ეკოთერაპია – განწყობის ამაღლების საუკეთესო გზა

ჩვენ კოსტა-რიკაში მდებარე Mistico Arenal ჩამოკიდებული ხიდების პარკში ვართ, ეს არის ველური ბუნებით სავსე ნაკრძალი, მიწიდან ასობით მეტრის სიმაღლეზე ჩამოკიდებული ხიდებით.

ჩამოსვლამდე ვიგრძენი ნაცნობი შფოთი – გახშირებული სუნთქვა, გაძლიერებული გულისცემა, დაძაბული მხრები. რაც გამოწვეული იყო საქმეზე ნერვიულობთ. მაგრამ ორი საათის განმავლობაში ტყის ბილიკზე გასეირნების შემდეგ, ჩემი წუხილი ნელ-ნელა გაქრა. სუნთქვა ისევ შემეძლო და მხრებიც მომიდუნდა. სამსახურის პრობლემები უკვე აღარ მახსოვდა.

წლების განმავლობაში ვიცოდი, რომ ბუნებაში სიარული მეხმარება ჩემი შიშის მართვაში. რაც არ ვიცოდი იყო ის იყო, რომ არსებობს სიტყვა რომელიც გამოიყენება ამ მდგომარეობის აღსაწერად: ეკოთერაპია.

,,ეკოთერაპია ფართო ტერმინია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალფეროვან აქტივობებზე” ამბობს ჯო ჰინდსი, ფსიქოთერაპევტი და თანაავტორი წიგნისა ,,თეორია, კვლევა და პრაქტიკა”. მისი თქმით, ეკოთერაპია შეიძლება ნიშნავდეს ბუნებაში დროის გატარებას გამოცდილი თერაპევტის მიერ თერაპიის სესიის ჩატარების თანხლებით. ეს ასევე მოიცავს უამრავ გარე აქტივობებეს – ბაღის გაშენება, რაფტინგი, კლდეზე ასვლა, ბუნებში გასეირნება, ცხენებით ჯირითი, ცხოველების მოვლა და ა.შ.

იმისდა მიუხედავად, რომ ეკოთერაპია არის ის, რასაც ადამიანები წლების განმავლობაში ბუნებრივად აკეთებდნენ, ზოგიერთმა ექიმმა დაიწყო „პარკების რეცეპტების“ გამოწერა, რომელსაც სპეციალურად ურჩევენ პაციენტებს, რომლებსაც შფოთვა ან დეპრესია აქვთ.

ბუნებრივი მორგება

უამრავი გამოკვლევა გაკეთდა იმისთვის, რომ უკეთესად გავიგოთ, რა ხდება ფიზიოლოგიურ დონეზე, როდესაც დაკავებული ვართ ეკოთერაპიით. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც 90 წუთის განმავლობაში სეირნობდა ბუნებაში აღენიშნათ არტერიული წნევის დაწევა, სტრესის ჰორმონის შემცირება, შფოთის დაქვეითება. ჰინდსი ამბობს, რომ დამატებითმა გამოკვლევებმა ასევე აჩვენა, რომ რაც უფრო მჭიდროა ურბანული გარემო, მით უფრო უარყოფით გავლენას იქონიებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე.

კიდევ ერთი გამოკვლევით დადგინდა, რომ გარეთ ყოფნას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ბავშვებში ADHD- ის სიმპტომები. გარდა ამისა, Essex უნივერსიტეტის 2007 წლის კვლევის თანახმად ბუნებაში სიარულმა ასევე შეიძლება გაზარდოს თვითშეფასება დეპრესიულ ადამიანებში.

ჰინდსი ამბობს, რომ ერთ – ერთი მთავარი თეორია, რის გამოც მუშაობს ეკოთერაპია, არის ბიოფიზიური ჰიპოთეზა, რომელიც ამბობს; ,,ბუნებასთან ჩვენი ხანგრძლივი ევოლუციური კონტაქტის გამო, ბუნებრივ გარემოში ოპტიმალურად ვმოქმედებთ”. ჰინდსის თქმით, არსებობს ყურადღების აღდგენის თეორია (ART), რომლის მიხედვითაც ჩვენ მოხიბლულნი ვართ ბუნების ესთეტიკური სილამაზით და სწორედ ეს იწვევს მისკენ მიზიდულობას. ”იმავე თეორიით ნათქვამია, რომ ჩვენი თანამედროვე ცხოვრება არის ძალიან ინტესიური – ჩვენ განვიცდით მრავალსენსორულ სტიმულირებას. ხოლო როდესაც გავდივართ ბუნებაში ეს ყველაფერი ჩერდება და ვიწყებთ კოგნიტურად გადახალისებას.

გრძელი და ხანგრძლივი ისტორია

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ეკოთერაპია ბევრისთვის ახალია, მას ხალხი საუკუნეების განმავლობაში იყენებდა. გავიხსენოთ ისეთი ფილოსოფოსები როგორებიც არიან უოლტ უიტმენი და ჰენრი დევიდ ტორო, როლებიც მუდმივად ბუნებაში დადიოდნენ როდესაც ფიქრობდნენ. ან ზიგმუნდ ფროიდი, რომელსაც ხშირად პაციენტები სანაპიროებსა და ტყეებში მიჰყავდა.

ყველას შეუძლია ისარგებლოს ეკოთერაპიით, თუმცა არსებობს გარკვეული ფსიქიკური დაავადებები, რომელთა სამკურნალოდაც ხშირად გამოიყენებენ ამ მეთოდს.

”კვლევებმა აჩვენა, რომ აქტივობას ბუნებრივ გარემოში, როგორიცაა გარეთ გასეირნება, შეიძლება ჰქონდეს შესანიშნავი გავლენა სტრესით, შფოთვით, დეპრესიით და სხვა განწყობილების დარღვევებით დაავადებულ პირებზე” – ამბობს ფსიქოთერაპევტი ჯენიფერ ოუენსი. კიდევ ერთი მაგალითი არის იპოთერაპია (იგივე რაიდთერაპია)  რაც გულისხმობს ცხენის მოვლას, გასეირნებას და ჯირითს. ამ ტიპის თერაპიას იყენებდნენ ომის ვეტერანებთან, რომლებიც იყვენენ ომიდან ახალი დაბრუნებულები და განიცდიდნენ პოსტტრავმატულ სტრესულს აშლილობას (პტსა).

,,ვეტერანს, რომელიც განიცდის პტსა-ს, მუდმივად ეშინია უხილავი მტრის ” – ამბობს ვოტსონი. ჯირითის დროს, ვეტერანებს შეუძლიათ დაიმახსოვრონ ეს შიში და ასევე გააცნობიერონ, რომ ცხენი არ გრძნობს შიშის. მისი თქმით, ეს ამშვიდებთ მათ. ”მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს გამოცდილება რეალობის გადამოწმების მიზნით და შეაფასონ სინამდვილეში იმყოფებიან თუ არა საფრთხის წინაშე”.

 

ეკოთერაპიის გამოყენება საკუთარ ცხოვრებაში

ეკოთერაპიის ერთ-ერთი ფორმა გულისხმობს თერაპიის სესიაში ბუნების ჩართვას ექიმის ხელმძღვანელობით. ,, თუ თქვენ აპირებთ ამ ტიპის თერაპიის გამოყენებას, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ მუშაობთ გამოცდილ პროფესიონალთან” – ამბობს ჰინდსი. თერაპიული სესიის დროს ადამიანები ხშირად არიან დაუცველნი, რაც გაძლიერებულია ღია გარემოში ყოფნით.

თუ თქვენ უფრო მეტად ხართ დაინტერესებული თვითმკურნალობითი ეკოთერაპიით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა შემთხვევაში არ არსებობს ერთიანი მიდგომა. შეიძლება ერთმა ადამიანმა ბაღში სამი საათის მუშაობის შემდეგ თავი უკეთესად იგრძნოს, ხოლო სხვამ ჯომარდით. ,,თქვენ უნდა იპოვოთ თქვენი საკუთარი გზა” – ამბობს ჰინდსი.

დაინტერესდით ეკოთერაპიის პრაქტიკში გამოყენებით? დასაწყისისთვის ჯენიფერი გთავაზობთ შემდეგ რჩევას:

  • ისეირნეთ გარეთ. იარეთ ძალიან ნელა და ყურადღება გაამახვილეთ თქვენს სუნთქვაზე. ყურადღება მიაქციეთ ფეხებს დედამიწასთან კონტაქტის დროს.
  • შეუდექით სენსორულ სეირნობას, სადაც მხოლოდ ერთ გრძნობაზე აკეთებთ აქცენტს. მაგალითად, აქცენტი გააკეთეთ სმენაზე – ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარშემო ხმოვანი კომუნიკაციის ყველა ფორმას. თქვენს შემდეგ გასეირნებაზე, ყურადღება გაამახვილეთ შეხებაზე და ბუნებრივი სამყაროს ტექსტურებზე.
  • იარეთ ფეხშიშველმა. იჯექით ან იდექით ფეხშიშველი გარეთ მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში.

თუ ვერ შეძლებთ გარეთ გასვლას, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • შეიძინეთ რამდენიმე ოთახის მცენარე. მათ ყურებას შეუძლია შეამციროს დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომები.
  • გაოცდით ბუნებით. როდესაც გაჭედილი ხართ საცობში ან გაჩერებული ხართ შუქნიშანზე, ეს დრო დაუთმეთ თქვენს გარშემო არსებული ხეების ყურებას ტელეფონში ყურების ნაცვლად.
  • მზის არხები. გაზარდეთ მზის სხივების მიღება ფანჯრის მახლობლად ჯდომით, სადაც შუქი ანათებს. ან დაჯექით ვერანდაზე.

წყარო: The Mood-Boosting Power of Ecotherapy

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

მიზანდასახულობის მნიშვნელობა

21 საშუალება მუდმივი სწავლისთვის