ჰოლანდიაში სიგარეტს აღარ გაყიდიან: მათ უბრალოდ აღარავინ ყიდულობს

ნიდერლანდებმა ისევ ყველას აჯობა

გარკვეული პერიოდის წინ მათ განაცხადეს რომ ხურავენ ციხეებს, რადგან  იქ აღარვის  სვამენ. ახლა კი გადაწყვიტეს შეაჩერონ  სიგარეტის რეალიზაცია, რადგან მათ აღარვინ ყიდულობს. NL Times-ის ცნობით,  2022 წლისთვის  ჰოლანდიაში კომპანია Lidl-ს  ფილიალები დაბალი მოთხოვნის გამო მთლიანად უარს გამოუცხადებენ სიგარეტის გაყიდვას.

ბოლო წლების მონაცემებით სიგარეტის გაყიდვის  მკვეთრად შემცირების გამო, სუპერმარკეტები მოგებას ვეღარ ნახულობენ.
,,ჰოლანდიაში შეინიშნება სიგარეტზე უარის თქმის აშკარა ტენდენცია. ჩვენ არ გვინდა შექმნილ სიტუაციას წინააღმდეგობა გავუწიოთ, ამიტომ სიგარეტის გაყიდვაზე უარის თქმა  ჩვენი მხრიდან ლოგიკური ნაბიჯია’’ –განაცხადა კომპანია Lidl-ის წარმომადგენელმა.

ნიდერლანდების სპორტისა და ჯანდაცვის სამინისტროს მდივანმა სიგარეტის გაყიდვის შეწყვეტას მხარი დაუჭირა  და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ კომპანია Lidl-ის პოლიტიკას სხვა მაღაზიებიც  გაიზიარებენ.
გერმანიაში არსებული  Lidl -ის საცალო ქსელური მაღაზიები, ჯერ-ჯერობით არ აპირებენ სიგარეტის გაყიდვიდან ამოღებას.
,,ჩვენ მომხმარებლის სურვილის შესაბამისად ვქმნით ასორტიმენტს’’ –განაცხადა გერმანიის ფილიალის პრესმდივანმა.

ბოლო წლების განმავლობაში ნიდერლანდების ხელისუფლებამ   მწეველთა რიცხვის შესამცირებლად გარკვეული ზომები მიიღო. 2008 წლიდან ძალაში შევიდა კანონი კაფეეებსა და ბარებში მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით, სამომავლოდ მთავრობა ღია ადგილებზეც გეგმავს ამ კანონის გავრცელებას. სუპერმარკეტებში კი არ დაიშვება მომხმარებლისთვის  თვალში მოსახვედრ ადგილზე პროდუქციის განთავსება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ნიდერლანდებში მწეველთა რიცხვი  მოსახლეობის მხოლოდ 20%-ს შეადგენს. 2000 წლიდან 2015 წლამდე მწეველთა რიცხვი თითქმის სამჯერ შემცირდა.

Report

B2PGE

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ელონ მასკის 5 გრანდიოზული პროექტი

პროფესია Trouble-shooter – ადამიანი რომელიც აგვარებს ნებისმიერ პრობლემას