გააბით სასიყვარულო რომანი საკუთარ თავთან

გააბით სასიყვარულო რომანი საკუთარ თავთან

თუ თქვენ წარსულის მოგონებებით ცხოვრობთ, ოცნებობთ მომავალზე და არ შეგიძლიათ შეიგრძნოთ აწმყოში მიმდინარე მოვლენები, თუ თქვენ გამუდმებით ნეგატიური ფიქრები გაქვთ, თუ თქვენ ხშირად გაღიზიანებულები, უკმაყოფილოები ან გაბრაზებულები ხართ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ იმაზე მეტს იმსახურებთ, ვიდრე გაქვთ, თუ თქვენს წარუმატებლობას სხვებს აბრალებთ, თუ თქვენ დიდ ყურადღებას აქცევთ იმას, თუ რას ფიქრობენ სხვები – მაშინ ნამდვილად დროა რაღაც შეცვალოთ!

ვიყოთ გულწრფელები და გამოვუტყდეთ საკუთარ თავს რომ პრობლემა ჩვენშია და არა სხვებში. თუ უკეთესი ცხოვრება გვსურს, თავად უნდა გავხდეთ უკეთესები. გავხსნათ გონება ახლისა და ცვლილებების მისაღებად!

მოდით თავი დავანებოთ სხვებს: ქმრებს, ცოლებს, შვილებს, მშობლებს, მეგობრებს, მეზობლებს, კოლეგებს, მთავრობას, ქვეყანას, სამყაროს. გადავეჩვიოთ სხვებზე ყველაფრის გადაბრალებას. წარუმატებლობის საწინდარი არაცნობიერი გონებაა, ამიტომ პირველ რიგში საკუთარი თავის შეცნობა და პიროვნული განვითარებაა საჭირო.

დავკავდეთ საკუთარი თავით და მერე დანარჩენით! გავმართოთ მოლაპარაკებები საკუთარ თანვთან! გავაბათ სასიყვარულო რომანი საკუთარ თავთან! გავხდეთ საკუთარი თავისთვის საინტერესო!

ცხოვრებაში წარმოქმნილ დაბრკოლებებს არ უნდა შევუშინდეთ, რადგან იგი ხელს უწყობს ჩვენს სულიერ განვითარებას. ხოლო იმისთვის, რომ მივხვდეთ რა და როგორ შევცვალოთ, პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გაცნობიერება და ფიქრების ანალიზი, უნდა გავთავისუფლდეთ ეგოსა და საკუთარი თავის სიბრალულის გრძნობისგან. უნდა გავხდეთ მეტად ძლიერები, დამოუკიდებლები, გონიერები, პასუხისმგებლიანები, გახსნილები. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია და ნუ ველოდებით სხვას.

ხოდა დავიწყოთ საკუთარი თავით, ამისთვის კი ხშირად უნდა განვმარტოვდეთ და დავაკვირდეთ საკუთარ თავს. გავაცნობიეროთ ჩვენი ფიქრები, შეგრძნებები, ქმედებები და მათი გამომწვევი მიზეზები. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, ამის შემდეგ თავადვე ვიპოვით სწორ პასუხებს!

მხოლოდ საკუთარ თავთან ჰარმონიაში მყოფ ადამიანს შეუძლია ჰარმონიული ცხოვრება სხვებთან და სამყაროსთან!

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

7 ნიშანი იმისა, რომ ხელმძღვანელად ხართ დაბადებული

HootSuite-ის გენერალური დირექტორი რაიან ჰოლმსი გვიზიარებს თავის დაკვირვებების შედეგებს იმის თაობაზე, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ე.წ. სტარტაპის სადავეები აიღონ ხელში ან საკუთარი კომპანია ჩამოყალიბონ. 1. თქვენ

როგორი ადამიანები უნდა დავაფასოთ ცხოვრებაში?

…მჯერა, რომ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება შეგხვდეს ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის…და მოხდება ისე, რომ იტყვი: მანამდე და მის შემდეგ… მხოლოდ მას უამბობ იმ ყველაფერს რაც ჯერ არავისთვის გითქვამს,

კენ სანდჰეიმი: საუკეთესო ბოსის 5 ნიშანი

კარგი ხელმძღვანელი — წარმატების საწინდარია, თავის მხრივ კი KAS Placement-ის CEO და Forbes-ის, Chicago Tribune-ის, AOL-ის, Business Insider-ის და Huffington Post-ის ავტორი კენ სანდჰეიმი გვიზიარებს თავის ხედვებს იდეალური «გემის კაპიტნის»

10 ფრაზა, რომელსაც ჭკვიანი ადამიანები არასოდეს ამბობენ

მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებმა იციან, რომ ამ ფრაზებს აქვთ განსაკუთრებული ძალა, – მათ შეიძლება მცდარი წარმოდგენა შეუქმნას გარშემომყოფებს თქვენს მიმართ. ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ ფრაზებს, რომლებიც არასოდეს არ უნდა

ყოველდღიური 5 პოზიტიური მოწოდება: კვირა

დაიწყეთ დღე პოზიტიურად, შემატეთ ფიქრს დადებითი მუხტი და იმოქმედეთ ამ შემართებით. დაბრკოლების მიუხედავად ისე იარე, თავგზა არ აგებნეს, გამოსავალს ყოველთვის იპოვნი. რაპირმოღებულ საუბარს გულგაღებული მოქმედება ამჯობინე. დაუფიქრებლად ნუ დამპირდები, თუ

ფულთან მოქცევის 9 წესი

წესი № 1. დააფასეთ საკუთარი თავი მუდმივად გაზარდეთ თქვენი შემოსავლები. თუ თქვენი მიმდინარე სამსახური აღარ გაკმაყოფილებთ ფინანსურად, განეწყვეთ ახლის საძებნელად ან დამატებითი შემოსავალი მოძებნეთ. წესი № 2. ნუ ჩადებთ ფულს