კოტეჯი ცაში, 22 წლის მესტიელი ნიკოლოზ ფალიანის ბიზნესი

კოტეჯი ცაში, 22 წლის მესტიელი ნიკოლოზ ფალიანის ბიზნესი

მესტიაში ქორულდის ტბებისკენ მიმავალ გზაზე დგას კოტეჯი,რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს მასპინძლობს ქართველ და უცხოელ ტურისტს. ხის ორსართულიანი კოტეჯი „ქლაუდბეის“ განსაკუთრებული სახელწოდების გამო, მაშინათვე იპყრობს ტურისტების ყურადღებას, როდესაც ინტერნეტის საშუალებით ეძებენ ადგილს, სადაც შეძლებენ გაუკვალავ თოვლში თხილამურებით სრიალის შემდეგ დასვენებას და ბუნების პეიზაჟებით ტკბობას.კოტეჯი სვანური ღუმელით თბება.
ღუმელზე დუღს ჩაიდანი. ტურისტები მეტალის ჭიქით მიირთმევენ ჩაის, საუბრობენ და შთაბეჭდილებებს უზიარებენ ერთმანეთს. გარეთ ტემპერატურა -10 გრადუსია. თოვს. გარემო მართლაც შთამბეჭდავი და ჯადოსნურია. კოტეჯის მფლობელი 22 წლის ნიკოლოზ ფალიანია, რომელთანაც ინტერვიუს ჩაწერა უამინდობის გამო გართულდა. მესტიაში დიდი თოვლი მოვიდა, გაითიშა ელექტოენერგია და რესპოდენტთან დაკავშირება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

„თუ ფიქრობთ, რომ სვანეთში ნამყოფი ხართ და ეს კოტეჯი არ გინახავთ, დაისს არ შეხვედრილხართ და არ განგიცდიათ სრული ჰარმონია ბუნებასთან, აუცილებლად უნდა გამოსცადოთ ეს ჯადოსნობა.“ წერს ფეისბუქის მომხმარებელი ზემოთ აღნიშნული გვერდის რევიუში და ჩნდება კიდევაც კოტეჯის მონახულების დაუოკებელი სურვილი.

1. ბატონო ნიკო გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ. კონკრეტულად რა ტიპის მომსახურეობას სთავაზობთ მომხმარებელს.

„ქლაუდბეისი“ სტუმრებს გარდა იმისა, რომ სთავაზობს დაუვიწყარ და სასიამოვნო გარემოში დროის გატარებას, ასევე ვთავაზობთ სხვადასხვა სათავგადასავლო ტურებს, როგორიცაა : გაუკვალავ თოვლში სრიალი, ველო ტურები, ცხენით ჯირითი, საფეხმავლო ტურები და პარაპლანით ფრენა.

2.როგორ დაიბადა ამ ტიპის ბიზნესის კეთების იდეა.როგორც ვიცი მთაში ბიზნეს საქმიანობის დაწყება,რთული თუმცა სასიამოვნო პროცესია.

იდეა როგორც ასეთი დიდი ხნის წინ დაიბადა, ძალიან ბევრ ადამიანს სურს რომ მთაში პატარა ხის კოტეჯი ჰქონდეს ან უბრალოდ რომ შეძლოს მსგავს ადგილას მოხვდეს და ეს ოცნება ნაწილობრივ აიხდინოს. მე პირველ რიგში ჩემი დიდი ოცნება ავისრულე და შემდეგ სხვა ადამიანების. რა თქმა უნდა მთელი ეს პროცესი იყო ურთულესი, მაგრამ ეს მე შევძელი და უკვე ვამაყობ ამ ყველაფრით.

3. სახელი „ქლაუდბეის“ ნამდვილად შთამბეჭდავია, როგორია სახელის წარმოშობის ისტორია?

სახელზე პროექტის დაწყებიდანვე ვფიქრობდით, სხვადასხვა ვარიანტები გვქონდა მაგრამ ვერ ვჯერდებოდით, ერთ დღეს მშენებლობის პროცესში კოტეჯთან ახლოს კარავში გავათენეთ ღამე მე და ჩემმა უცხოელმა მეგობარმა, ღამით წვიმდა და დილით საოცარი სურათი დაგვხვდა, მთელი სამყარო ჩვენს ირგვლივ და ქვემოთ ყველაფერი ღრუბლებში იყო გახვეული და გარშემო მწვერვალები ჩანდა, ამ დროს ჩემმა მეგობარმა წამოიძახა: “that’s a real cloud base” ზუსტად ამ მომენტში გადაწყდა თუ რა სახელი ექნებოდა კოტეჯს.

4. სტურმობენ თუ არა კოტეჯს ცნობილი ადამიანები?

როგორც იცით კოტეჯის მშენებლობა შემოდგომის მიწურულს დასრულდა და დასრულებიდან ორ დღეში ჩამოგვითოვა, ასე რომ ამჟამად ძირითადად უცხოელი მომხმარებელი გვყავს რომელსაც გაუკვალავ თოვლში სრიალი იზიდავთ, ზაფხულიდან კი აქტიურად იქნება დატვირთული ქართველი ცნობილი თუ უცნობი ადამიანებით.

5. რას გვირჩევთ კოტეჯს მეტი ემოციების და შთაბეჭდილებებისთვის წელიწადის რომელ სეზონზე უნდა ვესტუმროთ.

ნებისმიერ სეზონს აქვს საკუთარი ხიბლი რომელსაც ერთმანეთისგან ვერ განასხვავებ და ძნელია უკეთესი თქვა, ეს ძირითადად დამოკიდებულია სტუმრის ინტერესზე თუ რა სახის თავგადასავალი იზიდავთ, მე როგორც ზამთრის დიდი მოყვარული მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ რომ გვიანი შემოდგომა ულამაზესია.

6. და ბოლოს რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კრეატიული ბიზნეს იდეები – როგორ მიაღწიონ წარმატებას და გახდნენ შეუცვლელები თავიანთ საქმიანობაში?

ყველა ადამიანს, რომელსაც აქვს ბიზნეს იდეა ან რაიმე კონკრეტული მიზანი ცხოვრებაში, ვურჩევდი არანაირი რესურსი და ძალისხმევა არ დაიშუროს მის განსახორციელებლად და აუცილებლად ყველაფერი გამოვა იდეალურზე უფრო იდეალურად.

ასე რომ თუკი გადაწყვეტთ დამღლელი კვირის შემდეგ განიტვირთოთ, მოინახულეთ ადგილი რომელიც მოწყვეტილია სამყაროს,ისრიალეთ გაუკვალავ თოვლში და დღის ბოლოს ესტუმრეთ კოტეჯს, რომელიც ვარსკვლავებით მოჭედილ ცასთან მიგიყვანთ.

ესაუბრა დადუნა ნადარაია
მომზადებულია სპეციალურად B2P.GE-სთვის

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

10 რჩევა ფინანსური წარმატების მისაღწევად

1. გადაწყვიტეთ საკუთარ თავთან, რომ იყოთ მატერიალურად წარმატებული ადამიანი. ეს მკვეთრად განსხვავებული მდგომარეობაა, იმისგან, რასაც გამდიდრებაზე ოცნება ან გამდიდრების სურვილი ჰქვია. შექმენით ისეთი მდგომარეობა, თითქოს ეს უკვე მოხდა. ფინანსური დამოუკიდებლობა

წყალბადზე მომუშავე პირველი ჩინური ავტომობილი GROVE, რომლის სვლის სიშორე 1000კმ-ია

კომპანია Grove Hydrogen Automotive-მა პირველად წყალბადის ძრავზე მომუშავე ახალი, ძვირადღირებული ავტომობილი  წარადგინა ვუჰანში  გამართულ პრეზენტაციაზე. ახლად შექმნილი ბრენდი Grove-ი არის ერთადერთი კომპანია ჩინეთში, რომელიც დაკავებულია ელექტრომობილების სერიული წარმოებით. 2025 წლისთვის

მნიშვნელოვანი სიტყვები უთქმელი არ უნდა დარჩეს…

გასულ წელს, უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე ერთ-ერთმა პროფესორმა სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა ასეთი რამ:  ‘’გამოხატეთ მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ოთხი წლის მანძილზე რაღაც კარგი გასწავლათ, დაგეხმარათ და სულ მცირე წვლილი

ბედნიერი ადამიანის 7 საიდუმლო

1.ნუ განიცდით იმას, რასაც თქვენზე ფიქრობენ გარშემომყოფები. (თავისუფლების საიდუმლო) 2. თქვენი ნებისმიერი ფიქრი უეჭველად განხორციელდება. (რეალობის საიდუმლო) 3. შეიყვარეთ და მიიღეთ თქვენი სხეული. (სილამაზის საიდუმლო) 4. ნუ განიკითხავთ და ნუ

11 გასათვალისწინებელი დეტალი, დამწყები და წარმატებული მენეჯერებისთვის

წარმატება დეტალებში და მიღებულ შედეგებშია. წარმატებული ადამიანები კი ყოველთვის დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულნი არიან. ამ სტატიაში გაგიზიარებთ რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც დამწყებმა და წარმატებულმა მენეჯერები ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ:

10 ფრაზა, რომელსაც ჭკვიანი ადამიანები არასოდეს ამბობენ

მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებმა იციან, რომ ამ ფრაზებს აქვთ განსაკუთრებული ძალა, – მათ შეიძლება მცდარი წარმოდგენა შეუქმნას გარშემომყოფებს თქვენს მიმართ. ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ ფრაზებს, რომლებიც არასოდეს არ უნდა