მანამ არ ხარ წარუმატებელი, სანამ საკუთარი შეცდომების გამო სხვების დადანაშაულებას დაიწყებ

მანამ არ ხარ წარუმატებელი, სანამ საკუთარი შეცდომების გამო სხვების დადანაშაულებას დაიწყებ

მაქსიმი მწვრთნელი ჯონ ვუდენისთვის ცხოვრებისადმი მიდგომის ქვაკუთხედი იყო. ბევრ პრინციპთან ერთად იგი საკუთარი მამისგან – ჯოშუასგან ისწავლა.

თავის წიგნში „ჩემი საუკეთესო შედეგი“  სტივ ჯეიმისოსთან ერთად მწვრთნელმა აღწერა თუ როგორი რეაქცია ჰქონდა მამამისს მეურნეობის დაკარგვისას:

„დასასრული უცებ მოვიდა. ცუდმა ვაქცინაციის შრატმა ღორები მოკლა, გვალვის გამო განადგურდა კულტურები, ბანკმა კი მეურნეობა წაგვართვა. იმ დროს ასეთი პრობლემის გადასაჭრელად სადაზღვევო კომპანიები არ არსებობდა, ასე რომ ყველაფერი დავკარგეთ. ოჯახისთვის ძალიან ცუდი პერიოდი იყო, თუმცა „დიდი დეპრესია“ ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

ამ პერიოდში მამა არასდროს ანერვიულებულა. ცუდი შრატის გამყიდველს არ ადანაშაულებდა, არ წყევლიდა ამინდს და არ სძულდა ბანკირი. მამაჩემმა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვლინა, მაგრამ საქმე მაინც ცუდად წავიდა. „დადანაშაულება, წყევლა და სიძულვილი ვერ დაგეხმარება, – ის ამბობდა, – პირიქით, გავნებს.“ მისი მაგალითი გონებაში ღრმად ჩამენერგა და, ვიმედოვნებ, ჩემს საქციელზეც აისახა.“

საკუთარი შეცდომების გამო სხვისი დაუდანაშაულებლობის იდეას კრიტიკულად უყურებდნენ Coach Wooden’s-ში.

ყოფილი  UCLA და NBA ვარკვლევი  სვენ ნატერი კალიფორნაში Christian Heritage College-ს წვრთნიდა. ბრაზობდა, რადგან მოთამაშეები ნასწავლს საკმარისად სწრაფად ვერ ითვისებნენ. როცა სვენმა თავისი ისტორია Coach Wooden’s-ში მოყვა, სვენი მარტივად დაარიგეს: „მანამ ვერ ასწავლი, სანამ თვითონ არ ისწავლიან.“

ამ რჩევის შედეგან სვენ ნატერმა და რონალდ გალიმორმა წიგნი დაწერეს „მანამ ვერ ასწავლი, სანამ თვითონ არ ისწავლიან: ჯონ ვუდენის სწავლების პრინციპები და პრაქტიკა“. ამ წიგნში მწვრთნელი ხაზს უსვამდა მასწავლებლის პასუხისმგებლობას.

„როდესაც მასწავლებელი გავხდი, ჩემს პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად მოვეკიდე. მჯეროდა, რომ ხელფასს სწავლებისთვის მიხდიდნენ და ჩემი მოვალეობაც მოსწავლეების სწავლებაში დახმარება იყო. შეუძლებელია საკუთარი მოვალეობა შესრულებულად ჩათვალო მაშინ, როდესაც მოსწავლეებს არაფერი უსწავლიათ.

როგორც ლიდერი, იმ ადამიანებთან უნდა იმუშაო ვისაც ზედამხედველობ იმისათვის, რომ მთავარი პრობლემები მოაგვარო იმის მაგივრად, რომ შენი გუნდი დაადანაშაულო და თანამშრომლების ტალანტის ნაკლებობაზე იწუწუნო.

როდესაც სხვებს ადანაშაულებ, საკუთარ თავს ხელს უშლი იყო საკმარისად თვითშემფასებელი, რაც თვითგანვითარებისთვის საზიანოა. ლიდერი, რომელიც არ ადანაშაულებს სხვებს, ოფისში აქვს „გამოსავლის განყოფილება“ და არა „ბოდიშის/საბაბის განყოფილება“.

თავის წიგნში „ვუდენი ლიდერობაზე“ სტივ ჯეიმისონთან ერთად მწვრთნელმა შემდეგი დასკვნა გამოიტანა:

„შენ შეგიძლია წაიბორძიკო და დაეცე, დაუშვა შეცდომები, მაგრამ მანამ არ ხარ წარუმატებელი, სანამ, სიძულვილის ჩათვლით, სხვების დადანაშაულებას საკუთარი შედეგების გამო დაიწყებ. ყოველთვის გჯეროდეს, რომ ნეგატივშიც არის დადებითი. ყველაფერს აქვს მიზეზი, მაშინაც კი, როდესაც მას ვერ ხედავ. დაიმახსოვრე: „შემოდგომაზე ბეღურასაც კი აქვს რაღაც აზრი.“

 

თარგმნა: ნინო მჭედლიშვილმა

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1578 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

წარმატებამდე გზაა გასავლელი, სადაც არასდროს არ უნდა დავნებდეთ!

მოვლენ ადამიანები და გეტყვიან: ”კი მაგრამ ამდენი როგორ, ან როდის შეძელი??”  მანამდე კი მოგიწევთ ბრძოლაც, შრომაც და გაუსაძლისი მოთმინების გადატანაც! ასე მიაღწია ყველამ ფინიშს, სადაც ცხოვრება ძველებურად – ცხოვრება ბედნიერად

მომართეთ ფოკუსი პოზიტივზე და ბედნერებაზე, თქვენ ეს შეგიძლიათ!

წარუმატებლობა არის და ყოველთვის იქნება ცხოვრებაში, თუმცა საინტერესოა ადამიანების ორი სახე, რომელიც სრულიად განსხვავებულად უყურებენ ცხოვრებაში ყველაფერს. მე მათზე მოგითხრობთ….. პირველი — რომლებიც წარუმატებლობას უყურებენ ძალიან სერიოზულად და პრობლემად. მეორე

11 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ყიდის თქვენი საიტი

კარგი დიზაინის მქონე საიტი ნამდვილად ეხმარება თქვენს კომპანიას გაზრდაში და აძლიერებს მის ბრენდინგს. Nielsen Norman Group-ის კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლები საიტზე ჩერდებიან დაახლოებით 10-დან 20 წამამდე. თუმცა შესაძლებელია უფრო ხანგრძლივად

ბიზნეს-მწვრთნელი კომპანიისთვის

ბანკები, სადაზღვევო, სავაჭრო კომპანიები მუდმივად ზრუნავენ თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლებაზე. ამისათვის საჭიროა მათი სწავლება. მაგრამ როგორ? ბიზნეს-მწრთვნელის შეყვანა აუცილებელია საშტატო სიაში, თუ სჯობს ერთჯერადად მისი მოწვევა? პირველ და მეორე ვარიანტსაც გააჩნია

ტვინის 12 სტიმულატორი, რომლებიც ყავზე უკეთესია

1. იხტუნავეთ High Point Chiropractic Wellness-ის დამფუძნებელი ირუმ ტახირი თვლის, რომ ხტუნაობა ძალიან სასარგებლოა და თავად ყოველ დღე ხტუნაობს. ასეთი ვარჯიში გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს, ააქტიურებს ლიმფურ სისტემას, რაც თავის მხრივ

დროის მართვის 15 მეთოდი

1. ნუ იქნებით მეხსიერების იმედად. ჩაინიშნეთ თქვენი დავალებები და განტვირთეთ ტვინი. 2. შეადგინეთ პრიორიტეტების სია. ეს დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ მთავარზე და დრო არ ხარჯოთ მეორეხარისხოვან და უმნიშვნელო საკითხებზე. 3. ყოველი კვირის