in ,

კრის გარდნერი: „ბედნიერების დევნაში“

როცა ის დაიბადა მამამ ოჯახი მიატოვა, მამინაცვალი კი სასტიკი ადამიანი იყო. საყვარელი ბიძა, რომელიც მას ზრდიდა ტრაგიკულად დაიღუპა მდინარე მისისიპიში, დედა კი ამ დროს ციხეში იჯდა.

26 წლის ასაკში სამსახურიდან დაითხოვეს, რის შემდეგაც ცოლ-შვილმაც მიატოვა. ის დარჩა მარტო, ცარიელ ბინაში უფულოდ და ჩასაცმელის გარეშე, რადგან ყველაფერი ცოლმა წაიღო.

რამოდენიმე დღეში ციხეში მოხვდება ორი კვირით. დაუგროვდა ჯარიმა 1200 აშშ დოლარის ოდენობით.

გათავისუფლების შემდეგ, პირდაპირ ციხის ტანისამოსით მოეწყო სამაკლერო კომპანიაში თვეში 1000$-ის სანაცვლოდ. ამ თანხით ის ვერ შეძლებს დიდი ქალაქში ცხოვრებას. მალე ცოლი ბრუნდება და ბავშვს უტოვებს. იმ მომენტისთვის ის ცხოვრობდა ისეთ ბინაში, სადაც ბავშვის ყოლა შეუძლებელი იყო, ამიტომ ისინი უსახლკაროები გახდნენ მომდევნო წლების მანძილზე.

28 წლიდან მუშაობს მაკლერად, დღის მანძილზე დაახლოებით 200-მდე ზარს ახორციელებს, როცა ყველა დანარჩენი თანამშრომლის მიერ განხორციელებული ზარების რაოდენობა 30-ია. საღამოს ვაჟთან ერთად ღამის გასათევს ეძებს. მას ბევრჯერ უჩხუბია საბავშვო ბაღის კართან და საათობით მდგარა უსახლკაროთათვის განკუთვნილი სადილის რიგში. მამა-შვილს ეძინათ ოფისში, პარკში, სარდაფში, მაგრამ ყველაზე ხშირად მეტროს ტუალეტში ათენებდნენ ღამეს.

როცა 33 წლის გახდა, საკუთარი სამაკლერო კომპანია დააარსა, 10 000$-ის სასტარტო კაპიტალით. 47 წლისამ პირველი მილიონიანი გარიგება გააფორმა, რის შემდეგაც მისი კომპანია მსოფლიოს საუკეთესო ფიუჩერული კომპანია გახდა.

აქედან მოყოლებული მისი და მისი შვილის ცხოვრებაში ყველაფერი საკმაოდ წარმატებულად მიდის. მან ახალგაზრდობის ოცნება აისრულა და იყიდა წითელი ფერარი. ბევრს მოგზაურობს და ქველმოქმედებასაც ეწევა. აშენებს საცხოვრებელ სახლებს ხელმოკლეთათვის.

ამ ადამიანს ჰქვია კრის გარდნერი. 2006 წელს გამოვიდა მისი ბიოგრაფიული ფილმი „ბედნიერების დევნაში“, სადაც მთავარ როლს უილ სმიტი ასრულებს.

Report

What do you think?

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

Walt Disney Company-ის მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი: „Paperman“

16 მარტივი წესი ცხოვრებაში სწრაფი გარღვევისთვის (გააკარით კედელზე და გადახედეთ ზოგჯერ)