ჯიმი რონი: კარგი ცხოვრების 6 არსი

ღირებულებები, რომლებიც ქმნიან ცხოვრების ან სიცოცხლის საფუძველს – გასაკვირია, მაგრამ ეს არ არის ფული

ცხოვრების უმაღლესი გამოხატულება არ მდგომარეობს ხელფასში. ცხოვრების უმაღლესი გამოხატულება არ მდგომარეობს მერსედესში. ცხოვრების უმაღლესი გამოხატულება არ მდგომარეობს მილიონ დოლარში ან საბანკო ანგარიშებში ან კარგ სახლში. ცხოვრების უმაღლესი გამოხატულება – კარგი ცხოვრებაა.

აი, რას უნდა ითხოვდეთ გამუდმებით, ,,რას ნიშნავს თქვენთვის კარგი ცხოვრება?’’ ეს თქვენ უნდა ეძიოთ ჩამონათვალში: სულიერება, ეკონომიკა, ჯანმრთელობის დაცვა, ურთიერთობები და დასვენება.

რას წარმოადგენს კარგი ცხოვრება? ჯიმი რონი წარმოგვიდგენს მოკლე ჩამონათვალს:

1. პროდუქტიულობა. თქვენ არ იქნებით ბედნიერი, თუ არ გამოიმუშავებთ პროდუქტიულობას. ცხოვრების თამაში დასვენება როდი გახლავთ. დიახ, თქვენ უნდა დაისვენოთ, მაგრამ არც ისე დიდხანს, თქვენ უბრალოდ გჭირდებათ ძალების მოკრეფა, რათა დაუბრუნდეთ პროდუქტიულობას. სეზონების, თესლების, ნიადაგების და მზის სხივების, წვიმების და ცხოვრების სასწაულის მიზეზი რა არის? ეს არის თქვენი ძალების მოსინჯვა და იმის გაგება, რომ თქვენ რაღაც შეგიძლიათ.

2. კარგი მეგობრები.
მეგობრობა არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მხარდაჭერა, ასე რომ განვითარდით. მას არაფერი შეედრება. მისი სარგებელი ექსტრაორდინარულად კარგია. მეგობრები შესანიშნავი ადამიანები არიან, რომლებმაც ყველაფერი იციან თქვენს შესახებ და მაინც უყვარხართ. მე დავკარგე ჩემი უძვირფასესი მეგობარი – 53 წლის გულის შეტევის შედეგად; ერთ-ერთ ჩემს საუკეთესო მეგობარზე ვიტყვი, რომ, როდესაც ის მოხვდა ციხეში, მხოლოდ ერთი ზარიც კი საკმარისი იყო, რომ მე მივსულიყავი მასთან. ეს ნამდვილ მეგობრობას ნიშნავს – როცა ვინმე მოვა შენთან და გინახულებს. ხანდახან ჩვენ გვყავს შემთხვევითი მეგობრებიც, რომლებსაც ვეუბნებით ხოლმე ,,დამირეკე და მოდი ჩემთან საღამოს’’. ჩვენ ყველას გყავს როგორც ნამდვილი მეგობრები ასევე შემთხვევითი მეგობრებიც.

3. კულტურა.
ენა, მუსიკა, ცერემონიები, ტრადიციები, კაბები. ეს ყველაფერი ძალზედ მნიშვნელოვანია თქვენთვის. ყოველი თქვენგანი უნიკალურია. ერთად შეკრება გმატებთ სიცოცხლის ძალას, ენერგიას, ძალას, ზეგავლენას, უნიკალურობას და სამართლიანობას.

4. სულიერება.
სულიერება გვეხმარება ოჯახის საფუძვლის შექმნაში, რომლის მეშვეობითაც ყალიბდება ერი. დარწმუნდით, რომ თქვენ შეისწავლით მას – უფრთხილდით თქვენი ბუნების სულიერ მხარეს, რაგან ეს გაყალიბებთ თქვენ, ამით თქვენ განსხვავდებით ძაღლებისგან, კატებისგან, ჩიტებისგან და თაგვებისგან.

5. არ გამოტოვოთ არაფერი.
ჩემი მშობლებისგან ვისწავლე, რომ მე არ უნდა გამომეტოვებინა არაფერი; არც თამაში, არც ჩემი სურვილების შესრულება, არც კინოში წასვლა, არც ცეკვა. მამა ჩემი დაიღუპა 93 წლის, მისთვის 10:30- ზე ან ღამის 11-ზე, რომ დაგერეკათ ის სახლში არ დაგხვდებოდათ. ის იქნებოდა როდეოზე, ბავშვების თამაშზე – სოფთბოლზე, ან წავიდოდა კონცერტზე, ეკლესიაში; ის მიდიდოდა ყოველ ღამით.

წადით ყველგან სადაც შეგიძლიათ. იყიდეთ ყველა ბილეთი, რისიც შეგიძლიათ. გამოსცადეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ.

იცხოვრეთ სასიცოცხლო ცხოვრებით. თუ თქვენ სწორად ცხოვრობთ, მაშინ შემოსავალიც კარგი გექნებათ. თუ თქვენ სწორად ცხოვრობთ, მაშინ ეს თქვენს სახეზეც აისახება; ეს თქვენს ხმასაც დაეტყობა. თქვენ იგრძნობთ თავს უნიკალურად, თუ სწორად ცხოვრობთ. ეს არა მარტო თქვენს პირად ცხოვრებაზე აისახება, არამედ აისახება თქვენს ბიზნესშიც, რაც სიცოცხლისუნარიანობას შეგმატებთ.

6. თქვენი ოჯახი და შიდა წრე.
გააკეთეთ ინვესტიცია და გარშემო მყოფნიც ჩადებენ თქვენში ინვესტიციას. ანუგეშეთ ისინი და ისინიც განუგეშებენ თქვენ. იზრუნეთ თქვენს გარშემო მყოფ წრეზე. მამაჩემი როცა ცოცხალი იყო, მე ვუყვებოდი მას, როცა მივდიოდი სამოგზაუროდ. ის საუზმობდა ყოველ დილით, ფერმერებთან ერთად, სასტუმროში, ჩვენ მაშინ ვცხოვრობდით აიდაჰოს შტატში.

როცა მე ვცხოვრობდი ისრაელში, ვალდებული ვიყავი, რომ ავმდგარიყავი შუა ღამით, მაგრამ ამის ნაცვლად მე მამას ვურეკავდი და ვეუბნებოდი, ,,მამა, მე ისრაელში ვარ. ის კი მეუბნებოდა: ,,იზრაელში? შვილო, როგორა ხარ?’’ ის საუბროდა ძალიან ხმამაღლა. ისე , რომ ყველას შეეძლო მოესმინა. მე კი ვეუბნებოდი: ,, მამა, იცი გუშინ მე ვიყავი საღამოზე, რომელიც გაიმართა სახურავზე, ღია ცის ქვეშ, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე’’ და ყველამ იცოდა ჩემი ამბავი. სულ რაღაც 10 წუთის საუბრის შემდეგ მამასთვის ეს დღე განსაკუთრებული ხდებოდა.

მამაჩემი ძლიერი კაცი იყო. ის გადიოდა ხოლმე სახლიდან და ჯერ კიდევ გრძნობდა ქალიშვილის კოცნას. როცა ქმარი სახლიდან გადის, ის მაინც გრძნობს მეუღლის თითებს თავის ტანზე და იმ დღისით ის დაუმარცხებელია.

არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა ხელიდან. თქვენ ძლიერი და გავლენიანი გახდებით.

ბრძენმა თქვა: ,,არსებობს უამრავი სიკეთე და ღირებულება, მაგრამ ყველაზე უდიდესი მათ შორის არის მაშინ, როცა ერთი ადამიანი ზრუნავს მეორეზე’’.

სიყვარულზე მნიშვნელოვანი აღარაფერია.

ამიტომ, დატვირთულ დღისით გახსოვდეთ ჭეშმარიტი მიზანი და მიზეზები იმისა, თუ რას აკეთებთ თქვენ. შეგიძლიათ თუ არა იცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, რომელიც მოუტანს ჯილდოს და ნაყოფიერებას თქვენს სურვილებს.

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

მსოფლიოს ფულის მმართველთა 9 გამონათქვამი

კოკო შანელის 20 ოქროს ციტატა