ლონდონში მეტროში არსებულ ქარის ნაკადს ენერგიად გარდაქმნიან

ლონდონში არსებული სტარტაპი Moya  Power-ი  გვთავაზობს ენერგიის გენერირებას მეტროს მატარებლების მეშვეობით, რომლებიც მოძრაობის დროს  წარმოქმნიან ქარის ძლიერ ნაკადს.

პროექტის ავტორებმა შეიმუშავეს სპეციალური პანელების კონსტრუქცია, რომელიც აღჭურვილია ათასობით მოძრავი ფირფიტისგან, რაც მეტროში არსებული ცვალებადი ჰაერის მასების ენერგიად გარდაქმნას უზრუნველყოფს. სწორედ ეს იდეა ამოძრავებს სტარტაპის დამფუძნებელ შარლოტ სლინგსბის. ის დაიბადა კეიპტაუნში, სადაც ქარი ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა.

შარლოტის განცხადებით, მის რეგიონში უფრო დიდი ყურადღება ეთმობა ენერგიას ვიდრე ლონდონში. ამასთანავე ბრიტანეთის დედაქალაქში  განახლებადი ენერგისს ამ  წყაროს სათანადოდ არ აფასებენ. რა თქმა უნდა აქ არ არის იმ სიხშირის ქარი, როგორც სანაპირო ქალაქებში, ამიტომ მსგავსი ტიპის ტექნოლოგიები  შესაძლოა ეფექტური გამოდგეს.

სტარტაპმა უკვე  დაამონტაჟა  პანელების საცდელი ვერსია, რომელიც წარმოქმნის ელექტროენერგიას. თუ ,,მიწისქვეშა ქარები’’ London Crossrail  მარშრუტზე არ აჩვენებს მნიშვნელოვან შედეგს, მაშინ მათი ტესტირება მოხდება სხვა ადგილებში. მაგალითად არანაკლები პოტენციალი აქვს ცათამბჯენებს, სამრეწველო ზონებს ან სხვა ნებისმიერ ქარიან ქალაქებს.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

სიუხვე მიეცემათ მათ, ვინც მას თავად განკარგავს

დოკუმენტაცია, რომელიც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს პირადი განვითარებისთვის