კაფე „პიატო„ შთაგონების ადგილი წიგნის მოყვარულთათვის

კაფე „პიატო„ შთაგონების ადგილი წიგნის მოყვარულთათვის

ზამთარი ის პერიოდია, როდესაც განსაკუთრებული განწყობა გვეუფლება. ზამთრის პეიზაჟები, საახალწლო სამზადისი სადღესასწაულო განწყობას ამაღლებს და გვიჩნდება სურვილი ისეთ ადგილას აღმოვჩნდეთ სადაც დაგვხვდება ზღაპრული გარემო. ადგილი, სადაც თავს კარგად ვიგრძნობთ და ავივსებით ლამაზი ემოციბით.

შეიძლება იმყოფებოდე ქალაქის პატარა საყვარელ კაფეში,უყურებდე თოვლიან ქუჩას,ქუჩაში საახალწლო განათებებს და დეკორაციებს, მიირთმევდე ფინჯან ჩაის და თავს გრძნობდე ძალიან კარგად.ასეთ სიმყუდროვეში შეიძლება დაისახო ახალი მიზნები,რადგან, როდესაც თავისუფალი დრო გვაქვს ჩვენ ვაანაზილებთ რა გვჭირდება ყველაზე მეტად და ვაცნობიერებთ კიდეც რომ აუცილებელია გადავდგათ ნაბიჯები ცვლილებებისკენ.სწორედ ასეთ განსაკუთრებული ადგილია წიგნის კაფე „პიატო“.

კაფეში განსაკუთრებით იგრძნობა საახალწლო განწყობა. წიგნები, ნაძვის ხის სათამაშოები,თვალისმომჭრელი საჩუქრები, ნაძვის ხე და საახალწლო მუსიკა ბედნიერებით ავსებს სტუმრებს. ინტერიერიც გემოვნებით არის შერჩეული.თითოეულ მაგიდას სანათები და ბეთლემის საშობაო ყვავილი ამშვენებს. ირგვლივ აუცილებლად შენიშნავთ უამრავ ხელნაკეთ ნივთს,ნახატებს და თაროებს,რომლებიც ღვინის ბოთლებით არის სავსე.

კაფე “ბიბლუსის გალერეების” ნაწილია, შესაბამისად აქ უამრავი საინტერესო წიგნი დახვდებათ და თქვენ შეგიძლიათ თბილ და იდეალურ გარემოში წაიკითხოთ თქვენთვის სასურველი ლიტერატურა.გააკეთოთ ჩანაწერი,შეავსოთ დღიური ან უბრალოდ გქონდეთ საქმიანი ლანჩი თქვენს პარტნიორთან.

კაფეში შეხვდებით თამანედროვე მწერლებს და პოეტებს. ადამიანებს,რომლებიც ეძებენ მშვიდ გარემოს, რათა მოწყდნენ ყოველდღიურობას და სასიამოვნოდ გაატარონ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად.

იტალიური კერძები,ყავის ფართო არჩევანი,უგემრიელესი დესერტები, მომხმარებლის გაოცებას იწვევს. აქ შეხვდებით მშობლებს შვილებთან ერთად,რომლებიც საბავშვო წიგნების გარემოცვაში თავს მშვენივრად გრძნობენ. თუ ეძებთ ჯადოსნურ ადგილს შთაგონებისთვის ეწვიეთ წიგნის კაფე პიატოს და დაიმუხტეთ დადებითი ემოციებით.

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ფსიქოლოგი გრეგ მაკ-კეონი პრიორიტეტის შესახებ

პრიორიტეტი (priority) ინგლისურ ენაში XV საუკუნეში გაჩნდა. იმ დროს მას მრავლობითი რიცხვი არ გააჩნდა და ერთადერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პირველ საქმეს ნიშნავდა. ფსიქოლოგი გრეგ მაკ-კეონი თავის წიგნში წერს: ზამთრის საღამო

როგორ მოვაგვაროთ კვების პრობლემა ბავშვებში. რჩევები მშობლებს

თუ თქვენი ბავშვი მიირთმევს სტაფილოს პიურეს და შემდეგ ჯერზე უარს ამბობს მის მიღებაზე… ან თუ თქვენ გჭირდებათ ხვეწნა, რომ შეჭამოს საჭმელი, იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო. დაახლოებით 20 %–დან

გამოავლინეთ ტოპ ბიზნესები Business Georgia-თან ერთად

დღეიდან თითოეულ ჩვენგანს იმ კომპანიათა საქმიანობის შეფასების საშუალება გვეძლევა, რომლებიც მუდმივად ცდილობენ სხვადასხვა პროდუქტისა თუ მომსახურების შემოთავაზებას და ამით ჩვენი სურვილებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებას. როგორ გამოსდის ეს ბიზნესს და რამდენად

11 მარტივი ლაიფჰაკი, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობისას პროდუქტიულობის გაზრდა

1. ნუ გააკეთებთ ერთი და იგივე საქმეს ორჯერ პროდუქტიული ადამიანები არასოდეს არ გადადებენ საქმეს, რადგან არ მოუწიოთ ერთი და იგივე საქმის ორჯერ კეთება – ეს დროის უდიდესი დანაკარგია. ნუ გადადებთ

რატომ უნდა შევხვდეთ მშვიდად ცხოვრების სირთულეებს

თითოეულ სირთულეს ჩვენს ცხოვრებაში აქვს თავისი ეფექტი და მათი ღირსეულად გადალახვის შემდეგ ჩვენ ვსწავლობთ მისგან გაკვეთილს, ვხდებით გამოცდილი და ძლიერი ადამიანი. შესაბამისად, ყველა სირთულეს აქვს თავის სარგებლის ეფექტი. ზოგიერთი ცხოვრებისეული

არასოდეს დალიოთ ცუდი ყავა, არ იყოლიოთ ცუდი მეგობრები და ცუდი მამაკაცი

გულგრილობა – კარგი ნამდვილად არ არის. ადამიანებს უნდათ, რომ მუდმივად მათთან იყოთ, რომ დინების მიმართულებით იცუროთ, რომ ყველაფერი ისე მიიღოთ, როგორც არის. შესაძლოა ცხოვრების გარკვეულ სფეროებში ასეც არის საჭირო, მაგრამ