არსებობს ფულის შოვნის სამი გზა. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

არსებობს ფულის შოვნის სამი გზა. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

1. დროის ფულად ქცევა
ფულის შოვნის ეს მეთოდი გამოიეყენება ადამიანების აბსოლიტური უმრავლესობის მიერ დედამიწაზე. იურისტები და სანტექნიკოსები, მეეზოვეები და ბანკების კლერკები, ოფისის თანამშრომლები და მაღაზიის გამყიდველები – ყველა ეს ადმაიანები დაკავებული არიან იმით, რომ მოახდინონ დროის ფულად კონვერტაცია.

ამ მეთოდს აქვს ერთი ნაკლი, რომელიც ყველა დანარჩენ დადებითს ფარავს: ადამიანები, რომლებიც ახდენენ საკუთარი დროის ფულად კონვერტირებას, ძალიან იშვიათად (ან არასოდეს!) იღებენ იმას, რაც უნდათ. მათ მუდმივად არ ჰყოფნით დრო ან ფული. უხეშად რომ ვთქვათ მათ წინაშე მუდმივად არჩევანი დგას: ან უნდა იყიდონ რაიმე ძვირფასი და ფასეული (მაგალითად ბინა ან მანქანა), ან დრო დაუთმონ საკუთარ თავს და ახლობლებს.

ამიტომ, საკუთარი დროის ფულად ქცევის მეთოდი ყველაზე უარესია სხვა მეთოდებს შორის.

2. ფულის სარფიანად დაბანდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ფული მიიღოთ
გონივრული მეთოდია, რომლის ყველაზე დადებითი მხარე არის ის, რომ ფული შოულობს ფულს თქვენი უწყვეტი კონტროლის ქვეშ. ამისათვის საკმარისია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა, რათა გაიგოთ სად არის მოცემულ მოემტში მომგებიანი ფულის დაბანდება შემოსავლის მიღების მიზნით.

ამ მეთოდის ერთად-ერთი მაგრამ კატასტროფული ნაკლი არის ის, რომ ადამიანების უმრავლესობას არ აქვს საკმარისი თანხა იმისათვის, რომ სადმე დააბანდოს. თუ თქვენ მოულოდნელად მიიღეთ მემკვიდრეობა – მაშინ ეს მეთოდი თქვენთვისაა, მაგრამ თუ თქვენ იწყებთ ნულიდან, ის თქვენ ნამდვილად არ შეგეფერებათ.

3. ფულის მიღება სხვა ადამიანების ხარჯზე
თქვენი ამოცანაა დააორგანიზოთ თქვენი შემოსავალი ისე, რომ ის მიიღებოდეს იმ ძალისხმევისგან, რომელსაც გაწევენ სხვები თქვენი კეთილდღეობისთვის. ამ მეთოდის დადებითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ არ ხარჯავთ მთელ თქვენს თავისუფალ დროს შემოსავლის შოვნაზე, თქვენს ნაცვლად ამას სხვა ადამიანები აკეთებენ. თქვენ უნდა მოახდინოთ მათი ორგანიზება ამ საქმეზე. აღნიშნული მეთოდის უარყოფით მხარეს წარმოადგენს ის, რომ მისი რეალიზაციისთვის აუცილებელია გარკვეული ორგანიზატორული უნარების ქონა და რაც მთავარია, უნდა შეგეძლოთ მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

თუ თქვენ შეუპოვრად დაიწყებთ ამ მეთოდის რეალიზაციაზე მუშაობას, მაშინ ადრე თუ გვიან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას მიაღწევთ. გახსოვდეთ, სხვების ძალისხმევის გამოყენებით ფულის შოვნის მეთოდი არის საუკეთესო აღნიშნულ მეთოდებს შორის.

რა უნდა გააკეთოთ შემდეგ?
მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ რომელი მეთოდით აპირებთ ფულის შოვნას, უნდა დაისახოთ მიზანი.

იმისათვის, რომ რაიმეს მიაღწიოთ აუცილებელია ნათელი წარმოდგენა იქონიოთ რა გინდათ ზუსტად. თუ ეს რაღაც არის ფული, მაშინ ჯერ აიღეთ სუფთა ფურცელი, კალამი და დაწერეთ ის თანხა, რომლის გამომუშავებაც გსურთ თვის მანძილზე (დღის, წლის).
გახსოვდეთ, ეს თანხა – არ არის არც საფულეში ჩალაგებული ფული და არც საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა. ეს არის იმის სიმბოლო, რომ ადამიანები მზად არიან ფულის ეს რაოდენობა გადაცვალონ იმ მომსახურებაზე, რომელსაც თქენ მათ შესთავაზებთ. საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ არის სარგებლის მომტანი ადამიანებისთვის? თუ ასეა, მაშინ ისინი ყოველთვის მზად იქნებიან გადაგიხადონ ფული, თან ისე, რომ არც კი დაფიქრდებიან თანხის რაოდენობაზე, რადგან თქვენი მომსახურება დაიმსახურებს შესაბამის ჯილდოს.

იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ადამიანებს, ასე თქვენი ქონებაც გაიზრდება. ამის შემდეგ თქვენ გააცნობიერებთ, რომ რაც უფრო მეტად ეხმარებით სხვებს, მით უფრო მეტ ფულს შოულობთ.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1578 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ფრაზები, რომლებმაც შექმნეს ცივილიზებული ადამიანი (ნაწილი I)

ადამიანო, თავად განსაზღვრე თავი შენი! კანტი ადამიანებზე, რომლებიც გაიძვერულად გვექცევიან,  იმიტომ ვბრაზობთ, რომ მათ ჩვენზე ჭკვიანად მიაჩნიათ  თავი. ფრანსუა დე ლაროშფუკო  ადამიანებთან ურთიერთობა გვაბედნიერებს და  გვაუბედურებს კიდეც.  ნიკოლაუ ზომბარტი ადამიანები

ჯონათან ლონგი: 15 მიზეზი იმისათვის, რომ გახდეთ მეწარმე

ყველა მეწარმეს ბიზნესის დაწყების თავისი მიზეზი აქვს. მაგრამ უმეტესობა მათგანი ერთ რამეზე თანხმდება: იყო მეწარმე – ეს ძალიან მაგარია! მარკეტინგული სააგენტო Market Domination Media-ს დამფუძნებელი ჯონათან ლონგი წარმოგვიდგენს 15 მიზეზს,

მარცხის ფაქტორები: შეზღუდული ფონდები

დამწყებ ბიზნესმენებს, როგორც წესი, გრანდიოზული გეგმები აქვთ. ისინი ეძებენ სრულიად ახალ, ჯერ გამოუცდელ იდეებს, რომელთა განხორციელებას, მათი აზრით, ძალიან ცოტა ფული სჭირდება, მაგრამ ძალიან მალე გაამდიდრებს მათ. მათი პირველი და

როგორ გავაქირაოთ ბინა დღიურად Airbnb-ის დახმარებით?

1. რისი გაქირავება შეიძლება Airbnb-ზე? Airbnb-ზე ყველაფრის გაქირავება შესაძლებელია. გნებავთ ბინა გააქირავეთ, გნებავთ თავისუფალი ოთახი. დივანი თუ გაგითავისუფლდათ, მისი გაქირავებაც შეგიძლიათ. Airbnb-ზე არის უფრო ეკზოტკიური ვარიანტებიც — ხეებზე მოწყობილი სახლების ჩათვლით, ასე რომ,

5 ფაქტი ადამიანის ფსიქოლოგიაზე, რომლებიც პრეზენტატორმა უნდა იცოდეს

პირველ რიგში იმისათვის, რომ წარმოსადეგი პრეზენტაცია გააკეთოთ, თქვენ უნდა გესმოდეთ ადამიანების: როგორ აღიქვამენ ისინი ინფორმაციას, როგორ ესმით და როგორ რეაგირებენ. თქვენ უნდა შექმნათ ისეთი პრეზენტაცია, რომელიც მოახდენს ინფორმირებას, მოტივირებას და

მოტივაციის 10 გზა პანდემიის დროს

COVID-19 პანდემია არის დარტყმა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. მაგრამ ახლა დროა გადადგათ პროაქტიული ნაბიჯები, რაც დაგეხმარებათ მოტივაციის ამაღლებაში თქვენს პირად და პროფესიონალურ ცხოვრებაში. უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, მაგრამ არსებული მდგომარეობა