კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა

კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას მისი თანაგუნდელები და მეგობრები სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების დამაარსებელი კახა ბენდურიძე ლონდონში, ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა. მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

კახა ბენდუქიძე 2004 წელს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იყო, ამავე წლის ბოლოს კი დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეფორმების კოორდინაციის საკითხებში. 2008-2009 წლებში ის საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე იკავებდა.

ბენდუქიძის მიერ დაფუნებულმა ცოდნის ფონდმა, რომელიც 2007 წელს შეიქმნა, საქართველოში უმაღლესი განათლების სფეროში 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ჩადო. ის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. მისი დაფუძნებული იყო “ნიუტონის თავისუფალი სკოლაც”.

2014 წლის სექტემბრიდან უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რეფორმების ეროვნული საბჭოს ჩამოყალიბება დაიწყო. რეფორმების ეროვნული საბჭო რეფორმების კოორდინაციისთვის შეიქმნა და მას უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში შედიან უკრაინის პრემიერ-მინისტრი, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საკვანძო მინისტრები.

რეფორმების ეროვნული საბჭოს მრჩეველთა ჯგუფში მოწვეული იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცნობილი რეფორმატორები – ვალდას დომბროვსკისი (ლატვიის პრემიერ-მინისტრი 2009-2013 წელი), ლეშეკ ბალცეროვიჩი (პოლონეთის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი 1989-1991 წლებში, ეროვნული ბანკის თავმჯომარე 2001-2007 წლებში), ივან მიკლოში (სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრი 2004-2006 წლებში) და კახა ბენდუქიძე.

რეფორმების ეროვნული საბჭოს მთავარი ამოცანა 2020 წლამდე უკრაინის განვითარების სტრატეგიის შემუშავება იყო.

მარიამ გეგეჭკორი

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

10 მარკეტინგული ხერხი თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის

1. სტუმრის სტატუსით პოსტების გამოქვეყნება ცნობილ გამოცემებში თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო ბლოგის რედაქტორს მიწეროთ სტატიის ტექსტი და მოკლე აღწერა. თუ თქვენ კარგად ვერ წერთ, შეგიძლიათ სთხოვოთ ვინმეს, ვისაც ეხერხება. 2.

6 ისტორიული აღმოჩენა, რომლებიც დღემდე ამოუცნობია

კაცობრიობის ისტორია არაერთ ათასწლეულს ითვლის და მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი შეკითხვა, რომლებზეც მეცნიერებს პასუხები არ აქვთ. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტები სპეციალისტებს აიძულებენ ჩაიკარგონ ამოუცნობ საკითხებში, რომელთა არსებობის გამო ჭეშმარიტების ძიება

27 წლის გოგო გახდება პირველი ქალი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არის ნამყოფი

რთულია ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც ერთხელ მაინც არ უფიქრია მიეტოვებინა ჩვეული ცხოვრება და მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ წასულიყო. თუმცა მსოფლიო ისეთი დიდია… არის თუ არა შესაძლებელი ყველა ქვეყნის მოვლა? ეს სიცოცხლით

საქართველოში სტარბაქსი შემოდის: თბილისში ქარხანა აშენდება

მსოფლიოს ყავის ბაზრის ლიდერი ამერიკული კომპანია „სტარბაქსი“ საქართველოში შემოდის. თანაც საუბარია არა ყავის იმპორტზე, არამედ ქარხნის აშენებაზე. ეს „სტარბაქსისთვის“ რეგიონალური პროექტია, რომლის ცენტრი საქართველო გახდება. პროექტის შესახებ დეტალები ცნობილი არ

ამ ფოტოგრაფის სურათებში არ არის ახლო ხედით დაფიქსირებული ადამიანები, და აი რატომ

ენდრიუ ლინი (Andrew Ling) მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და მისი Instagram-ის გვერდის გამომწერებს უზიარებს ბუნების არარეალურად ლამაზი ადგილების ფოტოებს. მის მიერ გადაღებული ფოტოების უმრავლესობაზე გამოსახულია თავად ლი და მისი თანამგზავრები, ოღონდ

30 ფოტო მსოფლიოს ყველაზე საოცარი ქალაქიდან – დუბაი

დუბაი — არაბთა ერთ-ერთი საემირო, სადაც ყველაფერში ჩანს ექსცენტრიულობა და ფუფუნება. სულ რაღაც 30 წლის მანძილზე, მეთევზეების სოფელი გახდა წარმოუდგენელი სილამაზის უმდიდრესი ქლაქი. მისი არქიტექტურისა და ცხოვრების გადარეული სტილის შესახებ