Kakeibo-ს ხელოვნება, ფულის დაზოგვის იაპონური სისტემა, რომელიც თქვენს ფინანსურ ცხოვრებას შეცვლის

Kakeibo-ს ხელოვნება, ფულის დაზოგვის იაპონური სისტემა, რომელიც თქვენს ფინანსურ ცხოვრებას შეცვლის

Kaikebo არის ფულის დაზოგვის ძველი იაპონური მეთოდი. გვთავაზობს ძალიან მარტივ გზას ფულის ხარჯვის გასაკონტროლებლად.

ფულის დაზოგვა გავს დიეტას თქვენი საფულისათვის. ეს გვაიძულებს ბევრ რამეზე უარის თქმას, შედეგს კი სადღაც შორს მომავალში გაოიღებს. ყოველივე ეს კი ადამიანების გაღიზიანებას იწვევს. თუ ოდესმე გიცდიათ ფულის დაზოგვა (ან დიეტა), გეცოდინებათ რამდენად რთულია.

,,ზოგადად ყველაფერი რაც კარგია ჩვენი ფიფანსური ჯანმრთელობისათვის ეწინააღმდეგება რასაც კულტურა გვასწავლის’’ ამბობს The Financial Gym-ის ტრენერი ჯოი ლიუ. ეს არის ფინანსური მომსახურების კომპანია, რომელიც მუშაობს სხვადასხვა შემოსავლების მქონე ხალხთან და ეხმარება მათ ფინანსების სწორად მართვაში.ბიუჯეტის შექმნა და შენარჩუნება შეიძლება იყო მთელი ცხოვრების პრაქტიკა, რომელიც ვისწავლეთ საზოგადოებისგან, მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან. ეს მარტივი არ არის.

ეს იმას არ ნიშნავს რომ არ დავიცვათ დიეტა და არ ვცადოთ ბიუჯეტის შექმნა. როგორც ლიუ ამბობს ,,მაშინაც კი თუ მარცხს განიცდი, ცდა არ შეწყვიტოთ’’.

ბოლო დროს, ძველ იაპონურმა ბიუჯეტირების ტექნიკამ კვლავ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. გაიცანით  Kakeibo  – ფულის დაზოგვის იაპონური ხელოვნება, რომელიც თქვენს ფინანსურ ცხოვრებას შეცვლის.

რა არის Kaikebo?

Kakeibo ან Kakebo სარა ჰარვის განმარტებით ითარგმნება როგორც ,,საყოფაცხოვრებო წიგნაკი“. სარა არის ავტორი წიგნის Kaizen: იაპონური მეთოდი ჩვევების ჩამოსაყალიბებლად.

Kakeibo სისტემა 1904 წელს აღმოაჩინა იაპონელმა ჟურნალისტმა ჰანი მოტოკომ. მოტოკო ითვლება  პირველ იაპონელ ქალ რეპორტიორად. მან დაარსა გაზეთი ქალებისათვის სახელწოდებით Fujin no tomo ანუ ,, ქალთა მეგობარი’’.  მოტოკომ kakeibo შექმნა 1904 წელს, როგორც მარტოვი მეთოდი ქალებისთვის საყოფაცხოვრებო ფინანსების სამართავად.

,,ჩვენ ძალიან დავშორდით ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტს, ყველანი ვართ ძალიან დაკავებულები. ცხოვრების უმეტეს ნაწილს ვატარებთ ჩვევების გარეშე, ავტომატურად. ყველას სურს ფულის დახარჯვა მოგზაურობაზე, მაგრამ სინამდვილეში ამ ფულს მთლიანათ შთანთქავს Amazon, Ube, და Seamless. ამ და სხვა მიზეზებმა გამოიწვია kakeibo-ს აქტუალურობის დაბრუნება, რომ გავიგოთ თუ სად მიდის ჩვენი ფული’’ამბობს ჯოი ლიუ.

როგორ გამოვიყენოთ kakeibo

Kakeibo-ს იდეა არის ელეგანტური და მარტივი.იგი ხელს უწყობს ხარჯვის პროცესზე ცნობიერების ამაღლებას.
,,ყველას გვიწევს ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება’’ ამბობს ლიუ. ,, ცხოვრებისეული მიზნები და ფინანსური მიზნები ერთმანეთთან კავშირშია, და როცა ჩვენ დავიწყებთ ფინანსური ცხოვრების დაკავშირებას საერთო ცხოვრებასთან, ყველაფერი აზრს შეიძენს’’.

Kakeibo გულისხმობს ჟურნალის წარმოებას და შემოსავლების და ხარჯების დოკუმენტაციას.ეს მედოთი ეყრდნობა ძველმოდური საშუალებების – კალამის და ქაღალდს გამოყენებას.

აკონტროლეთ თქვენი ხარჯები მთელი თვის განმავლობაში

Kakeibo-ს პირველი ნაბიჯი არის ის, რომ გაერკვეთ რეალურად რა ხდება თქვენს ფინანსებში. ეს ნიშნავს, რომ აწარმოოთ დეტალური მონიტორინგი ხარჯებზე. ფინანსური ექსპერტების უმეტესობა გირჩევთ სულ მცირე თვეში ერთხელ მაინც აღრიცხოთ შემოსავლები და ხარჯები, სანამ შეადგენთ ბიუჯეტს.

Kakeibo დაფუძნებულია 4 კითხვაზე:

  1. რა თანხა მაქვს ან რა თანხა გამოვიმუშავე?
  2. რა თანხის დაზოგვა მსურს?
  3. რა თანხას ვხარჯავ?
  4. როგორ შემიძლია გავაუმჯობესო ფინანსების მართვა?

დაყავით თქვენი ხარჯები კატეგორიებად

მას შემდეგ რაც აღრიცხავთ მთელი თვის განმავლობაში ხარჯებს, შეგიძლიათ დაყოთ ის კატეგორიებად. Kakeibo-ს გასაღები არის ქაღალდის და კალმის გამოყენება, აპლიკაციის ნაცვლად. რატომ? კვლევება არაერთხელ აჩვენა, რომ ამ ფიზიკური წერა ცვლის ჩვენს ქცევას.

,, ხარჯების ჩამოწერა გაიძულებთ იგრძნოთ ხარჯვის საზღვრები’’ ამბობს ლიუ.
მას შემდეგ რაც შეგექმნებათ წარმოდგენა ხარჯებზე, შეგიძლიათ დაყოთ კატეგორიებად: აუცილებელი და ნაკლებად აუცილებელი.

ეს კატეგორიები იყოფა კიდევ უფრო მცირე ჯგუფებად, ესენია:

ზოგადი: ეს არის თქვენი რეგულარული საყოფაცხოვრებო ხარჯები, როგორიცაა საკვები, ტრანსპორტირება, სამედიცინო მომსახურება, ინტერნეტი და სატელეფონო კავშირები და სხვა.ეს არის აუცილებელი ხარჯები.

დასვენება: ეს არის ტანსაცმის შეძენა, ონლაინ შოპინგი, წვეულებები, საჩუქრები და ა.შ. ისეთი რაღაცეები რაც სიამოვნებას გგვრით, მაგრამ აუცილებელი არ არის. ეს ითვლება ნაკლებად აუცილებელ ხარჯად.

კულტურა: ის რაც ამდიდრებს თქვენს ცხოვრებას. ეს შეიძლება იყოს გაზეთის გამოწერა, ან რეგულარულად სალონში ვიზიტი და ა.შ. ეს არის ნაკლებად აუცილებელი.

გაუთვალისწინებელი ხარჯები: ეს არის ისეთი ხარჯები რომელიც ჩნდება მოულოდნელად და საჭროებს აუცილებლად გადახდას. ეს ეკუთვნის აუცილებელ ხარჯებს.

ეს კატეგორიები არის ცოტა ზედაპირული.კატეგორიებად დაყოფა არის აბსოლიტურად ინდივიდუალური თითოეული ადამიანის შემთხვევაში.

დაისახეთ მიზანი

მას შემდეგ რაც შეიქმნით წარმოდგენას თუ სად მიდის თქვენი ფული ერთი თვის განმავლობაში, შეგიძლიათ დაისახოთ მიზანი. რისი მიღწევა გსურთ თქვენი ფულით? რა ვადაში  გსურთ მიზნის მიღწევა? სახლის ყიდვა ხომ არ გინდათ? ან იქნებ დასასვენებლად წასვლა?

როგორი მიზნებიც არ უნდა გქონდეთ, ჩაინიშნეთ რიცხვი და ვადები რომელშიც უნდა ჩაეტიოთ. შემდეგ ეს რიცხვები შეგიძლიათ დაყოთ უფრო მცირე ნაწილებად, ისე რომ იცოდეთ რამდენი უნდა დაზოგოთ კვირაში ან თვეში, რომ მიაღწიოთ სასურველ მიზანს.

გააკეთეთ ეს ოთხივე კატეგორიისათვის.ეს იქნება თქვენი ”ბიუჯეტი” ან თითოეული კატეგორიის ხარჯვის ლიმიტი.

 აკონტროლეთ და შეაფასეთ ხარჯები

გააგრძელეთ ხარჯების კონტროლი და კატეგორიზაცია თითოეული ჯგუფის მიხედვით. თითოეული კვირის ბოლოს, შეამოწმეთ თქვენი ბალანსი შეესაბამება თუ არა გეგმას. თვის ბოლოს გადახედეთ რამდენად შეასრულეთ გეგმა და სად შეგიძლიათ გაუმჯობესება.

 დაუსვით კითხვა საკუთარ თავს სანამ დახარჯავთ

Kakeibo-ს უნიკალურობა გამოიხატება იმაში, თუ როგორ უმკლავდება ის ხარჯვის ემოციურ ბუნებას. ჩვენ მივეჩვიეთ მოთხოვნილებების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას.Kakeibo გვთხოვს, რომ დავფიქრდეთ სანამ დავხარჯავთ.

kakeibo-ს მაგიურობა იმაშა, რომ ის იყენებს რამდენიმე ძირითად კითხვას და ხრიკს იმისთვის, რომ უფრო გონივრულად ხარჯოთ და დაფიქრდეთ იმაზე რა გჭირდებათ სინამდვილეში. ეს კითხვებია:

  • რეალურად მჭირდება ეს? იქნება სასარგებლო და გამაბედნიერებს?
  • ამისათვის მაქვს სივრცე? ექნება მას ადგილი ჩემს ცხოვრებაში ან სახლში?
  • ჩემი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რეალურად მაქვს ამის საშუალება?
  • როგორ ვიგრძნობ თავს ყიდვის შემდეგ?
  • როგორია ჩემი ზოგადი ემოციური მდგომარეობა დღეს? როგორ ვგრძნობ თავს?

იაპონური ბიუჯეტირების არსი

ბიუჯეტირება თითქმის ყველასთვის აშკარა გამოწვევას წარმოადგენს.არსებობს მრავალი სხვადასხვა სახის ბიუჯეტირების სტილი და ინსტრუმენტები, აპლიკაციები, მაგრამ თქვენ არ გჭირდებათ  ყოველივე ეს რათა აკონტოლოთ ხარჯვა.

უბრალო კალამის და ქაღალდის გამოყენებით და ბიუჯეტის გონივრულად დაგეგმვით, შეძლებთ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას  kakeibo-ს პრაქტიკით.

 

 

 

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

3 ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება

ადამიანები დილით გაღვიძებისთანავე იწყებენ იმაზე ნერვიულობას თუ რა უნდა ჭამონ, რა უნდა გააკეთნ, ვის შეხვდნენ და ა.შ. ნერვიულობენ იმაზე თუ რას იფიქრებენ სხვები მათზე. ქუჩაში გასვლისას განიცდიან იმას, თუ როგორ

რატომ უნდა ვიყოთ მონდომებული პიროვნება?

მივლინებით როდესაც გერმანიაში მომიხდა გამგზავრება,საბუთების მოსაწესრიგებლად ერთ- ერთ კომპანიაში ოპერატორს  დავუსვი მორიგი შეკითხვა,მან კი მიპასუხა,რომ ამ კითხვაზე არ ჰქონდა პასუხი, თუმცა თავად აღნიშნა,  რომ მსგავსი შეკითხვით არაერთხელ მიუმართავთ მისთვის. როდესაც

8 რჩევა, თუ როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება

1. მოინდომეთ შეცვლა ცვლილებებისადმი მზადყოფნა ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს თქვენი ცხოვრებაა და მას ვერავინ შეცვლის თქვენს გარეშე. თუ თქვენ თვითონ არ მოისურვებთ შეცვლას, ამქვეყნად ვერაფერი გაიძულებთ ამას. 2. იკისრეთ პასუხისმგებლობა თქვენ

წარმატებული მმართველების 8 წესი 

1. ბიზნესი ― ეს არის ეკოსისტემა და არა ბრძოლის ველი  რიგითი მმართველები ბიზნესს უყურებენ, როგორც კომპანიებს, ჯგუფებს და განყოფილებებს შორის კონფლიქტს. წარმატებული მმართველები ქმნიან გუნდებს,რომლებიც ადაპტაციას ახდენენ ახალ ბაზრებთან და

პლანეტის 20 ულამაზესი ადგილი, სადაც ბუნება დაცულია

აშშ სატელევიზო არხმა CNN შეადგინა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ეროვნული პარკების რეიტინგი. შეფასების კრიტერიუმები იყო ბუნების სილამაზე და ადგილების მხატვრულობა, უსაფრთხოება და ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობის დონე. ტელეარხმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს,

10 მიზეზი რატომ ხართ წარუმატებელი

წარმატების შეფასება შესაძლებელია უამრავი სხვადასხვა საშუალებით. წარუმატებლობასთან მიმართებაში ყველაფერი მარტივია. თქვენ არ შეასრულეთ დასახული ამოცანა და მორჩა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაგავალათ ამ ამოცანის შესრულება, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამოცანა