ჯეტ ლის ცხოვრების 5 წესი

ჯეტ ლის ცხოვრების 5 წესი

ცნობილი კინომსახიობი და კუნგ-ფუს თანამედროვე ოსტატი ჯეტ ლი საკუთარი ცხოვრების ფოლოსოფიას გვიზიარებს.

1. შეგუება — შენი მთავარი დაცვაა
მტრებს თქვენს გარშემო აჩენს თქვენი მიზანი რომ ისინი გამოავლინოთ. მე განსაკუთრებული არ ვარ, უბრალოდ უამრავი დრო დავხარჯე საბრძოლო ხელოვნებაზე. ახლა მე ვაჩვენებ ყველას რა შემიძლია. სამყაროში ბევრი ადამიანია, რომლებსაც იგივეს გაკეთება შეუძლიათ.

2. ჰარმონია ძალაზე მნიშვნელოვანია
ვწუხვარ როცა ვფიქრობ იმაზე, რომ ადამიანებს ვაჩვენე მხოლოდ ის, რომ საბრძოლო ხელოვნებას ტკივილის მიყენება შეუძლია. მე არ მქონდა შანსი დამემტკიცებინა, რომ ჩხუბი უმთავრესი არ არის. ეს არის ინისა და იანის ჰარმონიის, თეთრსა და შავს შორის ბალანსის შეგრძნება. მხოლოდ ჰარმონიის შეგრძნებით გახდებით დიდი ადამიანი.

3. ბედნიერება ყოველთვის შენთან არის
ბედნიერებისთვის სადმე შორს წასვლა საჭირო არ არის, ის აქ არის, თქვენს ოთახში. ყველა პრობლემა თავმოყრილია თქვენს გულში, ამიტომ საჭიროა საკუთარი თავი შეისწავლოთ. საჭიროა გაიგოთ სინამდვილეში ვინ ხართ. თუ საკუთარ სამყაროს შეიცნობთ, აღარაფრის არ შეგეშინდებათ.

4. სხვისი აზრი შენს შესახებ მხოლოდ ფონური მუსიკაა
სხვისი შეფასებები მიიღე ისე, როგორც მაგნიტოფონში მოსმენილი მუსიკა. „მაგარი ხარ!“- ტრამ-პამ-პამ. „სულელი ხარ!“-ტრამ-პამ-პამ. თუ თქვენ გარშემომყოფთა შეფასებები გაღელვებთ მეტად, ვიდრე საკუთარი აზრი თქვენი პიროვნების შესახებ, მაშინ თქვენ პრობლემები გაქვთ.

5. სიკვდილი გჩუქნით სიცოცხლეს
მე მზად ვარ მოვკვდე. თუ ადამიანს ესმის, რომ შეუძლია მოკვდეს დღეს, ან ხვალ, ის იწყებს ყოველი წამის დაფასებას. ის ზრუნავს საკუთარი ცხოვრების ყოველ მომენტზე, ამიტომ, თუ ხვალ მოკვდება მას არ შერცხვება ბოლოს გაკეთებული საქმეების და ჩადენილი ქცევის.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

გამარჯვებულებისა და დამარცხებულების 20 განმასხვავებელი ნიშანი

1. გამარჯვებულები ფოკუსირებულნი არიან ამოხსნაზე – დამარცხებულები კი პრობლემაზე. 2. გამარჯვებულები იღებენ პასუხისმგებლობას – დამარცხებულები ადანაშაულებენ სხვებს. 3. გამარჯვებულები პოულობენ შესაძლებლობებს კრიზისში – დამარცხებულები წუწუნებენ კრიზისზე. 4. გამარჯვებულები ტკბებიან აწმყოთი

სასურველი საქმიანობის მოძებნის 20 გზა

ოდესმე გინდოდათ უფრო ფართე არჩევანი გქონოდათ სასურველი სამსახურის ძიებისას? წარმოგიდგენთ რამოდენიმე იდეას, რომლებიც უფრო ფართედ აზროვნებაში დაგეხმარებათ. 1. გადაინაცვლეთ სხვაგან, როცა ფიქრობთ იმაზე, თუ რისი გაკეთბა გსურთ. მოძრაობა ცვლის ემოციებს,

13 ნიშანი იმისა, რომ ცხოვრებას ფუჭად ხარჯავთ და ვერც კი ამჩნევთ

1. თქვენ დიდ დროს ხარჯავთ იმაზე, რაც ამად არ ღირს ვიდეოთამაშები. ტელევიზორი. ინტერნეტი. ბევრი ჭამა. ბევრი სასმელი. სიის გაგრძელება შეიძლება. შეხედეთ საკუთარ ცხოვრებას სერიოზულად. სად და როგორ ატარებთ საკუთარი დროის

როგორ შევინარჩუნოთ წინსვლა

ყველაზე ძნელია წინსვლის შენარჩუნება.. ხარ, თუ არა შენს ბიზნესში, იქ სადაც უნდა იყო, შენს ოჯახში… როცა წინსვლას, განვითარებას კარგავ, შენი გაუფასურებამოდის! ის მოდის, რომ შეგაჩეროს, გაგყინოს და გაგაუფასუროს. მოვიდა დრო

32 ბრძნული პრინციპი ყოველი შემთხვევისთვის

1. არ იწუწუნოთ და უკმაყოფილება არ გამოთქვათ ცხოვრებაზე. უხმოდ ადექით, წადით და გააკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც საჭიროა. 2. შეწყვიტეთ მცდელობა და გამოცდა. გააკეთეთ ან არ გააკეთოთ. წერტილი. შეეცადეთ ტუალეტში შეხვიდეთ.

გაბრიელ მარკესის 10 ციტატა

1. თუ გიყვარს – გაუშვი. თუ ის შენია დაბრუნდება. 2. მთელი სამყაროსთვის შენ შეიძლება იყო მხოლოდ ადამიანი, ხოლო ერთი ადამიანისთვის შეიძლება იყო მთელი სამყარო! 3. არასოდეს შეწყვიტო ღიმილი, მაშინაც კი,