in ,

როგორ გავიუმჯობესოთ კომუნიკაციის უნარები?

1. ნუ მიიღებთ თანამოსაუბრის რეაქციას ან ბრაზს საკუთარ თავზე, მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ თქვენ გეკუთვნით. საქმე სავარაუდოდ ეხება შიშს ან უკმაყოფილებას, ვიდრე პირადად თქვენ. ღრმად ჩაისუნთქეთ და დაითვალეთ ათამდე. ეს დრო მიეცით თანამოსაუბრეს სათქმელის ბოლომდე გამოსახატავად მანამ, სანამ ის რეალურად იმას იტყვის, რაც გონებაში აქვს.

2. თქვენ არ ხართ ვალდებული ყველა შეკითხვაზე პასუხები იცოდეთ.
სრულიად ნორმალურია თქვათ: «არ ვიცი». თუ რაიმეს დამატებით გაგება გსურთ, თქვით ამის შესახებ, მოიძიეთ ინფორმაცია და გაუზიარეთ სხვებს შედეგები.

3. უპასუხეთ (ფაქტები და გრძნობები), ნუ მოახდენთ რეაგირებას (მხოლოდ გრძნობები), მაგალითად: «მოყევით თუ შეიძლება, რაც ყველაზე მეტად გაღელვებთ იმის შესახებ», ან: «მე მესმის თქვენი უკმაყოფილება», ნაცვლად იმისა, რომ თქვათ: «მომისმინეთ, მე ჩემ სამუშაოს ვასრულებ!», ან: «ეს არ არის ჩემი საქმე!» (ეს ფრაზა ნამდვილად დიდ გაღიზიანებას გამოიწვევს). პასუხისმგებლობა გაიზიარეთ ნებისმიერი კომუნიკაციის შედეგზე, რომელშიც თქვენ მონაწილეობთ და გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ (და ხშირადაც), თქვენმა პირადმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს ყველა პრობლემა ურთიერთობაში.

4. ადამიანებისთვის არც ისე მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დათანხმდეთ, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მათი გესმოდეთ. გასაოცარია, რამდენად ბევრი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მათი არ ესმით, თუმცა ამასთან, თავად საერთოდ არ იციან მოსმენა! თქვენ შეგიძლიათ თანამოსაუბრეს დაანახოთ, რომ უსმენთ და მთელი ყურადღება დაუთმოთ.

5. «მითხარით გეთაყვა, ყველაზე მეტად რა გაღელვებთ»
«კონკრეტულად რა იწვევს თქვენს შიშს?»
«რასაც თქვენ ამბობთ, ინტერესს იწვევს. შეგიძიათ მითხრათ, როგორ მიხვედით ამ აზრამდე?»
«რა უნდა გავაკეთოთ, რომ პირობები თქვენთვის უფრო მისაღები იყოს?»
გახსოვდეთ: ის, რასაც ვინმე ამბობს და ის, რაც იმ მომენტში გესმით, შეიძლება სრულიად არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. ჩვენი პირადი ფილტრები, რწმენა და განსჯა შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს. გაიმეორეთ ფრაზა იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ყველაფერი სწორად გაიგეთ თუ არა. შემდეგ თანამოსაუბრეს ჰკითხეთ: «სწორად გავიგე?». თუ გრძნობთ, რომ ემოციურად იღებთ ნათქვამ ფრაზებს, თქვით ამის შესახებ და დასვით შემდეგი სახის შეკთხვა: «შეიძლება არასწორად გაგიგეთ და ნათქვამი საკუთარ თავზე მივიღე. მომეჩვენა, რომ თქვენ თქვით…; ეს ის არის, რასაც გულისხმობდით?»

6. აღიარეთ თანამოსაუბრის უკმაყოფილება ან უხერხულობა და შესთავაზეთ კონკრეტული ვადები, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ქმედებები მისთვის შემაფერხებელია, შესაძლოა ამ საკითხის მოგვარებაში ვინმეს დახმარება გჭირდებოდეთ. მაგალითად, თუ თქვენ უნდა განაახლოთ სისტემა სხვის კომპიუტერში, შესვლის ნებართვა მიიღოთ სხვის ოფისში – ეს საჭიროა იმისთვის, რომ სისტემამ განუწყვეტილივ იმუშაოს.

7. მოძებნეთ შეხების წერტილები, ნუ ჩაეჭიდებით უთანხმოებას. რაში შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ ორივე მხარე? მაგალითად, ურთიერთობაში წყვეტის გარეშე. ამის მიღწევის ერთ-ერთი მეთოდია საერთო ინტერესის მოძებნა.

8. გახსოვდეთ, რომ გარდატეხები იწვევს სტრესს ადამიანების უმრავლესობაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ქმედებები მათ ეხებათ ისე, რომ ამის გათვალისწინება, ან მათზე რეაგირება არ შეუძლიათ. როცა სამყარო ქაოტური გვეჩვენება, რუტინულმა ქმედებებემა შესაძლოა დაგვამშვიდოს კიდეც. ამრიგად, თუ თქვენ სხვის ტერიტორიაზე ხართ, ან გინდათ, რომ სხვამ რამე გააკეთოს ისეთ დროს, როცა თქვენ ეს გაწყობთ, მიეცით მას რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, რა გჭირდებათ და რა ვადებში. თუ შეგიძლიათ შეატყობინეთ, რა სარგებელს მოუტანს ეს ყვეალფერი თავად მას.

9. შეეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა.
ჩვენ ყოველთვის გვაქვს არჩევანი იმისა, თუ როგორ მივუდგებით სხვადასხვა გარემოებებს. ადამიანები, რომლებსაც გონიერებად და ყოჩაღებად თვლიან, მუშაობენ პოზიტიურ განწყობაზე. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ასეთი განწყობა, საკუთარ თავს ჰკითხეთ: «რა არის ამაში ასეთი კარგი?», ან: «რა შემიძლია მივიღო ამით?» ნუ დაივიწყებთ იმ ანტისტრესულ მეთოდებსაც, რომლებიც ყველაზე მეტად გეხმარებათ.

10. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბევრი ადამიანის ჩანაფიქრი (შენი ჩათვლით), უნიკალური და ეგოცენტრულია. ეს ერთის მხრივ ცუდი არ არის, რაგან გვეხმარება დასახული მიზნების მიღწევაში და საკუთარი თავის დაცვაში. სასარგებლო დიალოგის წარმართვის საუკეთესო ხერხია იმაზე საუბარი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვნთვის და შეკითხვის დასმა იმის თაობაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი თანამოსაუბრისთვის.

11. შეეცადეთ გახდეთ კარგი მსმენელი.
ადამიანებს ეჩვენებათ, რომ მოსმენა კარგად იციან, მაგრამ სინამდვილეში მათი უმრავლესობა არც უსმენს და არც ესმის. ისინი უბრალოდ ჯერ ამბობენ და შემდეგ ფიქრობენ რა თქვან შემდეგ. კარგი მსმენელი კარგ შეკითხვებს სვამს, თავიდან იშორებს ყურადღების გადამტან ფიქრებს. როცა თანამოუსაუბრე ასეთ შენიშვნებს იძლევა ან პრეტენზიას გამოთქვამს, ეს ხშირ შემთხვევაში არის შიშის ან რაიმე პრობლემის ნიშანი. მოიქეცით ისე, როგორც დეტექტივი: დასვით შეკითხვები, რომლებიც პირდაპირ თანამოსაუბრის ჩანაფიქრში გაივლის. მხოლოდ ამის შემდეგ თქვენ გამოგივათ ნამდვილად აზრიანი და სასარგებლო დიალოგი.

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ფსიქოლოგია მარკეტოლოგებისთვის

8 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ძლიერი პიროვნება ხართ და თქვენ შეიძლება ეშინოდეთ