in ,

მადლიერების საიდუმლო

სამყარო ჯერ კიდევ შეუცნობელი ენერგიაა,რომელიც გვაწვდის მის ნაწილს. აი რაში მდგომარეობს მთელი ჩვენი ცხოვრების საიდუმლო და არსი. ჩვენ გავცემთ ენერგიას,რათა მივიღოთ იგივე სამყაროსაგან.

წარმატების მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებთ.ყოველივე ეს, იწყება მიზნის დასახვიდან და სრულდება წარმატების მიღწევამდე.

მიზნის განსახორციელებლად, მრავალ მეთოდს მივმართავთ.ვწერთ,მუდმივად ვფიქრობთ ამ მიზნის შესახებ და ა.შ… მაგრამ ყველაზე მთავარი აღმოჩნდა მადლიერება.

ჩვენი სურვილების და მიზნების განხორციელება ხდება მაშინ, როდესაც სამყაროს ვუგზავნით მესიჯს ამის შესახებ.სამყაროც გვაჯილდოვებს და გვაძლევს ამ სურვილისა თუ მიზნის რეალურ სახეს. მთავარია ეს ყოველივე რეალური იყოს და ნამვილი გრძნობით გამოწვეული.

წარმატებულ ადამიანთა უმრავლესობა, თავიანთ სურვილებს ახლანდელ დროში წერენ, ახასიათებენ ყოველგვარ დეტალს და ბოლოს გამოხატავენ ბედნიერებას. შეიგრძნობენ ამ გრძნობას და სამყაროს მადლობას უხდიან მონიჭებული ბედნიერებისათვის.

შედეგი კი ყოველთვის გასაოცარია. ჩვენ ვიღებთ იმას, რაც ჩვენს სურვილებში შედის.

მეც სწორად ასე მოვიქეცი,როდესაც დამაინტერესა ამ საკითხის ჭეშმარიტებამ. ჩემი მიზანი დავწერე. განვიხილე სად როდის და როგორ მოხდებოდა ეს ყოველივე. დავწერე თუ როგორ განვითარდა მოვლენები. როგორ გამიხარდა მე ეს ყოველივე და ბოლოს უდიდესი მადლობა სამყაროს,რომ მე ასე დამაჯილდოვა.

შედეგი კი იმდენად ამაღელვებელი და საოცარი იყო,რომ თვითონაც კი ვერ დავიჯერე. მაგრამ ეს მართლა ასეა.

იყავით მადლიერები და სამყაროც გაჩუქებთ ყოველივე იმას,რაც თქვენ გსურთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს რა იქნება და თქვენ მიაღწევთ უდიდეს წარმატებას !

Report

What do you think?

ავტორი: Mariam Tsinadze

12 ყველაზე ლამაზი სანაპირო, სადაც დასასვენებლად წასვლა ნამდვილად ღირს

ჯეტ ლის ცხოვრების 5 წესი