კრიზისი და კატასტროფები ჩვენს საუკეთესო მხარეს წარმოაჩენს

კრიზისი და კატასტროფები ჩვენს საუკეთესო მხარეს წარმოაჩენს

კატასტროფები და კრიზისი ჩვენს საუკეთესო მხარეს წარმოაჩენს. ეს უბრალო ფაქტი დადასტურებულია უფრო მეტრი მყარი მტკიცებულებით, ვიდრე ნებისმიერი სხვა სამეცნიერო მოსაზრება, მაგრამ ჩვენ ამას ხშირად ვივიწყებთ. ახლა ისე როგორც არასდროს, შუა პანდეემიის დროს,მნიშვნელოვანია ამის გახსენება.

რა თქნა უნდა, ახალი ამბები სავსეა ცინიკური ისტორიებით და კომენტარებით. ისტორია შეიარაღებულ ადამიანებზე, რომლებაც ტუალეტის ქაღალდი მოიპარეს ჰონგ-კონგში, ან ამბავი ავსტრალიელ ქალებზე, რომლებმაც დაიწყეს ხელჩართული ბრძოლა სუპერმარკეტში.

ასეთ მომენტებში, ადვილია დავასკვნათ, რომ ადამიანთა უმეტესობა არის ეგოისტი.
მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.ყველა ანტისოციალური ადამიანის გარდა, არსებობს ათასობით ექიმი, დამლაგებელი და ექთანი, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ.უამრავი ადამიანი აკეთებს ყველაფერს რაც შეუძლიათ, რათა ვირუსის შემდგომი გავრცელება არ მოხდეს.ჩვენ ვნახეთ არაფერთი ფაქტი, თუ როგორ დაახლოვა კრიზისმა ადამიანები ერთმანეთს მთელს მსოფლიოში.

სიენასა და ნეაპოლში ადამიანები ერთად მღერიან საკუთარი სახლის აივნებიდან. იტალიაში ბავშვები ქუჩაში და კედლებზე წერენ andrà tutto bin ,,ყველაფერი კარგად იქნება”, ხოლო უამრავი მეზობელი ერთანეთს ეხმარება. ერთ-ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა განაცხადა: ,,მოსახლეობაში პანიკის შემდეგ, ახლა სოლიდარობის დრო დადგა. ჩემს დასახლებაში არის მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც 65 წელს გადაცილებულ მოხუცებულებს პროდუქტებით ამარაგებენ”.

სიტყვები “andrà tutto bin” – ყველაფერი კარგად იქნება – პირველად გამოიყენა პუგლიის პროვინციაში მცხოვრებმა რამდენიმე დედამ, რომლებაც ეს სლოგანი გამოაქვეყნეს facebook-ზე. იქიდან კი გავრცელდა მთელს ქვეყანაში. კორონავირუსი არ არის ერთადერთი რაც გადამდებია – სიკეთე, იმედი და ქველმოქმედებაც გადამდებია.

კატასტროფა სოლიდარობის ზრდას იწვევს

სოლიდარობის ზრდა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, გასაკვირი არ არის სოციოლოგების უმეტესობისთვის. არსებული ვითარება აშკარად გავს ადამიანის რეაგირებას სტიქიურ კატასტროფებზე, რომელიც ფართოდ არის შესწავლილი ათწლეულების განმავლობაში. ბუნებრივი კატასტროფის დროს მიღებულ სიახლეებში, თითქმის ყოველთვის დომინირებს ძარცვისა და ძალადობის ისტორიები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამგვარი ისტორიები დამყარებულია ჭორებაზე, რომლებიც სპეკულაციებად იქცევა. 1963 წლიდან დღემდე, დელავერის უნივერსიტეტის კატასტროფების კვლევის ცენტრმა ჩაატარა 700-მდე საველე გამოკვლევა წყალდიდობის და მიწისძვრის შესახებ, ხოლო ჩატარებულმა კვლევებმა ყოველ ჯერზე ერთი და იგივე შედეგები აჩვენა: ადამიანების უმეტესი ნაწილი მშვიდად რჩება და ერთმანეთს ეხმარება.”როგორიც არ უნდა იყოს მარადიორობის დონე, ადამიანი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფართო ალტრუიზმს, რაც იწვევს საქონლისა და მომსახურების უფასო მიცემასა და გაზიარებას ”- ამბობს ერთი-ერთი სოციოლოგი.

რა თქმა უნდა, პანიკის დროს შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა დაიწყოს ყაჩაღობა. მაგრამ ბრიტანელი სოციოლოგი აღნიშნავს: ,, გაცილებით სავარაუდოა, რომ ვნახოთ პროსოციალური ქცევა, სხვადასხვა ტიპის კატასტროფების და ექსტრემალური მოვლენების დრო”.

ეს ჭეშმარიტება საუკუნეების განმავლობაში ბრუნდება.თვითმხილველთა ცნობით, როდესაც ტიტანიკი იძირებოდა ,, არ იყო პანიკის ან ისტერიის ნიშნები,ხალხი არ ტიროდა და არ დარბოდა წინ და უკან”.
როდესაც 2001 წლის 11 სექტემბერს ,,ტყუპები” დაიწვა, ათასობით ადამიანი მოთმინებით ჩადიოდა კიბეზე. ხალხი ნამდვილად ეუბნებოდა ერთმანეთს ,, არა, არა ჯერ თქვენ, ” მოგვიანებით იხსენებს ერთ-ერთი გადარჩენილი. ,,ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთ დროს ადამიანები ერთმანეთს მართლა სთხოვდნენ რომ მათი ადგილი დაეკავათ, ეს უცნაური იყო.”

ადამიანის ბუნების შესახებ ჩვენი ვარაუდების გადახედვა

თვითმხილველების ამ ისტორიების დაჯერება შეიძლება რთული იყოს. ეს კი ძირითადად განპირობებულია ადამიანის ბუნების ცინიკური ხასიათით, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მთავარ ადგილს იკავებდა.

,,საქმე იმაშია ქალბატონებო და ბატონებო, რომ სიხარბე, უკეთესი სიტყვის არარსებობის გამო, კარგია…სიხარბე განმარტავს, წყვეტს და ასახავს ევოლუციური სულის არსს” ამბობს გორდონ გეკო ფილმ ,,Wall Street” -ის მთავარი პერსონაჟი.

წლების განმავლობაში პოლიტიკოსებმა შექმნეს უამრავი კანონი, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანების უმეტესობა არ არის კარგი.ჩვენ ვიცით ამ პოლიტიკის შედეგები: უთანასწორობა, მარტოობა და უნდობლობა.

ამის მიუხედავად, ბოლო 20 წლის განმავლობაში მოხდა რაღაც უჩვეულო. მეცნიერებმა მთელს მსოფლიოში, რომლებიც მუშაობდნენ სხვადასხვა სფეროში, მიიღეს უფრო იმედიანი შეხედულება ადამიანის ბუნების შესახებ. ჰოლანდიელი ზოოლოგი და ქცევითი ბიოლოგი ფრანს დე ვაალი წერს:,, ადამიანი, მიუხედავად მკვლელობათა და უთანხმოებათა ათასწლოვანი ისტორიისა, არის საკმარისად მშვიდობიანი და პოზიტიური არსება. უბრალოდ ჩვენ მივეჩვიეთ ყურადღების კონცენტრაციას უარყოფით ადამიანურ გამოვლინებებზე და ადამიანის ეს ცალმხრივი სახე ჩვენს მეხსიერებაში რჩება როგორც რეალური.

დავშორდეთ ერთმანეთს, რათა შევძლოთ უფრო თბილად ჩახუტება

ჩვენ ვხედავთ, თანდათანობით როგორ იზრდება სოლიდარობა ადამიანებში.არ ვიცი, რას ხედავთ თქვენ, ”- თქვა ჰოლანდიელმა ფსიქიატრმა და დედამ, – მაგრამ მე ვხედავ ხალხს, ვისაც სურს დახმარება.ისინი ამას სხვადასხვა გზით აკეთებენ, ოფიციალური რეკომენდაციების დაცვით ან სხვისთვის სურსათის ყიდვით.

რთულია კონტაქტის შეზღუდვა,მაგრამ ახლა უნდა დავიცვათ დისტანცია, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც თქვა იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ თქვა: ,,მოდით, დავშორდეთ ერთმანეთს დღეს, რათა უფრო თბილად ჩავეხუტოთ ხვალ”.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

როგორ დავზოგოთ კვების პროდუქტებზე?

საშუალოსტატისტიკური ოჯახის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი სუპერმარკეტებში, ბაზრობებზე და სასურსათო მაღაზიებში რჩება. გინდათ ისწავლოთ როგორ გამოხვიდეთ მაღაზიიდან ისე, რომ საფულე სულ ცარიელი არ გქონდეთ? როგორ შეძლოთ პროდუქტებზე დაზოგვა ისე, რომ სრულფასოვანი

ქალაქი, სადაც ყველა მუშაობს, პოლიცი არ არის და ხელფასი 1200 ევროა!

ესპანეთის ამ ქალაქში არ არის პოლიცია, დანაშაული და უმუშევრობა. აქ სულ რამოდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომლებმაც შეძლეს აეშენებინათ საკუთარი სოციალ-დემოკრატიული უტოპია. საუბარია ქალაქ მარინალედაზე, რომელიც მდებარეობს ესპანეთის სამხრეთში, ანდალუზიის პროვინციაში.

მომართეთ ფოკუსი პოზიტივზე და ბედნერებაზე, თქვენ ეს შეგიძლიათ!

წარუმატებლობა არის და ყოველთვის იქნება ცხოვრებაში, თუმცა საინტერესოა ადამიანების ორი სახე, რომელიც სრულიად განსხვავებულად უყურებენ ცხოვრებაში ყველაფერს. მე მათზე მოგითხრობთ….. პირველი — რომლებიც წარუმატებლობას უყურებენ ძალიან სერიოზულად და პრობლემად. მეორე

10 მიზეზი, რომელთა გამო ვერასოდეს გამდიდრდებით

როცა ამ სტატიის კითხვას დაიწყებთ, ალბათ იფიქრებთ, რომ ეს თქვენ არ გეხებათ. შესაძლოა, თქვენ ფინანსურად წარმატებული ხართ. მაგრამ ეს თქვენი დამსახურებით მოხდა? დარწმუნებული ხართ, რომ არც ერთი ქვემოთ მოყვანილი მიზეზი

ორი მოხუცი ქალბატონი და Lamborghini-ს ბოლო მოდელი

Donut Media-მ ორ მოხუც ქალბატონებს მისცა ავტომობილ Lamborghini-ს გასაღები. ვნახოთ რა გამოვიდა აქედან…

სად არ ღირს დასვენება 2017 წელს და რით შეიძლება ჩანაცვლება

თითოეული ჩვენგანისთვის არსებობს კარგი მოგზაურობის განსაკუთრებული კრიტერიუმები. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მხიარული კამპანია, ვიღაცისთვის კომფორტაბელური სატუმროს ნომერი. თუმცა არსებობს საერთო ფაქტორებიც, რომლებსაც შეუძლიათ გააფუჭონ ნებისმიერი მოგზაურობა. GoodTravel.GE – წარმოგიდგენთ იმ