იმეგობრეთ მათთან ვინც თქვენზე უკეთესია – რჩევები რიჩარდ ბრენსონისგან

იმეგობრეთ მათთან ვინც თქვენზე უკეთესია – რჩევები რიჩარდ ბრენსონისგან

მთელი ცხოვრება ვცდილობდი მეცხოვრა ისეთი ადამიანებით გარშემორტმულს, რომლებიც ჩემზე უკეთესნი იყვნენ. ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ ჩემი მშობლებით, დებით და ძმებით, ვცდილობ რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო და მეტი რამ ვისწავლო მათგან. ეს ასევე ეხება ჩემს ცოლს, შვილებს, შვილიშვილებს და სხვა ნათესავებს. იგივე პრინციპი ვრცელდება სამსახურზეც.

ჩემი პირველი ბიზნესის დაწყებისას ბევრი რამის გაკეთა არ შემეძლო, მაგრამ გამიმართლა და შევძელი ისეთი ადამიანების პოვნა, რომელთაც ეს  შეეძლოთ.  არ მქონდა  არანაირი განსაკუთრებული უანრი,  მაგრამ ვიცოდი როგორ უნდა დამეინტერესებინა ხალხი, რომელსაც ჰქონდა ამის უნარი. ვიპოვე ყველაზე ჭკვიანი ბუღალტრები, მუსიკის საუკეთესო მცოდნეები, ბრწყინვალე პილოტები – ადამიანები, რომლებიც ჩემზე უკეთესები იყვნენ. და ჩვენ ვსწავლობდით ერთმანეთისგან. ასე რომ, თუ გინდათ იყოთ წარმატებული და ცხოვრებაში ბევრს მიაღწიოთ,ისეთ ადამიანებთან  გაატერეთ დრო, როგორებიც გინდათ რომ იყოთ. როგორც მწვრთელმა ჯიმ რონმა თქვა – საშუალოდ 5 ადამიანის გარემოცვაში ატარებს დროს.  თუ გინდათ იყოთ აქტიური ადამიანი, ბევრს მიაღწიოთ, მაგრამ  დროს ზარმაცი ადამიანების გარემოცვაში ატარებთ, ამით ცხოვრებას ირთულებთ.

სწორდ ამიტომ მიყვარს ბიზნესმენებთან ურთიერთობა. როცა მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ, ვმუშაობ ჩვენს ფონდთან Virgin Unite-თან, ვხვდები ახალ  სტარტაპერებს, ყველაზე მეტად მომწონს მათთან ურთიერთობა და აზრთა გაცვლა – გამოცვლა. ასევე მეწარმეებიც ხშირად გვსტუმრობენ კუნძულ ნეკერზე, Virgin Unite-ის სხვადასხვა ღონისძიებებზე. როდესაც  ისეთი ხალხით  ხართ  გარშემორტყმული, რომლებიც თქვენს შეხედულებებს იზიარებენ, რომელთაც მსოფლიოსთვის  სურთ სიკეთე, ეს შთააგონებს ნებისმიერს უფრო მეტის მიღწევისკენ.

რასაკვირველია ჯიმის გამოთქმა ეხება საშუალო რიცხვის კანონს. მე არასდროს არ მჯეროდა საშუალო მაგნიტუდის. როგორც ტოდ როუზმა აღნიშნა თავის წიგნში  The End of Average, უნდა გვესმომდეს რომ საშუალო ადამიანი არ არსებობს ამიტომ შეწყვიტეთ საკუთარი თავის იმ კატეგორიისთვის მიკუთვნება , რომელსაც რეალიზება და დიდი ოცნებების განხორციელება არ შეუძლია. ასე, რომ თუ ჩვენ განვსჯით საკუთარ თავს ვერგებით თუ არა ამას, ჩვენ ვერასოდეს შეგვამჩნევენ. მსოფლიო შედგება არაორდინალური ადამიანებისგან, ასე რომ ნუ დაკარგავთ დროს იყოთ ნორმალური.

ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა რომლებიც ჰგავნან თქვენს იდეალს. ეძებეთ ისინი ყველგან და ყოველთვის. გადით გარეთ და მიიღეთ რაც შეიძლება მეტიშთაბეჭდილება მსოფლიოსგან. თუ თქვენ შემოზღუდავთ საკუთარ თავს  მხოლოდ ოჯახით, საუკეთესო მეგობრებით, კოლეგებით, ქალაქით და თუნდაც ქვეყნით,  არ გექნებათ  დიდი მიღწევების შესაძლებლობა. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ადამიანი გაიმარჯვებს ჰორიზონტის გაფართოებით.

This post is also available in: English Русский

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

20 რჩევა საკუთარი თავისთვის

1. არ არის საჭირო ნერვიულობა ჩვენს ცხოვრებაში ბევრი სტრესული სიტუაციაა, მაგრამ ყველა მათგანი წარსულში რჩება და ვივიწყებთ. მთავარი კი ისაა, რომ არც ერთი მათგანი არ ღირდა მათზე დახარჯული ნერვების ფასად.

რატომ არის საჭირო ნელი და არა ბევრი მუშაობა

დიზაინერული ბიუროს ხელმძღვანელმა მეთ სტილმა, დაწერა ესე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინოთ საკუთარი საქმის ორგანიზება ისე, რომ არ გახდეთ მისი მონა, შეინარჩუნოთ საღი აზრი და მეტი სიამოვნება მიიღოთ ცხოვრებისგან:

7 რჩევა, რომლებიც საკუთარი თავის პოვნასა და ბედნიერების მიღწევაში გვეხმარება

როგორ გავიმარტივოთ ცხოვრება? როგორ დავეხმაროთ ჩვენს თავს რეალიზებაში? როგორ მოვძებნოთ საკუთარი ადგილი სამყაროში და არ დავიბნეთ ინფორმაციით სავსე თანამედროვე გარემოში ორიენტირებისას? ამ შეკითხვებზე პასუხები ალბათ ხშირად გიძებნიათ. შესაძლოა, ზოგიერთ მათგანზე

12 მიზეზი თუ რატომ არ უნდა დანებდეთ არასდროს

1. სანამ თქვენ ცოცხალი ხართ, ყველაფერი შესაძლებელია ერთადერთი საპატიო მიზეზი თქვენი დანებებისა ეს სიკვდილია. სანამ თქვენ ცოცხალი ხართ (ჯანმრთელი და თავისუფალი), თქვენ გაქვთ არჩევანი, რათა ეცადოთ, სანამ არ მიაღწევთ საბოლოო

რით შეიძლება თანამშრომლების შთაგონება

1. მიესალმეთ თანამშრომლებს, როცა გვერდით ჩაუვლით და მიმართეთ სახელით (ისწავლეთ მათი სახელები, თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ). 2. დაწერეთ «მადლობა», «ყოჩაღ» ან რამე მსგავსი და დატოვეთ მათ მაგიდებზე. 3. დააჯილდოვეთ

მადა, როგორც ფინანსური ხაფანგი

ალბათ ხშირად გსმენიათ ან გამოგიცდიათ კიდეც, რომ შემოსავლების გაზრდის მიუხედავად ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება, უფრო მეტიც შესაძლოა შემოსავლების გაზრდამ ფინანსურ ჩიხამდეც მიგვიყვანოს. რატომ? ამ კითხვას სულ რაღაც ერთ სიტყვიანი