იყიდება სამსართულიანი ვილა აუზით და ბაღით. ფასი 1 დოლარი.

“ბოდვაა!” – გაიფიქრა მათხოვარმა და გადააგდო გაზეთი.

საჭმლის ძიებაში ეზო–ეზო სიარულისას კედელზე იგივე განცხადებას წააწყდა.

“გადაირიენ?” – გაიფიქრა მან და ბუზღუნით გააგრძელა გზა.

ფართო ქუჩაში გასვლისას ყურადღება უზარმაზარ ბანერს მიაქცია,რომელიც იუწყებოდა:

“იყიდება სამსართულიანი ვილა აუზით და ბაღით ზღვის ნაპირზე. ფასი 1 დოლარი.”

დაფიქრდა მათხოვარი და შეიპყრო ცნობისმოყვარეობამ,რომელ გიჟს შეეძლო ამის დაწერა და გადაწყვიტა შეემოწმებინა.არაფერს არ კარგავდა – ბოლო დოლარის გარდა.
მივიდა მითითებულ მისამართზე და ნახა ის ვილა. გაუბედავად დარეკა ზარი. კარები ლამაზმა ქალმა გაუღო.

– მაპატიეთ! განცხადების თაობაზე ვარ, რაც დაწერეთ – სინამდვილეა?

– დიახ, დიახ, ყველფერი ესეა.

– ფასი მართლა 1 დოლარია?

– დიახ. თუ დაინტერესდით შეგიძლიათ სახლი დაათვალიეროთ.

რა თქმა უნდა, მათხოვარს მოეწონა და ბოლო 1 დოლარის მიცემით არაჩვეულებრივი და მდიდრული ვილის მფლობელი გახდა.მაგრამ მაინც გადაწყვიტა ეკითხა,თუ რატომ ღირდა ვილა ესე იაფი.რაზეც ქალმა ღიმილით უპასუხა:

– ჩემმა ქმარმა სიკვდილის წინ ანდერძში მიუთითა,რომ გამეყიდა ჩვენი ვილა და ფული მისი საყვარლის ანგარიშზე გადამერიცხა.რაც მე გავაკეთე!

განცხადება ნახევრია წელი იყო გამოკრული და ერთდაერთი,ვინც გამოეხმაურა,თქვენ ხართ.წარამტებებს გისურვებთ!…

და ქალი წავიდა.

Report

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

როკი ბალბო: საუკეთესო მოტივაცია

ქალი და ბიზნესი: ინტერვიუ მაკო ჯაოშვილთან