კრიტიკული, ანუ ჯანსაღი აზროვნება

კრიტიკული, ანუ ჯანსაღი აზროვნება

თანამედროვე სამყაროში გაჩაღებულია ინფორმაციული ომი – ბრძოლა ჩვენი ტვინებისთვის. ამ შეტაკებაში მონაწილეობას იღებს ათასობით დაჯგუფება, თითოეული მათგანი საკუთარ პოზიციას იცავს. ასეთ პირობებში, ვალდებულნი ვართ გავარჩიოთ სიცრუე და რეალობა, მეგობრის კეთილი ზრახვა და მტრის ცბიერება.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ექიმები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ მოწევა სასარგებლოა. ეწეოდა ყველა: ექიმი, ავადმყოფი და ჯანმრთელი. ბოლოს გაირკვა, რომ ამ განცხადებების სანაცვლოდ, თამბაქოს ინდუსტრია დიდძალ თანხას იხდიდა.

ინფორმაციულ ომში თქვენი ერთადერთი იარაღი კრიტიკული აზროვნებაა – ეს არის უნარი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ნებისმიერი იდეა გავშიფროთ და გულწრფელად ვთქვათ შეესაბამება თუ არა ის ჭეშმარიტებას, მიუხედავად იმისა, თუ რას ვფიქრობდით აქამდე. თუმცა არსებობს პრობლემა: სინამდვილეში არ გვინდა ვიცოდეთ სიმართლე, გვირჩევნია ვფიქრობდეთ, რომ არ ვცდებოდით, ერთმანეთში ავურიეთ კრიტიკული და კომფორტული აზროვნება.

კრიტიკული აზროვნებას აქვს თავისი პრინციპები:

1. ზურგი აქციეთ თქვენს საწყის პოზიციას. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ მხოლოდ მაშინ მივმართავთ კრიტიკულ აზროვნებას, როცა გვაწყობს, მაგალითად: ბავშვობაში გვითხრეს, რომ ტკბილეული და ძეხვეული პატარა ულუფებით არ არის ზიანის მომტანი, ჩვენც სიამოვნებით მივირთმევთ. შემდეგ ვიღაც არანორმალური გვიცხადებს, რომ ისინი ნებისმიერი რაოდენობით საზიანონი არიან. რა თქმა უნდა, ამ აზრს კრიტიკულად შევხედავთ იმიტომ, რომ უკვე გვაქვს ჩვენთვის კომფორტული პოზიცია. კრიტიკული აზროვნების ერთ-ერთი საფუძველია გულწრფელი ინტერესი.

2. შეაგროვეთ ინფორმაცია ყველა მხრიდან. მოიძიეთ ფაქტები, როგორც თქვენთვის სასიამოვნო, ასევე უსიამოვნო, კომფორტული და არაკომფორტული, რასაც მიეჩვიეთ და რაც ახალია.

3. შეიტანეთ ეჭვი ყველა ფაქტში. მანიპულატორები ხშირად მოქმედებენ ჩვენს გრძნობებზე და გვეუბნებიან იმას, რისი გაგონებაც გვსურს, ჩვენ კი გვიყვარს კარგის მოსმენა ჩვენს ცუდ ჩვევებზე.

4. შეაჯამეთ და გამოიტანეთ დასკვნა. აქამდე კი ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა არის შეცდომის ფასი? არსებობს გამოთქმა: „სულერთია რას გეუბნებიან, ეს ტყუილია. სულერთია რაზე გელაპარაკებიან, საუბარია ფულზე.“

მაშასადამე, იაზროვნეთ კრიტიკულად და არ დარჩეთ გასულელებულნი.

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნესის განვითარების 3 ეტაპი შესაბამისი სარეკლამო მიზნებით

ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა ეს იქნება პროდუქტის წარმოება თუ მომსახურების გაწევა, გადის განვითარების  სამ ეტაპს ,თითოეულ ეტაპს კი გააჩნია განსხვავებული  სარეკლამო მიზნები. 1.სტარტაპ ბიზნესი.ეტაპი, როდესაც თქვენ  ახალი შესული ხართ ბაზარზე და

€41 ევროიანი Airbnb-ს ფასდაკლება პირველ სამოგზაურო ჯავშანზე

ამ სტატიაში გვინდა გავუზიაროთ ჩვენ მკითხველებს სასარგებლო ინფორმაცია, თუ როგორ დავზოგოთ ფული მოგზაურობისას, Airbnb–ს დახმარებით. უფრო კონკრეტულად კი, €41 ევროიან ფასდაკლების შესახებ პირველ სამოგზაურო ჯავშანზე. როგორ მივიღოთ ეს ფასდაკლება პირველ ჯავშანზე

მადლიერების საიდუმლო

სამყარო ჯერ კიდევ შეუცნობელი ენერგიაა,რომელიც გვაწვდის მის ნაწილს. აი რაში მდგომარეობს მთელი ჩვენი ცხოვრების საიდუმლო და არსი. ჩვენ გავცემთ ენერგიას,რათა მივიღოთ იგივე სამყაროსაგან. წარმატების მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებთ.ყოველივე ეს, იწყება მიზნის დასახვიდან

როგორ გავატაროთ გაზაფხულის წვიმიანი დღე ნაყოფიერად

დღევანდელ სტატიას ჩემთვის უჩვეულო ადგილიდან ვწერ. შეიძლება გაგიკვირდეთ, რადგან ინტერნეტ კაფეების რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო ქალაქში, მაგრამ ვიცი დააფასებთ ჩემს  შრომისმოყვარეობას და როგორც იტყვიან გამომყვებით ინსტრაგამზე. რადგან ჩემი ლეპტოპი გაფუჭდა, მე

12 უნივერსალური ჭეშმარიტება, რომლებიც შეცვლიან თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ

1. ყველაფერი – აბსოლიტურად ყველაფერი – რისი მიღწევაც გსურთ, იწეყება ერთი აზრისგან… გამოყავით საკუთარი თავისთვის დრო, მიეცით უფლება საკუთარ თავს იოცნებოთ, რაიმე წარმოიდგინოთ. გვერდით გადადეთ რეალობის შეგრძნება და პრაგმატული ფიქრები

რატომ არ უნდა დავნებდეთ? !

თუ ჩვენი ჟურნალის ფეიჯზე შემოხვედი და ჩემს მორიგ სტატიას კითხულობ დარწმუნებული ვარ ბოლომდე ჩაიკითხავ ჩემს ნაწერს და მეგობრებსაც გაუზიარებ, რადგან დღევანდელი სტატიის თემა ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია. აქვე მინდა ჩვენს