იყავი ძლიერი – იბრძოლე ბოლომდე!

ძალიან ხშირად ჩვენ ღამეებს ვათენებთ იმისათვის,რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს და ავიხდინოთ ოცნებები, ვკითხულობთ ბევრს,ვსწავლობთ, ვშრომობთ, ვმუშაობთ ფიზიკურად ან გონებრივად და ვეძებთ ახალ- ახალ გზებს წარმატებისთვის. ამ დროს გარშემომყოფები მთელ დროს ჩვენს განსჯაში ატარებენ და რადგან არ ვცხოვრობთ მათი ცხოვრების მსგავსად კრიტიკის ქარ- ცეცხლში ვეხვევით. თუ შენს ცხოვრებაშიც მსგავსად ხდება ყველაფერი, გილოცავ, შენ განსაკუთრებული ხარ და ძალიან მალე მიაღწევ დიდ წარმატებას!
თუმცა ამ შემთხევაში დისკომფორტი შეიძლება შეგვექმნას იმიტომ,რომ გარშემომყოფების დამოკიდებულებას ადვილად ვგრძნობთ, ვიძაბებით,კვლავ ეჭვი შეგვაქვს ჩვენს ძალებში და ჩვენი მიზნების ასრულებას ეჭქვეშ ვაყენებთ. იყავი ბოლომდე ძლიერი, ნუ მოექცევი მსგავსი ნეგატივის გავლენის ქვეშ. გააგრძელე შრომა და ბრძოლა წარმატებისთვის.
ასევე ეცადე გაწყვიტო ურთერთობა მსგავსი ტიპის ადამიანებთან, თუმცა შეგიძლია იყო უფრო ძლიერი, დარჩე მათ გვერდით და მშვიდად აიტანო ისინი. თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც,რომლებიც ცდილობენ საკუთარი წარმატება და ბრძოლის წესები გაუზიარონ სხვებს,მაგრამ ისინი ტყუილად ირჯებიან. ადამიანები,რომლებიც კრიტიკის ქარცეცხლში გატარებენ,მხოლოდ იმის გამო,რომ შენ ოცნებებისთვის იბრძვი – არ მოგისმენენ, ამიტომ ნუ გაფლანგავ ძვირფას წუთებს, იმუშავე კვლავ დღე და ღამე, ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებ.
მინდა ასევე შეგახსენო, რომ არ დაკარგო დრო იმაზე ფიქრში, თუ როგორ განწყობას იღებ ასეთი ადამიანებისგან. ეს შენს მიზანს დაგაშორებს.შენ გჯეროდეს,მხოლოდ საკუთარი თავის. იყავი დარწმუნებული შენს შესაძლებლობებში.
შესაძლოა წასაკითხად მძიმე პოსტი გამოვიდა ამჯერად, რთულია, როცა გარშემომყოფებისგან მსგავს ნეგატივს გრძნობ,მაგრამ ეცადე იპოვო სამყაროში თანამოაზრეები. ძლიერი ადამიანები, მათ ვისაც გაუზიარებ შენს გეგმებს,ისინიც მხარს დაგიჭერენ და აღფრთოვანდებიან შენი მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანია.
მე მყავს მეგობარი,რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით დგას და მეხმარება ოცნებების ასრულებაში. ის მე უდიდეს მოტივაციას მაძლევს და მავსებს პოზიტივით. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ნამდვილად ბედნიერებაა. სამყაროში არსებობენ მსგავსი ტიპის მეგობრები. იპოვე ისინი და დაისახე მიზნები მათი მხარდაჭერით.
გისურვებ წარმატებებს!

Report

დადუნა ნადარაია

ავტორი: დადუნა ნადარაია

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ერთი პრინციპი, რისგანაც ჩნდება წინააღმდეგობები ჩვენს ცხოვრებაში

ტრანსფორმაციული ინტერვიუ-ტრენინგი ფსიქოლოგ – ხათუნა მუზაშვილთან