როგორ გავიღვიძოთ ყოველ დილით ამაღლებულ განწყობაზე?

იმისათვის, რომ სიმშივიდე მოიპოვოთ, თქვენ უბრალოდ მშვიდდებით და ახშობთ ფიქრების ქარიშხალს.

რა აზრი მოგდით პირველად თავში, როცა დილით იღვიძებთ? ეს გააზრებულია თუ უბრალოდ ჩვეულებრივია – «ჯანდაბა! უკვე დილის 6 საათია»?

თუ თქვენ დილას ასეთი ფიქრით იწყებთ, ის სავსე იქნება მოუსვენრობითა და სტრესით, ეს კი ნამდვილად არ არის საქმეებთან გამკლავების კარგი მეთოდი.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი საინტერესო მეთოდი, რომელსაც „დილის შეკითხვები“ ჰქვია. არსებობს უამრავი სერიოზული შეკითხვა, რომლებიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს დილაობით, მანამ, სანამ საქმის კეთებას შეუდგებით.

ეს შეკითხვები ძალიან მნიშვნელოვანია და შეუძლიათ დაგეხმარონ, თუ მათ სწროად დასვამთ.

როგორ დავსვათ სწორად «დილის შეკითხვები»?
როცა იღვიძებთ, საკუთარ თავს შეკითხვებს უსვამთ მიუხედავად იმისა, აცნობიერებთ ამას თუ არა. სანამ კბილებს იხეხავთ, ყავას ან ჩაის მიირთმევთ და საუზმობთ, ფიქრები მუდმივად ტრიალებენ თავში.

შეიძლება თქვენ ფიქრობთ «რატომ დავიღალე ასე? რატომ არ დავწექი უფრო ადრე, რა ვჭამო საუზმედ» და ა.შ. ფიქრების ეს ნაკადი არაფრით არ გეხმარებათ და ხშირად დისკომფორტის გრძნობასაც კი იწვევს.

ძირითადი აზრი, რაც „დილის შეკითხვების“ გამოყენებაში იმალება არის ის, რომ გააზრებულად აიღოთ კონტროლი საკუთარი დღის დაწყებაზე. გთავაზობთ შეკითხვების რამოდენიმე ვარიანტს, რომლებიც დილაობით უნდა დაუსვათ საკუთარ თავს:

— რას ველი ამ დღისგან?
— რა იქნება დღეს ჩემს ცხოვრებაში იდეალურად?
— როგორ შემიძლია ეს დღე ვაქციო განუმეორებლად?
— რა შეიძლება ყველაზე კარგი შემემთხვეს დღეს?

ასეთი შეკითხვების დასმისას, თქვენ ფოკუსირებას ახდენთ იმ მოვლენებზე, რომლებიც ისე უნდა მოხდეს, როგორც თქვენ გსურთ. საინტერესოა ის, რომ თქვენი შეკითხვები საჭირო არ არის უკავშირდებოდეს რეალობას, რადგან თქვენი ტვინი ადვილად იპოვის პირდაპირ პასუხს ნებისმიერ კითხვაზე, რაც არ უნდა დაუსვათ. ამიტომ, თუ ფანტაზიორობა გინდათ, შეგიძლიათ სრულ თავისუფლებას მიეცეთ ამ მხრივ.

„დილის შეკითხვების“ ეფექტურობა მათ 30 დღიან გამოყენებაშია. ამის შემდეგ, თქვენი ტვინი შექმნის, ე.წ. ნეირო-ასოციაციურ კავშირს განსაკუთრებულ განწყობასათან, რომელსაც თქვენ ქმნით.

„დილის შეკითხვებთან“ დამატებით გთავაზობთ ორ მაგალითს, როგორ დაიწყოთ თქვენი დილა. ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით თქვენ საერთო მდგომარეობას გაიუმჯობესებთ:

1. არ ჩართოთ კომპიუტერი ან ტელევიზორი
როგორც ინტერნეტის აქტიურ მომხმარებელს, თქვენ გექნებათ გაღვიძებისთანავე კომპიუტერის ჩართვის ჩვევა. ტვინის გადატვირთვა გაღვიძებისთანავე აურაცხელი ინფორმაციით სასარგებლო არ არის და ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. უბრალოდ გაიღვიძეთ მშვიდად და ისიამოვნეთ ფინჯან ყავასთან ერთად დილის 20 წუთი. ასევე არ ღირს ტელევიზორის ჩართვა. დილაობით ჩვენი გონება ძალიან მიმღეობითია და ნეგატიურმა ინფორმაციამ შესაძლოა ჩვენს ემოციურ განწყობაზე ცუდი ზეგავლენა მოახდინოს, რასაც ეგრევე ვერ იგრძნობთ.

2. მოუსმინეთ მუსიკას, რომელიც ამაღლებს განწყობას
მოუსმინეთ მუსიკას ყოველთვის, როცა ამის საშუალება გაქვთ. გამოიყენეთ მაღვიძარა, რომელზეც მუსიკის დაყენებაა შესაძლებელი. მოძებნეთ ისეთი მელოდია, რომელიც რეალურად დაგმუხტავთ ენერგიით, ან პირიქით, დამამშვიდებელი ეფექტი ექნება. გარდა ამისა, დილა – საუკეთესო დროა შემეცნებითი და სასწავლო ჩანაწერების ან პროგრამების მოსასმენად. დაფიქრდით რა კარგი ეფექტი ექნება, ასეთი პროგრამების 30 დღის მანძილზე მოსმენას.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

სხეულის ენა წარმატების გზაზე

რეტრო-მანქანების კოლექცია