ჯანმრთელობის მოზიდვის 10 ოქროს წესი

ჯანმრთელობის მოზიდვის 10 ოქროს წესი

1. შექმენით თქვენი სურვილების შესაბამისი ასაკობრივი ცვლილებების სცენარი. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ოცდაათი, ორმოცი, ორმოცდაათი და მეტი წლის ასაკში. აირჩიეთ იდეალური ვარიანტი, რომელშიც ასაკთან შედარებით ახალგაზრდა შეხედულება გექნებათ და თქვენს თანატოლებზე გაცილებით ენერგიული იქნებით. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა და სილამაზე.

2. თავი აარიდეთ სტრესს. უსიამოვნო სიტუაციაში თუ მოხვდებით, იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად დიდი არარაობაა ის თქვენს ცხოვრებასთან შედარებით. პრობლემას მიუდექით ფილოსოფიურად, გაიხსენეთ ცნობილი გამონათქვამი, რომელიც მეფე სოლომონის ბეჭედზე ეწერა: “ყველაფერი გაივლის, და ესეც გაივლის”.

3. იყავით კეთილგანწყობილი ადამიანების მიმართ. ისწავლეთ მათთვის შეცდომების პატიება და თქვენ შეამჩნევთ, თუ რამდენად გაუმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობა. როცა თქვენი სული დამძიმებულია წყენით, დამოკიდებულება გიჩნდებათ იმ ადამიანის მიმართ, ვინც გაწყენინათ, კარგავთ ენერგიას და ადვილად ავადდებით. პატიება გათავისუფლებთ ამ დამოკიდბულებისგან და აღადგენს თქვენს ჯანმრთელობას.

4. ყველაფერს, რასაც ხელს მოკიდებთ, შეეცადეთ მიუდგეთ მშვიდად და თავდაჯერებულად. სიჩქარეს ექიმები ეძახიან “სწრაფ მკვლელს”, რადგან ის ორგანიზმს აიძულებს გამოიმუშაოს დიდი რაოდენობით ადრენალინი, რომელიც აჩქარებს გულს, წარმოშობს დაძაბულობას და საბოლოოდ სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას.

5. შეეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია. დამტკიცებული ფაქტია, რომ ოპტიმისტები ცხოვრობენ პესიმისტებზე დიდხანს და გაცილებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. დადებითი ემოციები აძლიერებენ იმუნიტეტს და აფერხებენ დაბერების პროცესს.

6. ჯანმრთელობისთვის ყველაზე მავნე გრძნობებია ბრაზი, დანაშაულის გრძნობა და საკუთარი თავითა თუ გარშემომყოფებით უკმაყოფილება. გახსოვდეთ: ჯანმრთელობა იწყება საკუთარი თავის და ახლობლების სიყვარულით.

7. იცინეთ რაც შეიძლება ხშირად. კვლევებით გამოვლინდა, რომ სიცილის წყალობით ადამიანის ორგანიზმში ძლიერდება სისხლის მიმოქცევა, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკაა. უარყოფითი ემოციები კი თვითგანადგურების მექანიზმის ამუშავებას ახდენენ.

8. ისწავლეთ ბოლომდე მოდუნება.
ამისათვის გამოყავით დღეში ათი წუთი, სჯობს ძილის წინ გააკეთოთ ეს. განმარტოვდით, ჩართეთ საყვარელი მუსიკა, დაჯექით მოხერხებულად. ამოირჩიეთ ობიექტი, რომელიც თქვენზე დადებით ზემოქმედებას მოახდენს. ეს შეიძლება იყოს ბუხარში დანთებული ცეცხლი, აკვარიუმის თევზები ან ნებისმირი სხვა რამ. მთავარია, რომ დაკვირვების მომენტში თქვენ განიცდიდეთ წონასწორობას და ჰარმონიას. ისიამოვნეთ სიწყნარით, შეიგრძენით შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია, შეეცადეთ ისეთზე არაფერზე და არავიზე არ იფიქროთ, რაც თქვენს ცნობიერებას გააღიზიანებს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ასეთ წუთებს შეუძლიათ ორგანიზმი შინაგანი ძალები აღადგინონ და მოხსნან ყოველდღიური სტრესით გამოწვეული დაძაბულობა.

9. ჩვევად გაიხადეთ გააანალიზოთ თქვენი დაავადებები. ცუდად ყოფნის ყველა სიმპტომი „მოსაუბრეა“, თუ ცუდად ხართ ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას სწორად და კარგად არ აკეთებთ. ბანალური გაციებაც კი “იკვებება” გაღიზიანებით და წყენით.

10. ებრძოლეთ ცუდ განწყობას, ნუ მისცემთ მას უფლებას დეპრესიაში ჩაგითრიოთ. ფსიქოლოგების რჩევაა დღეში ორი წუთის მანძილზე ავარჯიშოთ “ბედნიერების კუნთები”. გაუღიმეთ სარკეში საკუთარ გამოსახულებას და ამ დროს იმაზე იფიქრეთ, რომ თქვენ ყველაზე ჯანმრთელი, ლამაზი და ბედნიერი ადამიანი ხართ დედამიწაზე.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1578 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ადამიანების დარწმუნებისა და მართვის 9 საიდუმლო მეთოდი

1. ფრეიმინგი ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება პოლიტიკაში. ფრეიმინგის ყველაზე პოპულარული მაგალითია – გადასახადი მემკვიდრეობაზე. პოლიტიკოსები, რომლებიც ამ გადასახადის წინააღმდეგ გამოდიან, მას სიკვდილზე გადასახადს ეძახიან. სიტყვა „სიკვდილი“-ს გამოყენება „მემკვიდრეობის“ ნაცვლად, იწვევს

როგორ უნდა გახდეთ ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი – 10 რჩევა კიმ კიიოსაკისგან

ყველა ადამიანი ბუნებით უნიკალურია, მაგრამ ის, რაც ერთს გამოუვიდა, სრულიად მიღწევადია სხვისთვისაც. კიმ კიიოსაკი ახლა ფინანსურად დამოუკიდებელი ადამიანია, ის გახდა ინვესტორი. ეს რჩევები, რომლებიც კიმს მოჰყავს, არის მათთვის, ვინც მზადაა

ვინ არიან საქართველოში ბანკების მფლობელები?

ვინ არიან საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების მფლობელები, ვინ მართავს საბანკო დაწესებულებებს და ვის ანდობს საქართველოს მოსახლეობა ბანკში შესანახად შეტანილ საკუთარ ფულად სახსრებს (ყველა მონაცემი მოპოვებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდ nbg.gov.ge-დან

10 ფრაზა, რომელსაც ჭკვიანი ადამიანები არასოდეს ამბობენ

მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებმა იციან, რომ ამ ფრაზებს აქვთ განსაკუთრებული ძალა, – მათ შეიძლება მცდარი წარმოდგენა შეუქმნას გარშემომყოფებს თქვენს მიმართ. ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ ფრაზებს, რომლებიც არასოდეს არ უნდა

ჭადრაკი, როგორც ცხოვრების მინიატურა

თითქმის ათასხუთასი წელი ამშვენებს ჭადრაკი ჩვენს ყოფას. დრომ მას ვერაფერი დააკლო. პირიქით, ეპოქისა და პროგრესის შესაბამისად იგი თავად უმჯობესდებოდა, დროის მიხედვით იცვლიდა სახეს. მას არასოდეს დაუკარგავს მიმზიდველობა, ყოველთვის იყო საიდუმლოებით

მილიარდერების ისტორიები, რომლებმაც ნულიდან დაიწყეს

ამ სტატიაში თქვენ წაიკითხავთ 14 მილიარდერის ისტორიას, რომლებმაც დაიწყეს ნულიდან და საკუთარი შრომისუნარიანობის, გამომგონებლობის, საქმიანი უნარების, შეუპოვრობისა და გამართლების წყალობით შევიდნენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში: მობილური აპლიკაციის WhatsApp-ის შემქმნელი იან