კრიზისის 9 დადებითი შედეგი

კრიზისის 9 დადებითი შედეგი

ადამიანების ცნობიერებაში სიტყვა «კრიზისი», როგორც წესი, იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას. ის დაკავშირებულია მოუწესრიგებლობასთან, გაურკვევლობასა და უპერსპექტივობასთან. სინამდვლიეში კი ეშმაკი ასეთი საშიში ნამდვილად არ არის, როგორადაც აღწერენ. არსებობს ისტორიის ობიექტური კანონები. მათ თანახმად, ნებისმიერ კრიზისს აქვს დადებითი შედეგები. რაც უფრო სერიოზულია ის, მით უფრო დადებითია მისი შედეგი. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ცვლილებებს დაველოდოთ და კრიზისიდან მხოლოდ კარგი ავიღოთ.

1. ფულის გონივრულად მართვა
კრიზისი გვასწავლის ფულის გონივრულად მართვას. სჯობს ფული სისულელეებზე არ დაიხარჯოს და მართლა საჭიროებისამებრ გადავდოთ.

2. შემოქმედებითი განვითარების საბაბი
ნამდვილი სიყვარულისთვის კრიზისი პრობლმას არ წარმოადგენს. ფინანსური პრობელემები რომანტიკაზე უარის თქმის საბაბი არ არის. სოციოლოგები აცხადებენ, რომ კრიზისულ პერიოდში, როგორც ქალები, ისე კაცები, უფრო გამომგონებლები ხდებიან და საჩუქრების შერჩევას თუ პაემანს შემოქმედებითად უდგებიან. რომანტიკული სურპრიზები ყოველთვის ხარჯიანი არ არის. ასევე ადამიანებს ეცვლებათ პრიორიტეტები.
ოქროს ბეჭედი სიხარულს გამოიწვევს დროებითად, მაგრამ ის ვერ შეძლებს რთული დღის შემდეგ დამშვიდებას, ვერ მოგეხვევათ და ვერ გაკოცებთ.

3. ახალი ჰორიზონტების გახსნა
ფინანსური კრიზისი გავლენას ახდენს საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობაზე. მაგრამ, იმავდროულად შესაძლებელია საკუთარი ქვეყნის ახალი ადგილების გაცნობა, რომლებიც არანაკლებ ლამაზია. ფულის დაზოგვა ბილეთების წინასწარი დაჯავშნით ან ფასდაკლებებზეც შეიძლება.

4. ახალი, უფრო საინტერესო სამუშაო
კრიზისის დროს პრაქტიკულად არავინ არ არის დაზღვეული სამსახურის დაკარგვისგან. თუ ეს მოხდება, არ ღირს დეპრესიაში ჩავარდნა. ამის წყალობით, თქვენ შეიძლება იპოვოთ უფრო კარგი სამსახური, სწორედ ის, რასაც ეძებდი. გახსოვდეთ, მუშაობას მხოლოდ ფული მოაქვს, ხოლო მოწოდებას წარმატება.

5. აისრულეთ ოცნება
კრიზისი – საუკეთესო პერიოდია ოცნებების ასასრულებლად. ბევრი ჩვენგანი ფიქრობს ყველაფერი დატოვოს და სადმე შორს წავიდეს. გაყიდოს თავისი ბინა ცენტრში და საცხოვრებლად ტაილანდში გადაბარგდეს, რომ იქ თავისი საყვარელი საქმე აკეთოს. პრინციპში რატომაც არა?

6. ხელნაკეთი (Handmade)
ბევრი ადამიანი უკვე დიდი ხანია აღარ ყიდულობს ძვირფას ავეჯს, ნოხებს და სახლის აქსესუარებს. გაცილებით აქტიუალურია ხელნაკეთი ნივთები. პირველ რიგში ეს ორიგინალურია, მეოერე – მოდურია, მესამე – დროის დახარჯვის საუკთესო საშუალებაა.

7. ურთიერთდახმარება
საიტებზე ბევრგან შეხვდებით მანიკურის, უცხო ენების და სხვა უფასო შესწავლის შეთავაზებებს. მოქალაქეები ცდილობენ დაეხმარონ ერთმანეთს რთულ პერიოდში. ამ შემთხვევაში სიფრთხილეც საჭიროა, მაგრამ ცდით რატომაც არ უნდა სცადოთ? ასეთ დროს ვიღაცას უნდა კეთილი საქმით მეგობრების შეძენა, ვიღაცა კი უფასო სწავლებით ნიჭიერ თანამშრომლებს ეძებს.

8. ავტომობილები
შემჩნეული გაქვთ, რომ უცხოეთში საცოებები საკმაოდ შემცირებულია? ეს იმიტომ, რომ მანქანების რაოდენობა შემცირდა და ადამიანებმა უპირატესობა ველოსიპედით გადაადგილებას მიანიჭეს. სამსახურში ასეთი ტრანსპორტით ყველა ვერ ივლის, მაგრამ სხვა შემთხვევაში ის ნამდვილად გამოდგება. ეკოლოგიურია და ეკონომიური.

9. კვების პროდუქტები
კრიზისი საშუალებას გვაძლევს კვების ახალი პროდუქტების გავსინჯოთ და აღმოვაჩინოთ არანაკლებ საინტერესო და გემრიელი კერძები. ასევე მხარი დავუჭიროთ სამამულო წარმოებას. კრიზისის დროს ყველა იწყებს უფრო ხელმისაწვდომი და ახალი რეცეპტების ძიებას, მარტივად მოსამზადებელს, რაც არანაკლებ მრავალფეროვანს ხდის ჩვენს რაციონს.
ყველაფერში პოზიტიური მხარის დანახვაა საჭირო და ვერანაირი კრიზისი ვეღარ შეგაშინებთ. ბედნიერება გარემო პირობებზე არაა დამოკიდებული, ის ჩვენშია. გიხაროდეთ ყოველი ახალი დღე, დაკავდით თვითგანვითარებით და სამყაროს შეხედეთ უფრო ფართოდ.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1578 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ფულის გონივრულად ხარჯვამ შესაძლოა უფრო გაგაბედნიეროთ, ვიდრე დანაზოგმა

ფულის ხარჯვამ თქვენი ცხოვრება შესაძლოა უფრო ბედნიერი გახადოს – თუ გავითვალისწინებთ ადამიანის ყველა ბიოლოგიურ, ფიზიოლოგიურ და ემოციურ მოთხოვნებს, შესაძლებელია სრულიად წარმატებული ცხოვრების მოწყობა იმ საგნებით, რომელთა შეძენა მხოლოდ ფულით არის

ნუღარ დაუწყებთ ძებნას ბედნიერების გასაღებს

საკუთარი ჩრდილიც კი გვტოვებს სიბნელეში, მაგრამ ჩვენ, გზა უნდა განვაგრძოთ მაინც… ადამიანები მოვლენ ან წავლენ, მაგრამ საუკეთესოები რჩებიან მუდამ! არ დაიჯეროთ, რომ შემთხვევით ვართ იქ, სადაც ვართ დღეს, ან მათთან,

როგორ შეიძლება 2017 წელს დაეხმაროს თქვენს ბიზნესს Google-ის გამოცდილებამ

რატომ არის Google-ი ლეგენდა პროდუქტიულობასა და კრეატიულობაში? მაგია არაფერ შუაშია! Google-ის “ევანგელისტი” გოპი კალაილი ასახელებს კომპანიის ინოვაციის ცხრა ძირითად პრინციპს: 1. ინოვაცია იბადება ყველგან ის შეიძლება სწრაფად გაჩნდეს, ნებისმიერ ადგილას

სტივ ჯობსის 20 შთამაგონებელი ციტატა პერფექციონისტებისთვის

ადამიანი, რომელიც იდგა პერსონალური კომპიუტერების აღმოცენების ერის დასაწყისთან, კომპანია Apple-ის დამფუძნებელი, სტუდია Pixar-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი — სტივ ჯობსი ტექნოლოგიებში აფასებდა სილამაზეს და მოხერხებულობას. მან სრულყოფილება ცხოვრების ძირითად პრინციპად აქცია. B2P.GE-მ შეაგროვა

როგორ მოქმედებენ სელებრითები მოდაზე

H&M-ის 2016 წლის საგაზაფხულო კოლექციის მთავარი გმირი ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი გახლავთ.

უნდა გავუზიაროთ თუ არა ჩვენი იდეები სხვებს?!

დილით  როდესაც ფინჯანი ყავა გავიმზადე და მორიგი პოსტის დასაწერად მოვემზადე, აივანზე გავიტანე ლეპტოპი და  როდესაც, კიდევ ერთხელ მოვავლე მწვანე მთებში ჩაძირულ ლურჯ ტბას თვალი, შთაგონებით ავივსე. ჩვენ როდესაც ახალი იდეებით