მამის მონანიება:  წერილი პატარა შვილს

მამის მონანიება: წერილი პატარა შვილს

ამ წერილის ტექსტმა პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც დეილ კარნეგის ერთ-ერთ წიგნში გამოქვეყნდა. ითვლება, რომ ეს წერილი დაახლოებით ასი წლის წინ დაუწერა უილიამ ლივინგსტონმა თავის პატარა ვაჟს. დღეისათვის ის ნათარგმნია ბევრ ენაზე და საუკეთესო გაკვეთილია მათთვის, ვისაც შვილი ჰყავს…
ეს ტექსტი იმდენად სულისშემძვრელია, რომ მისი წაკითხვა ცრემლების გარეშე შეუძლებელია. ბევრმა მშობელმა, როცა ამ წერილს წაიკთხავს, შეიძლება საკუთარი თავი ამოიცნოს, და არა მარტო მათ, რადგან ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვიდვართ…
«შვილო, მომისმინე…,
მე ამ სიტყვებს ვამბობ, როცა შენ გძინავს, შენი პატარა ხელი ლოყის ქვეშ გაქვს ამოდებული, ხოლო ქერა კულულები შუბლზე გაყრია. მე მარტო შემოვიპარე შენს ოთახში. რამოდენიმე წუთის წინ, როცა მე ბიბლიოთეკაში ვიჯექი და გაზეთს ვკითხულობდი, მონანიების დიდი ტალღა მომაწვა. მე მოვედი შენს საწოლთან, საკუთარი დანაშაულის, შეცდომების აღიარებისთვის.
აი რაზე ვფიქრობდი შვილო: მე ჩემი ცუდი ხასიათი შენზე გადმოვიტანე. მე გეჩხუბე, როცა შენ დილით სკოლაში წასასვლელად ემზადებოდი. გაგაკრიტიკე იმისათვის, რომ ფეხსაცმელი გაწმენდილი არ გქონდა. მე გაბრაზებულმა გიყვირე, როცა შენ ტანსაცმელი დაყარე იატაკზე.
საუზმის დროსაც გეჩხუბებოდი, რადგან ჩაი დაღვარე, ხარბად ჭამდი, იდაყვებს მაგიდაზე დებდი, კარაქი ზედმეტად სქლად წაუსვი პურის ნაჭერს. შემდეგ კი, როცა სათამაშოდ წახვედი, მე კი მატარებელზე ვჩქარობდი, შენ მობრუნდი, ხელი დამიქნიე და დამიძახე: «ნახვამდის მამა!» — მე შეგიბღვირე და გიპასუხე: «მხრები გამართე!»
შემდეგ, დღის ბოლოს, ყველაფერი ხელახლა დაიწყო. სახლში მომავალ გზაზე, დაგინახე როცა მუხლებზე დაჩოქილი თამაშობდი. შენი შარვალი გამოხეული იყო. მე შენი მეგობრების თანდასწრებით გაიძულე სახლში წამოსულიყავი და ჩემს წინ გევლო. შარვალი ძვირი ღირს და შენი ფულით რომ ყიდულობდე უფრო გაუფრთხილდებოდი! – წარმოიდგინე შვილო, ამას მამაშენი ამბობდა!
გახსოვს მერე როგორ შემოხვედი ბიბლიოთეკაში, სადაც მე ვკითხულობდი – ტკივილიანი მზერით? როცა მე გაზეთიდან ამოგხედე იმით შეწუხებულმა, რომ ხელი შემიშალეს, შენ კართან შეყოყმანდი. «რა გინდა?» — უხეშად გკითხე.
შენ არაფერი არ მითხარი, მოწყვეტით გამოიქეცი, მომეხვიე და მაკოცე. შენი პატარა ხელები იმ სიყვარულით მეჭიდებოდა, რომელიც ღმერთმა შენს გულში ჩადო და რომელიც ჩემმა გაუფრთხილებელმა დამოკიდებულებამაც კი ვერ გაანელა. შემდეგ კიბით ზემოთ ახვედი.
ჰოდა, შვილო, ამის შემდეგ მე გაზეთი ჩამომიცურდა ხელებიდან და საშინელმა შიშმა ამიტანა. რა დამმართა ჩვევამ? ჩხუბის, დადანაშაულების ჩვევამ და საკუთარი ასაკიდან გამომდინარე შენმა განსჯამ.
აი შენს ხასიათში კი უამრავი ჯანსაღი, ლამაზი და გულახდილი თვისებაა. შენი პატარა გული ისეთივე დიადია, როგორც აისი მთების წვერზე. ეს მაშინ გამოიკვეთა, როცა ჩემსკენ გამოიქეცი ძილის წინ საკოცნელად. დღეს სხვას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა შვილო.
მე შენს საწოლთან სიბნელეში მოვედი და დარცხვენილი ვარ, მუხლს ვიდრეკ შენს წინაშე! ეს დანაშაულის სუსტი გამოსყიდვაა. მე ვიცი, ამ ყველაფერს ვერ გაიგებდი მღვიძარესთვის რომ მეთქვა. მაგრამ ხვალიდან მე ნამდვილი მამა ვიქნები! მე ვიმეგობრებ შენთან, ვიდარდებ, როცა შენ დარდობ, ვიცინებ, როცა შენ იცინი. მე ენას კბილებს დავაჭერ, როცა მომინდება რაიმე მწარე სიტყვები გითხრა. მე მუდმივად გავიმეორებ: «ის ხომ მხოლოდ პატარა ბიჭია!»
ვშიშობ, რომ შენში ზრდასრულ კაცს ვხედავდი. თუმცა ახლა, როცა შენ გხედავ, ვხვდები, რომ ჯერ პატარა ხარ. ცოტა ხნის წინ დედა ხელით დაგატარებდა.
მე ვითხოვდი ბევრს, ძალიან ბევრს».

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ქალბატონების 8 შეცდომა – რა უშლის ხელს ქალს იყოს ქალი?

ზოგჯერ ქალში იმდენად დამალულია ქალური თვისებები, რომ რთულია გაიგო ქალური საწყისი რამდენად რეალურად არის მასში. როგორც ჩანს ბუნებრივი ქალური საწყისი შეიძლება გაქრეს ქალის არასწორი ქცევის გამო. 1. სამოსი ბევრი ქალბატონი

როგორ გვაჩვენებენ ადოლფ ჰიტლერი, ბერნი მედიოფი და ამანდა ნოქსი 4 ძალიან ადამიანურ შეცდომას, რომელსაც ხალხთან შეხვედრისას ვუშვებთ

უმეტესობას გვინდა გვჯეროდეს, რომ თუკი ჰიტლერს ან მედიოფს პირადად შევხვდებოდით მაშინვე მოვახდენდით მათ იდენტიფიცირებას. მაგრამ შვძლებდით კი ამას? ახალ პროვოკაციულ წიგნში, მწერალი მალკოლმ გლადველი ამტკიცებს, რომ ჩვენი თანდაყოლილი მიდრეკილებები და

შემოქმედებითი აზროვნების 3 პირობა

     ტრადიციული აზროვნება ავტომატურად ასოცირდება ანალიზთან, მსჯელობებსა თუ კამათთან. ყოველივე ეს კი მისაღები გახლდათ მხოლოდ ასე თუ ისე სტაბილური, შედარებით ნელი ტემპებით განვითარებადი სამყაროსთვის, მასში წარმოქმნილი სიტუაციების გასაანალიზებლად და შესაბამისი,

ჩვევები, რომლებიც თქვენს პროდუქტულობას „კლავს“

ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა ცნობიერი და ქვეცნობიერი ჩვევებით, რომლებიც შეუსაბამოა მაღალ პროდუქტულობასთან. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ რამდენიმე მათგანს: იყენებთ ბევრ ზედმეტ ინფორმაციას შეეცადეთ მინიმუმამდე შეამციროთ ელექტრონული გზავნილების რაოდენობა. თქვენი ფოსტა, ისევე

საქმიანი ეტიკეტი – ყავა ოფისის სტუმრებისთვის

ოფისი — ეს არის ფირმის სახე, სადაც ყველა თანამშრომელი ახდენს სტუმრის წინაშე კომპანიაში არსებული კორპორატიული კულტურის დემონსტრირებას. ისეთი წვრილმანები, როგორიცაა გაღიმება, საქმიანი სტილის ტანსაცმელი, ზრდილობიანი საუბარი – პირველი ნიშნებია, რომელთა

“რწმენა, ნდობა და იმედი” – სამი ამბავი, რომელიც დაგვაფიქრებს

1. ერთხელ მთელმა სოფელმა გადაწყვიტა ელოცათ, რომ წვიმა წამოსულიყო. დაგეგმილ დღეს ყველა შეიკრიბა, მაგრამ მხოლოდ ერთმა ბიჭუნამ წამოიღო ქოლგა. – ეს რწმენაა 2. როდესაც თქვენ აგდებთ ჰაერში ერთი წლის ბავშვს, ის