ერთხელ ერთი ბიზნესმენი მოხვდა კუნძულზე და დაინახა მზის გულზე მშვიდად მწოლიარე აბორიგენი, რომელიც წვენს წრუპავდა (თავად მოიფიქრეთ რის წვენს).
— რატომ წევხარ და არაფერს არ აკეთებ? — მიმართა მას.
— და რა უნდა ვაკეთო?
— გაიხედე, შენს გარშემო ბევრი ეკზოტიკური ხილია. შეგეძლო მოგეგროვებინა და გაგეყიდა. გარშემო მშვენიერი ზღვა და სანაპიროა. შეგეძლო აქ შესანიშნავი სასტუმროები აგეშენებინა და დიდი ფული გეშოვა. მილიარდების შოვნა შეგეძლო.
— და რა მერე?
— მერე შეგეძლო მშვიდად წამოწოლილიყავი პლაჟზე, მზის გულზე და დაგელია წვენი!
— და რას ვაკეთებ ახლა მე?!