in , ,

კიანუ რივზი: «ვერ გავხდები ასეთი სამყაროს ნაწილი!»

,,არ შემიძლია იმ სამყაროს მიღება, რომელშიც მამაკაცი ცოლს ისე აცმევს, რომ ყველასათვის დასანახი ხდება ის, რაც დაფარული, ინტიმური უნდა იყოს. სადაც ღირსება და თავმოყვარეობა – უცნაური სიტყვებია დაკარგული აზრით, ვიღაცის დაპირებების იმედი კი საერთოდ არ გაქვს.

სამყაროსი, სადაც ქალი უარს ამბობს შვილებზე, მამაკაცი კი ოჯახურ უღელზე. სადაც მცირეწლოვანები ითვლებიან წარმატებულ ადამიანებად, როცა მამის ავტომანქანის საჭეს მიუსხდებიან, ხოლო ის, ვინც ოდნავი ძალაუფლება მიიღო სერიოზულ სახეს იღებს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ სხვები არიან საცოდავები და საზიზღრები.

სამყაროსი, სადაც ადამიანები ამბობენ, რომ ღმერთის სწამთ და ამ დროს ხელში არყიანი ჭიქა უჭირავთ და არ გააჩნიათ არათუ მცირედი ცოდნა მაინც, არამედ საკუთარი რელიგიის გაგებაც კი. სადაც ეჭვიანობა სირცხვილია, ხოლო მოკრძალება – საშინელი ნაკლია. სამყაროსი, სადაც ადამიანებმა არ იციან სიყვარული, მაგრამ ეძებენ საუკეთესო პარტნიორს.

სამყაროსი, რომელშიც ყველა ძვირადღირებულ ავტომანქანებს ყიდულობენ, რათა შენიღბონ საკუთარი უსუსურობა, სადაც ახალგაზრდები ფულს ხარჯავენ პოპულარულ თავყრილობებზე, ცეკვავენ პრიმიტიულ მუსიკაზე, ხოლო გოგოებს ასეთები უყვარდებათ.

სამყაროსი, სადაც არ არის სხვაობა მამაკაცსა და ქალს შორის, ხოლო საზღვრების არარსებობა აიხსნება პირადი არჩევანის თავისუფლებით, ხოლო ვინც სხვა გზას ირჩევს «კონსერვატორებს» და «დესპოტებს» ეძახიან.

მე არ შემიძლია, მე არ გამომდის ასეთ სამყაროს ნაწილად ყოფნა. მე ჩემი გზა ავირჩიე. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ მივიღე მხარდაჭერა და გაგება მათგან, ვისგანაც ამას მოველოდი.”

Report

What do you think?

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ მილიონერივით: 7 რჩევა რომლებიც გასათვალისწინებელია

თქვენ არ დაიჯერებთ — ის 50 წლის არის!