in ,

ჰენრი ფორდი: შემსწავლელი შემთხვევა მილიარდერის ცხოვრებიდან

ერთხელ უკვე მილიარდერი ჰენრი ფორდი ინგლისში გაემგზავრა საქმეებზე. აეროპორტის საინფორმაციო ბიუროში მან იკითხა ქალაქში ყველაზე იაფფასიანი სასტუმროს შესახებ. ბიუროს თანამშრომელმა ფორდი იცნო, მსოფლიოს გაზეთები ხშირად წერდნენ მასზე. და აი, სწორედ ფორდი იდგა მის წინაშე ძველ ლაბადაში, რომელიც მასზე უფრო მეტი წლის იქნებოდა და თან ყველაზე იაფფასიანი სასტუმროს შესახებ ეკითხებოდა.

ბიუროს თანამშრომელმა ყოყმანით ჰკითხა: თუ არ ვცდები თქვენ ბატონი ჰენრი ფორდი ბრძანდებით არა? დიახ, უპასუხა ფორდმა. ბიუროს თანამშრომელს გაუკვირდა და უთხრა – მე თვალყურს ვადევნებ სიახლეებს და ვიცი რომ თქვენი ვაჟი ყოველთვის ძვირადღირებულ სასტუმროებში ჩერდება, თანაც მას ყოველთვის საუცხოოდ აცვია. თქვენ კი ყველაზე იაფფასიანი სასტუმროს შესახებ მეკითხებით და ატარებთ ლაბადას, რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან ძველია. ნუთუ თანხის ეკონომიას აკეთებთ?

გაღიზიანებულმა ფორდმა უპასუხა – რატომ უნდა გავჩერდე ძვირადღირებულ სასტუმროში, სადაც არ უნდა წავიდე მე ჰენრი ფორდი ვიქნები, ყველაზე იაფფასიან სასტუმროშიც კი, ამიტომ რა განსხვავებაა. ჩემი ვაჟი ჯერ-კიდევ ახალგაზრდაა და გამოუცდელი, მას ეშინია თუ რას იფიქრებს ხალხი, თუკი ის იაფფასიან სასტუმროში წავა. რაც შეეხება ჩემს ლაბადას დიახ, მას ჯერ-კიდევ მამაჩემი ატარებდა, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რაში მჭირდება ახალი ტანსაცმელი, მე ჰენრი ფორდი ვარ რაც არ უნდა ჩავიცვა, და ყველგან და ყოველთვის ჰენრი ფორდი ვიქნები.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

What do you think?

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

0

გაყიდვების 8 წესი

თვითგანვითარების 23 ჭეშმარიტება