები. ჩვენ ყოველთვის სხვებისგან ვითხოვთ გვერდით დგომას, მხარდაჭერას, გულშემატკივრობას, აღფრთოვანებას, პოზიტივს და აპლოდისმენტებს და გული გვწყდება თუ ერთ დღესაც საკმარისად ვერ მივეღებთ ამ ყველაფერს მათგან.