მაკულატურის მოშორების დროა! ახალი წელი მოვიდა!

მაკულატურის მოშორების დროა! ახალი წელი მოვიდა!

რაც უფრო ადრე გადაყრი ნაგავს, მით უფრო ადრე შემოვა რაღაც ახალი შენში.
მაშ ასე, ის რაც ახლავე უნდა მოიშორო:

1. უარყოფითი ფიქრები – ბოლოს და ბოლოს მიხვდი, რომ ცუდათ ხარ მხოლოდ და მხოლოდ შენი ფიქრების გამო?! გაანიავე ტვინი და განიხილე სხვა ალტერნატივები!
2. ძველი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები-მუხლებზე დამჯდარ შარვლებს, დაწელილ მაისურებს და გაცვეთილ ფეხსაცმელს მაინც აღარ იყენებ, ხოდა გადაარჩიე და მიეცი სხვას ვისაც ესეც არ აქვს!
3. გატეხილი ან გაბზარული ჭურჭელი – ყველაფერი ნაგავსაყრელზე!
4. ყურსასმენი ერთი ყურით, მკვდარი დინამიკი, გამოუსადეგარი ფოლდერები, ფაილები, აპლიკაციები ლეპტოპსა თუ მობილურში!
5. მაცივარზე მიკრული “სტიკერები” – დიეტა, წამლების რეცეპტები, ექიმის ვიზიტები და ა.შ;
6. ძველი ჟურნალები, ფლაიერები, გაზეთები, ანალიზის პასუხები, ვადაგასული წამლები!

7. კოსმეტიკური საშუალებების ნარჩენები, ჩასქელებული ფრჩხილის ლაქი, “პრობნიკები”, ფლაკონები….
8. სოციალურ ქსელში ე.წ. “მეგობრები”– 400 მეგობრიდან რამდენი გწერს ნეტავ? ცარიელი არაფრის მომცემი ურთიერთობების მაგივრად შემოიკრიბე ირგვლივ ნამდვილი (და არა ვირტუალური) პოზიტიური ადამიანები!
9. წარსულში ჩადენილი შეცდომები და გამუდმებული სინანული – დროა ისწავლო ცხოვრების კორექტირება!
10. დარდი მომავალზე – შეიგრძენი აწმყო და ახლა, ხვალე თვითონ მიხედავს თავს! 11. თავგამოდებითი შრომა სხვის დასანახად და გამუდმებული მტკიცება რომ კარგი ტიპი ხარ – ეს უფრო ადამიანის მოუმწიფებლობის ნიშანია. მომწიფებული ადამიანი ცდილობს მშვიდად იცხოვროს და ემსახუროს საქმეს და არა შეეწიროს”!
12. გამუდმებული წუწუნი და უკმაყოფილო სახე – არ მოგბეზრდა? ჩვენ კი;
13. სიტყვა “არ შემიძლია, არ ვიცი” – გაიგე, გაერკვიე,ისწავლე. შენ გაქვს ნახევარი კილოგრამი ტვინი და ისწავლე მისი გამოყენება;

გადი გარეთ გაისეირნე, ამოისუნთქე ღრმად, აი თავისუფლების სურნელი… მოგივიდა უკვე? ხოდა გაანიავე ტვინი და შეხვდი ახალ წელს ნაგვის გარეშე!

გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ მაკულატურისგან გათავისუფლებას!

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

როგორ უნდა გახდეთ ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი – 10 რჩევა კიმ კიიოსაკისგან

ყველა ადამიანი ბუნებით უნიკალურია, მაგრამ ის, რაც ერთს გამოუვიდა, სრულიად მიღწევადია სხვისთვისაც. კიმ კიიოსაკი ახლა ფინანსურად დამოუკიდებელი ადამიანია, ის გახდა ინვესტორი. ეს რჩევები, რომლებიც კიმს მოჰყავს, არის მათთვის, ვინც მზადაა

მილიონერების 13 ჩვევა, რომლებმაც ყველაფერს თავისით მიაღწიეს

თომას კარლი ხუთი წლის მანძილზე 177 სელფ-მეიდ მილიონერის ჩვევას სწავლობდა. მან სპეციალური ტერმინიც კი მოიგონა — «მდიდრების ჩვევები», რომელთა გარეშე შვიდნიშნა შემოსავლის მიღებას ვერასოდეს ვერ შეძლებთ, მიუხედავად საკუთარ განსაკუთრებულობაში რწმენის

22 ჭეშმარიტება, რომლებიც დაგეხმარებათ გამოღვიძებაში

პრინციპში ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მხოლოდ ოცნებით არაფერი გამოვა, თუმცა, ზოგჯერ კარგი გამოფხიზლებაა საჭირო იმისათვის, რომ საკუთარი ოცნებების ასრულება დაიწყო. გთავაზობთ 22 მარტივ ჭეშმარიტებას, რომლებსაც შეგიძლიათ უწოდოთ თქვენი რეალობის კანონები

განვითარების 10 ძლიერი გაკვეთილი ნაპოლეონ ჰილისგან

1. წარმოსახვა ეს არის ძალა  «ყველა შესვენება, რომლებიც ცხოვრებაში გჭირდებათ, გაატარეთ თქვენს წარმოსახვასთან ერთად, ის არის თქვენი გონების სახელოსნო, რომელსაც შეუძლია თქვენი გონებრივი ენერგია აქციოს მიღწევად და სიმდიდრედ».  თქვენ არ

10 ყველაზე განხილვადი გამოსვლა TED-ზე

TED-ზე ჩატარდა ძალიან საინტერესო გამოსვლები, რომელთა ნახვის შემდეგ კომენტარებში ძალიან დიდი დისკუსია გაიმართა. ჩვენს მიერ შერჩეული გამოსვლებიდან თქვენ გაიგებთ თუ რატომ არ გვიყვარს ყალბი ნივთები, როგორ იბადება შესანიშნავი იდეები და

გენიალური იდეა, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს გადარჩენს

მძღოლებისთვის ცნობილია, რომ ავტობანზე სატვირთო მანქანების გადასწრება საკმაოდ სახიფათოა. ამ დროს თითქმის შეუძლებელია დაინახო რა ხდება წინ. იდეა, რომელიც გადაარჩენს მრავალ ადამიანს ეკუთვნის ლეო ბურნეტს ბუენოს აირესიდან, რომელიც გაშუქდა არგენტინაში, კოპანია”SAMSUNG”-ის ცენტრალური