იგავი ჭაში ჩავარდნილი ვირის შესახებ

ერთხელ ჭაში ჩავარდა ვირი და დაიწყო ხმამაღლა ღრიალი, შველისთვის მოწოდებით.
მის ღრიალზე მოვარდა ვირის პატრონი და დამწუხრებით ხელები გაშალა – ვირის ჭიდან გამოთრევა ხომ შეუძლებელი იყო.

მაშინ პატრონმა იმსჯელა შემდეგნაირად: “ჩემი ვირი უკვე ბებერია, და მას არც ისე დიდი ხნის სიცოცხლე დარჩა, ხოლო მე მაინც მინდოდა სხვა ახალგაზრდა ვირის ყიდვა. ეს ჭა უკვე თითქმის გაშრა, და მე უკვე დიდი ხანია მინდოდა ქვიშით მისი ამოვსება და ახალის ამოთხრა. მაშ რატომაც არ მოვკლა ორი კურდღელი ერთდროულად – მიწას ჩავყრი ძველ ჭაში, და თან ვირსაც დავმარხავ”.

არც ისე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მან დაუძახა თავის მეზობლებს – ყველამ მეგობრულად დაიწყო ჭაში მიწის ჩაყრა. ვირი იმ დროსვე მიხვდა, რაშია საქმე და დაიწყო ხმამაღლა ღრიალი, მაგრამ ხალხი ყურადღებას არ აქცევდა მის ღრიალს და ჩუმად აგრძელებდნენ ჭაში მიწის ჩაყრას.

მაგრამ, ვირი მალე გაჩუმდა. როდესაც პატრონმა ჩაიხედა ჭაში, მან ნახა შემდეგი სურათი – ყოველივე მიწის ნაგლეჯს, რომელიც ვარდებოდა მის ზურგზე, იგი აფერთხებდა ზურგიდან და ზედ დგებოდა. რამოდენიმე ხანში, საყოველთაო გაკვირვებისათვის, ვირი ზევით აღმოჩნდა და გამოხტა ჭიდან! მაშ ასე…

… შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში იყო ბევრი სხვადასხვა უსიამოვნება, და მომავალში ცხოვრება გამოგიგზავნით სულ უფრო და უფრო ახლებს. და ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენს თავზე დაგეცემათ მიწის ნაგლეჯი, გახსოვდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაიფერთხოთ და ზუსტად ამ მიწის ნაგლეჯის დახმარებით, ახვიდეთ ოდნავ ზევით. ამგვარად, თქვენ ნელნელა შეძლებთ ყველაზე დიდი ჭიდან ამოსვლას.

თვითოეული პრობლემა – ეს ქვაა, რომელსაც ცხოვრება ისვრის თქვენზე, მაგრამ ამ ქვებზე სიარულით, თქვენ შეგიძლიათ გადალახოთ მშფოთვარე ნაკადი.

დაიმახსოვრეთ 3 მარტივი წესი:

  1. გაათავისუფლეთ თქვენი გული სიძულვილისაგან – აპატიეთ ყველას, ვისზეც იყავით ნაწყენი.
  2. გაანთავისუფლეთ თქვენი გული ღელვისაგან – მათგან უმეტესობა უშედეგოა.
  3. იცხოვრეთ ჩვეულებრივად და დააფასეთ ის, რაც გაგაჩნიათ.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

რაზე უნდა დავფიქრდეთ სანამ ჯვარს დავიწერთ?

იგავი ჯადოქარსა და ცხვრის შესახებ