1. წესი №1: არასოდეს არ დაკარგოთ ფული. წესი №2: არასოდეს არ დაივიწყოთ წესი №1. – უორენ ბაფეტი
2. თუ თქვენ სხვის აზრზე ხართ დამოკიდებული , თქვენ მკვდარი ხართ. – კარლოს სლიმ ელუ
3. მე უბრალოდ მომწონს, როცა მეუბნებიან, რომ რამეს ვერ გავაკეთებ. არაფერი სხვა არ მაყენებს ასეთ კარ მდგომარეობაში, რადგან მთელი ცხოვრება ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ ვერ შევძლებდი რაიმეს გაკეთებას. – ტედ ტერნერი
4. თუ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ფულის დათვლა, მაშინ თქვენ არ გაქვთ მილიარდი დოლარი. – პოლ გეტი
5. ადამიანი მხოლოდ მაშინ არ უშვებს შეცდომებს, როცა სძინავს. – ინგრავ კამპარდი
6. ჩვენ მივდივართ იქეთ, სადაც ადრე არავინ ყოფილა. არ არსებობს მისაბაძი მოდელი, არაფერია გადმოსაკოპირებელი. სწორედ ამიტომ არის ეს ყველაფერი ასეთი მომხიბლავი. – რიჩარდ ბრენსონი
7. თქვენ ხდებით ის, რისიც გჯერათ. თქვენი არსებული მდგომარეობა ეფუძნება ზუსტად იმას, რისიც გჯეროდათ მანამდე – ოპრა უინფრი.
8. თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ ჰკითხოთ კლიენტებს რა სჭირდებათ, რადგან იმ მომენტისთვის, სანამ ამას გააკეთებთ, მათ უკვე ახალი რამ ენდომებათ. – სტივ ჯობსი
9. ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ, ეს არის ჩვენი საიდუმლო. – სემ უოლტონი
10. ბიზნესის მთელი საიდუმლო იმაშია, რომ იცოდე რაღაც ისეთი, რაც არავინ არ იცის. – არისტოტელე ონასისი
11. რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას რას ლაპარაკობდნენ სხვები. მე უბრალოდ ვუყურებდი რას აკეთებდნენ ისინი. – ენდრიუ კარნეგი