გჯერათ, რომ სასწაულების მოხდენა შეგიძლიათ?

ეს სიმართლეა, თქვენ შეგიძლიათ სასწაულების მოხდენა! ფაქტიურად თქვენი დანიშნულებაც ეს არის. სასწაული არც მეტი არც ნაკლები აღქმის შეცვლაა. ზოგჯერ რაღაც აბსოლიტურად მიუღწეველი გვგონია. შემდეგ კი გონება გვეცვლება და შეუძლებელი სრულიად შესაძლებელი ხდება.

ყველა სასწაული უბრალო ფიქრით იწყება. შემდეგ იბადება იდეა… ნება მომეცი აგიხსნა.

რა საერთო უნდა ჰქონოდათ: თომას ედისონს, ალექსანდრ გრეჰემს ბელს და ძმებ რაიტებს? ამ ადამიანების გარდა თავში არავის მოსვლია ნათურის, ტელეფონის და მფრინავი აპარატის გამოგონება. ისინი ნოვატორები იყვნენ.

რაც უფრო მეტ დროს უთმობდნენ ისინი თავიათ ფიქრებს, მით უფრო იხვეწებოდა და მწიფდებოდა მათი იდეა. განზრახვები მიზიდულობის ძალით ახალ იდეებს იწვევდა და ასე დაუსრულებლად.

უმნიშვნელო ფიქრები, ძლიერ რწმენებათ ყალიბდება. მოქმედებისკენ გვიბიძგებს, გამოცდილებად იქცევა და მშვენიერ შესაძლებლობად გარდაიქმნება. სურვილება ასრულებას იწყებენ.

არის ეჭვები და სირთულეები ამ გზაზე? რა თქმა უნდა არის მაგრამ ისინი  მხოლოდ დაგეხმარებიან შენ. ამგვარად, ერთ დღეს გარემოებები შეინთქმებიან დაიბადება სასწაული. რაც ერთ დროს უმრავლესობას საქილიკოდ და დასაცინად არ ჰყოფნიდა, მათსავე თვალწინ ამაყად დაიწყებს სიარულს. ნებისმიერი გამოგონება, აღმოჩენა, შედევრი, ბიზნესპროექტი და ოცნება იწყება უბრალო ფიქრით, აღქმის შეცვლით და შეუძლებლის დაჯერება, მათ სასწაულებად გარდაქმნის. 

ყველაფერი აზროვნებით იწყება.  თუ მტკიცედ დაიჯერებ და კარგად იშრომებ, შენი ოცნებებიც ასრულდება.  აზრის ძალა უდიდესი ნიჭია. ეს არ ეხება იმას, ლანჩზე სალათი მიირთვა თუ სენდვიჩი. ვგულისხმობი, შესაძლებლობას შეცვალო სამყარო, აქ ვლინდება თავისუფალი ნება. ფიქრი ენერგიაა, რომელიც ფსეკამდე დაგძირავს და ცამდე აგამაღლებს.

ყველა ჩვენგანი ფლობს უნარს შეცვალოს  საკუთარი აზროვნება და  უბედურება ბედნიერებად, ნაკლი ბარაქად, მარცხი წარმატებად აქციოს. ნუთუ არასოდეს გიიქრია ამაზე?! გიფიქრია! უბრალოდ ზოგჯერ გვავიწყდება ამის შესახებ! ადამიანი საკუთარ ცხოვრებას იმაზე მეტად აკონტროლებს, ვიდრე წარმოუდგენია. გაბედე შენც! 

 

თარგმანი: მაია დოლაშვილი

           

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რატომ არის მოქმედება ფიქრზე უფრო მნიშვნელოვანი

ბლოგერი და მეწარმე თომას ოპონგი აქვეყნებს მამოტივირებელ სტატიას ყველასთვის, ვინც აგრძელებს ერთი ადგილის ტკეპნას და არ იწყებს მოქმედებას. B2P.GE გთავაზობთ მისი სტატიის თარგმანს. წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა, თუ არაფერს მოიმოქმედებთ. ნუ

წარმატებული ცხოვრების 8 წესი

1. გარესამყარო არც მტრულია და არც კეთილი. ის ისეთია, როგორადაც მას აღვიქვამთ. ყველა ჩვენი წარუმატებლობა და პრობლემები მხოლოდ ჩვენში უნდა ვეძებოთ. ჩვენ ხშირად უბრალოდ ვაჭარბებთ და ვბერავთ ყველაფერს. 2. აიღეთ

5 გაკვეთილი, რომლის სწავლაც შესაძლებელია ბუნებისგან

1. პირველი გაკვეთილი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არის კოდალასგან: „რეალისტური ფოკუსირების გაკვეთილი“ კოდალა ბევრ რამეში ჩვენზე ჭკვიანია. მართალია ის ხეს ურტყამს თავს, მაგრამ ამას წარმატებულად აკეთებს. ის რეალისტია. ის

14 მარადიული საიდუმლოება, რომელიც ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის

1. დაივიწყე წარსული. ბედნიერების ერთერთი გასაღები ცუდი მეხსიერებაა. (Rita Mae Brown) 2. საკუთარ თავზე აიღე შენი ცხოვრების პასუხისმგებლობა. ბედნიერების საიდუმლო-თავისუფლება, თავისუფლების საიდომლო კი-სიმამაცე. (Thucydides) 3. დაამყარე ურთიერთობები. ჭეშმარიტი ბედნიერება მეგობრობაში

90 მეთოდი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის

1. ყოველი დღე არის ახალი სტარტი. ნუ მიეჯაჭვებით იმას, რაც გუშინ, გუშინწინ ან კიდევ უფრო ადრე მოხდა. დღეს ახალი ცხოვრებაა და თუკი წარსულში რამე ისე არ იყო, როგორც გინდოდათ, თქვენ

მარია მონტესორის მცნებები მშობლებისთვის

მარია მონტესორი (Maria Montessori; დ. 31 აგვისტო, 1870, კიარავალე, იტალია – გ. 6 მაისი, 1952, ნორდვეიკ-ან-ზე, ნიდერლანდი) — იტალიელი პედაგოგი, მეცნიერი, ფილოსოფოსი, ჰუმანისტი, ფემინისტი და ღრმად მორწმუნე კათოლიკე. ყველაზე უკეთ