ფიზიკური ვარჯიში დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ფიზიკური ვარჯიში ადამიანს დეპრესიის დაძლევაში ეხმარება, ეს გამოცდილი და აპრობილი მეთოდი გახალავთ; ამერიკელმა მეცნიერებმა გააანალზეს 90 კვლევის შედეგი. კვლევაში ქრონიკული დაავადების მქონე 10,5 ათასზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა, რომლებიც ცხოვრების ნაკლებმოძრავ წესს მისდევდნენ. აღმოაჩინეს, რომ ფიზიკური ვარჯიში დეპრესიული მდგომარეობის დაძლევაში ეხმარება.

დეპრესია, რომელიც ძალიან ხშირად ქრონიკული დაავადებების დროს გვხდება, იწვევს სოციალური აქტიურობის შეზღუდვას, ოჯახის წევრებთან კონტაკტის დაძაბვას და მეგობრებთან ხშირ შემთხვევაში კონტაქტის გაწყვეტას.

პაციენტები, რომლებიც 17 კვირის განმავლობაში კვირაში სამჯერ 42 წუთის განმავლობაში დაკავებული იყვნენ ფიზიკური ვარჯიშებით (სხვადასხვა სახეობით), თავს გაცილებით კარგად გრძნობდნენ, ვიდრე პაციენტები, რომლებიც ფიზიკურ ვარჯიშს ასრულებდნენ საშუალო ან მაღალი ინტენსივობით. ასე რომ აქაც ზომიერება და როგორც ყოველთვის ოქროს შუალედის დაცვა ძალზედ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ქარიზმატული ლიდერობა

ნიკ ვუიჩიჩი – ადამიანი კიდურების გარეშე