ისტორია: ტყისმჭრელების ჩემპიონატზე

ორი ტყისმჭრელის, კანადელის და ნორვეგიელის დავალება ასეთი იყო: რაც შეიძლება მეტი ხე მოეჭრათ თავის ნაწილში. დრო დილის 8 საათიდან საღამოს 4 საათამდე ჰქონდათ.

დილის 8 საათზე გაისმა სასტვენის ხმა და ტყისმჭრელებმა დაიკავეს თავიანთი პოზიციები. მოჭრეს ხეები. ბოლოს კანადელი გაჩერდა, როცა გაიგო, რომ ნორვეგიელიც გაჩერდა. 9 საათზე კანადელმა გაიგო, რომ ნორვეგიელი ისევ შეუდგა ხეების ჭრას.

ისინი კვლავ სინქრონულად მუშაობდნენ, როცა 9:45 სთ-ზე კანადელმა ისევ გაიგო, რომ ნორვეგიელი კვლავ გაჩერდა. მან სასწრაფოდ გააგრძელა მუშაობა, რომ გამოეყენებინა ეს დრო და მაქსიმალურად მეტი ხე მოეჭრა. ასე გრძელდებოდა მთელი დღე. ყოველ ერთ საათში ნორვეგიელი ჩერდებოდა 10 წუთით, ხოლო კანადელი აგრძელებდა შეუსვენებლად მუშაობას.

ზუსტად დღის 4 საათზე, როცა გაისმა შეჯიბრის დასრულების მანიშნებელი საყვირი, კანადელი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ პრიზი მას ერგებოდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მისი სახე, როცა გაიგო, რომ წააგო?!

ეს როგორ? — ჰკითხა მან ნორვეგიელს. — ყოველ ერთ საათში მე მესმოდა როგორ ჩერდებოდი 10 წუთით. როგორ მოახერხე ჩემზე მეტი ხის მოჭრა?! ეს შეუძებელია!

— სინამდვილეში ყველაფერი მარტივად არის, —უპასუხა ნორვეგიელმა. — ყოველ ერთ საათში მე ვჩერდებოდი იმისათვის, რომ ამელესა ჩემი ნაჯახი.

მორალი: ყოველთვის, როცა ჩერდებით და ფიქრობთ მნიშვნელოვან საკითხებზე, თქვენ ლესავთ თქვენს „ნაჯახს“.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

5 რჩევა, რომ სულელად არ გამოვიყურებოდეთ საუბრისას

შემდგარი მილიონერის 7 რჩევა