მამაკაცი საყვარელი ქალისგან სწორედ ამ სიტყვებს ელის

თუ მე მამაკაცს ვხვდები – ეს იმას ნიშნავს, რომ მე მასში მომავალ ქმარს და ჩემი შვილების მამას ვხედავ. დიახ, მან უნდა მთხოვოს ცოლობა, თუკი ჩვენი ურთიერთობა მართლაც სერიოზულია და მშობლებიც უნდა გამაცნოს, ძაღლიც და საუკეთესო მეგობარიც.

ვთვლი, რომ სადილის კეთება, რეცხვა და ჩემი მამაკაცის პერანგების დაუთოვება არის ჩემი ისტორიული მოვალეობა და მე ამაში ქალურ, გულწრფელ ბედნიერებას ვხედავ, ეს არის ზრუნვა საკუთარ მამაკაცზე.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გულახდილები ერთმანეთთან. ჩვენ ერთად ვართ და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს და ასევე ერთმანეთის არჩევანს.

მე არ დავწვები დასაძინებლად, თუ ის იგვიანებს სამსახურის, თევზაობის ან ფეხბურთის გამო. მე დაველოდები ფანჯარასთან და გავუთბობ საჭმელს, სანამ ის სახლში მოვა.

მე მინდა კარგად გამოვიყურებოდე მხოლოდ მისთვის, რომ მან შემაფასოს და იფიქროს როგორი ლამაზი ვყავარ. ამიტომ მე ენერგიას არ დავზოგავ, რომ მას მოვწონდე.

მე მინდა მხოლოდ მისი ქალი ვიყო და სხვა არავის. გუშინ, დღეს და მთელი ცხოვრება.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ეს 10 შეკითხვა აუცილებლად უნდა დაუსვას საკუთარ თავს ყველა ადამიანმა!

50 სასარგებლო ჩვევა