in ,

ჯანსაღი ქორწინების 9 ფსიქოლოგიური საიდუმლო („ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის“ კვლევები)

1. ემოციური გამოყოფა საწყისი ოჯახიდან
აქ იგულისხმება ის ოჯახები, რომლებშიც წყვილი გაიზარდა. ეს არ გულისხმობს მათგან სრულ მოწყვეტას, არამედ საკმარისად იმდენად, რომ ადამიანი იდენტურად დამოუკიდებელი გახდეს მშობლებისგან და დედმამიშვილებისაგან.

2. ინტიმურობისა და საერთო იდენტობის შექმნაანუ როცა არსებობს სიტყვა „ჩვენ“. როდესაც არსებობს საერთო მიზნები, მოლოდინები, ემოციები. თუმცა აქაც საჭიროა საზღვრების დაჭერა, რომ დაცული იყოს ერთმანეთის აუტონომიურობა. არ შეიჭრათ ერთმანეთის პირად სივრცეებსა და პირად კომპეტენტურობაში. აქ იგულისხმება ასევე ფუნქციების და როლების გადანაწილების გაცნობიერება.

3. მდიდარი და სასიამოვნო სექსუალური ურთიერთობა
ეს ვალდებულებად არ უნდა იქცეს. საჭიროა რუტინის მოხსნაზე ზრუნვა. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, უნდა მოხდეს მისი დაცვა სამუშაო და საოჯახო ვალდებულებებისგან.

4. წყვილებისთვის, ვისაც ჰყავს შვილები, გადანაწილებული აღმზრდელობითი და მშობლის სხვა ფუნქციები
იმუშაო იმაზე, თუ როგორ შეინახო შვილის საიდუმლოებები და დაიცვა მისი უფლებები. ძალიან დადებითად მოქმედებს ოჯახური თავყრილობები, ქალაქგარეთ გასვლა ერთად, ან რაიმე სახის აქტივობები.

5. ცხოვრების გარდაუვალი კრიზისების დაძლევა
ეს შეიძლება იყოს შვილის შეძენა, ახალი სახლის ყიდვა, შვილის დაქორწინება და ა.შ.

6. ოჯახური კავშირების შენარჩუნება. ოჯახი არის თავშესაფარი, სადაც პარტნიორს და შვილებს შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი განსხვავებები, რისხვა და ემოციები.

7. იუმორი და სიცილი
ეს იმისათვის, რომ შეხედოთ საკითხებს ოპტიმისტურად და პერსპექტიულად. ამით აიცილოთ მოწყენილობა და იზოლაცია.

8. დააკმაყოფილო თითოეული პარტნიორის დამოუკიდებლობის მოთხოვნილება გამოკვებოთ, აღზარდოთ და კომფორტი შეუქმნათ ერთმანეთს, შესთავაზოთ ულევი წახალისება, გამხნევება და მხარდაჭერა.

9. იდიალიზებულად უცქირო სიყვარულს
შეინარუნოთ და იცხოვროთ რომანტიული შტრიხებით, და ამასთან შეინარჩუნოთ ყოველდღიურობის მიმართ სიფხიზლე.

Marita Merkviladze

Written by Marita Merkviladze

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი.
ფსიქოკონსულტანტი, ოჯახის ფსიქოლოგი.

საქმიანობა: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი,
"დანტე ალიგიერის საზოგადოება"
/ფსიქოკონსულტანტი(ინდივიდუალური, ჯგუფური კონსულტირება); ტრენერი/

კონტაქტი: 557 944 390

What do you think?

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

0

14 რამ, რაც უმჯობესია გაიგო სანამ ახალგაზრდა ხარ

რაიან როსი: 8 წლის კანადელი მილიონერი!