სტატია მათთვის, ვინც ცხოვრების გზაჯვარედინზე დგას ან დაბნეულია, ან გადაწყვეტილება აქვს მისაღები და სწორი ბიძგი სჭირდება…
ცხოვრების შესახებ:
* საკუთარ თავზე ნუ მოყვებით ნურც კარგს და ნურც ცუდს. პირველ შემთხვევაში – არ დაგიჯერებენ, მეორეში – შეალამაზებენ.
* ფაქტი – ყველაზე ჯიუტი რამ არის ამ ქვეყანაზე.
* ცხოვრება ჩვენგან ისე სწრაფად მიდის, თითქოს ჩვენთან ყოფნა არ აინტერესებს.
* არის ერთი უბრალო ჭეშმარიტება: ცხოვრება – ეს სიკვდილის ანტონიმია, ხოლო სიკვდილი – სიცოცხლის უარყოფა.
* ნუ მიიღებთ ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად. თქვენ მაინც ვერ შეძლებთ მუდმივად სიცოცხლეს.
* ცხოვრება ცბიერია! როდესაც ხელში ყველა კარტი გაქვს – ის უეცრად ჭადრაკის თამაშს იწყებს.
* ცხოვრებაში საკუთარ გამოცდილებაზე უკეთესი არაფერია.
* ბედნიერება ცხოვრებაში – გამუდმებით წინ სწრაფვაა.
* ცხოვრება მშვენიერია, მისი ნაკლის მიუხედავად.
* ვინც ცხოვრებას არ აფასებს, ის მას არ იმსახურებს.
* ადამიანის ძირითადი დანიშნულება – ცხოვრება არის და არა არსებობა.
ადამიანობის შესახებ:
* ადამიანის შეფასება იმის მიხედვით შეიძლება, თუ რაზე იცინის ის.
* სიკვდილი – ის არის, როდესაც ადამიანი ყველაფერზე თვალს ხუჭავს.
* როდესაც არაფერი აქვთ დასაკარგი, პრინციპებს კარგავენ.
* ყველაფერს რაც ხდება, მიზეზი აქვს.
* ვიდრე ადამიანი არ ნებდება, ის საკუთარ ბედზე ძლიერია.
* ყველაფერი, რაც არა გვკლავს, გვაძლიერებს.
* სულელების ქვეყანაში, ყოველ სისულელეს ოქროს ფასი აქვს.
* თუ იდიოტს ეკამათები, სავარაუდოდ, ისიც იგივეს აკეთებს.
* რაც უფრო უკეთესია ადამიანის აწმყო, მით ნაკლებს ფიქრობს ის წარსულზე.
* არა ღირს წარსულში დაბრუნება, ის მაინც არ იქნება ისეთი, როგორიც გახსოვს.
* თუ რამეს ვერ ასწრებთ, ე. ი. არც უნდა მოასწროთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი დრო, სულ სხვა რამეზე უნდა დახარჯოთ.
* მარტოობა არის ადგილი, სადაც სასიამოვნოა ყოფნა, მაგრამ უსიამოვნოა დარჩენა.
* სერიოზულ ადამიანს არა აქვს ბევრი იდეა. ადამიანს რომელსაც ბევრი იდეები აქვს, არასოდეს არის სერიოზული.
* ყველა ადამიანი, ვინც ღირსეულ საქციელს ჩადის, ჯილდოდ, თავის მიერ გაცემულზე ნაკლებს, არასოდეს იღებს.
* ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე, ყოველთვის და ყველაფერში, საკუთარ თავს კი არა, სხვას ადანაშაულებს, თავისებურად უბედურია.
* ისწავლეთ ყველასგან, მაგრამ ნურავის მიბაძავთ.
* უბედურებაზე კარგი მასწავლებელი ამ ქვეყანაზე არ არსებობს.
* თავისუფალი ის არის, ვინც არასოდეს იტყუება.
* ვინც საკუთარ თავს პატივს არ სცემს, ის უბედურია, ხოლო ის, ვინც საკუთარი თავით მეტისმეტად კმაყოფილია – სულელი არის.
* ბედნიერი დღის მოლოდინი, ხშირად უფრო უკეთესია, ვიდრე თავად ეს დღე.
* მხოლოდ ის იტყუება, ვისაც ეშინია.
* ცხოვრება მხოლოდ მოსაწყენი ადამიანებისთვის არის მოსაწყენი.
მეგობრობის შესახებ:
* მეგობარი, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოვა, – დაკარგული მეგობარია.
* ბევრად უფრო ადვილია ახალის შექმნა, ვიდრე ძველის გადაკეთება.
* გულისთვის სურვილის აკრძალვა, დედამიწისთვის ატმოსფეროს წართმევის ტოლფასია.
* თქვით ყოველთვის სიმართლე და ორიგინალური იქნებით.
* მიტევება – ძლიერთა ხვედრია. სუსტები არასოდეს პატიობენ.
* ყველაზე დიდი დანაშაული – საკუთარი დანაშაულის გაუცნობიერებლობაა.
* საკუთარი შეცდომის აღიარება, დიდი ვაჟკაცობაა.
* ორ მოჩხუბარს შორის, დამნაშევე ის არის, ვინც ჭკვიანია.
* ნუ იქნებით გულგრილი, რადგან გულგრილობა მომაკვდინებელია ადამიანის სულისთვის.
* ნამდვილი მეგობარი ის არის, ვინც ყველაფერი იცის თქვენს შესახებ და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უყვარხართ.
* გაუგებრობა მეგობრებს მტრებად აქცევს.
* ნუ ენდობით ადამიანს, რომელიც ყველაზე კარგი აზრის არის.
* ყოველ ახალ საფეხურზე შეცდომას აჰყავხართ და არა წარმატებას!
სიყვარულის შესახებ:
* მე შენ მიყვარხარ არა იმისთვის, ვინც შენ ხარ, არამედ იმისთვის, ვინც მე ვარ, როდესაც შენთან ვარ.
* ბედნიერება ის არის – როდესაც გიყვარს და შენც უყვარხარ.
* თუ ვინმეს უყვარხარ არა ისე, როგორც ისურვებდი, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი გულით არ უყვარხარ.
* ერთი წუთი არის საჭირო ვიღაცის შესამჩნევად, საათი – მოსაწონებლად, 1 დღე – შესაყვარებლად და მთელი ცხოვრება – დასავიწყებლად.
* შესაძლებელია ამ ცხოვრებაში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის, შენ მთელი სამყარო ხარ.
* ნუ დახარჯავთ დროს იმ ადამიანზე, ვისაც თქვენთან ურთიერთობის სწრაფვა არა აქვს.
* არ დაქორწინდეთ იმ ადამიანზე, რომელთანაც ცხოვრებას შეძლებთ. თქვენი ბედი მხოლოდ მას დაუკავშირეთ, ვის გარეშეც ცხოვრებას ვერ შეძლებთ.