ფინანსური პირამიდის ნიშნები

ფინანსური პირამიდის ნიშნები

ფინანსური პირამიდები თითქოს 90-იან წლებში დარჩა, თუმცა დღეისათვის კიდევ ბევრი კომპანია მუშაობს ფინანსური პირამიდების პრინციპის გამოყენებით. წარმოგიდგენთ ფინანსური პირამიდის დამახასიათებელ ნიშნებს:

1. პროდუქტის არარსებობა
ქსელური მარკეტინგი პირველ რიგში გულისხმობს რომელიმე პროდუქტის განვითარებას (მატერიალური ხასიათის). თუ ორგანიზაციაში, რომელშიც თქვენ გიწვევენ, არ არსებობს არანაირი პროდუქტი, ეს ნიშნსავს, რომ საქმე გაქვთ ფინანსურ პირამიდასთან. ასევე, პროდუქტის ნაცვლად შესაძლოა წარმოდგენილი იყოს საგნები, რომლებსაც არანაირი მატერიალური ფასეულობა არ გააჩნიათ. ყველაზე ცნობილი ფინანსური პირამიდის მაგალითია «МММ», სადაც ფიგურირებდნენ «ვაუჩერები» ფაქტიური ქაღალდები, რომლებიც არაფერს არ წამოადგენდნენ რეალურად.

2. სხვა ადამიანების მოზიდვის ხარჯზე შემოსავლის მიღება
თუ დასაქმებისას ძირითად ამოცანას წარმოადგენს სხვა ადამიანების მოზიდვა და თქვენი შემოსავალი ყალიბდება იმ ფულით, რომელიც ამ ადამიანებს მოაქვთ (ვინც თქვენ მოიყვანეთ), ამ შემთხვევაშიც საქმე გაქვთ ფინანსურ პირამიდასთან.

3. პროდუქტი არის, მაგრამ მისით ფაქტიურად არავინ სარგებლობს
ამ პუნქტით იწყება ყველაზე საინტერსო და სწორედ ამ პუნქტზე ხდება გამოუცდელი ადამიანების წამოგება – ეს არის ფარული ფინანსური პირამიდა. თითქოს დამსაქმებელს პროდუქტი აქვს, თუმცა მისით სარგებლობს 1-2 დისტრიბუტორი.

ყველაზე ხშირად ეს შეიძლება იყოს ფასდაკლებები რაიმე მომსახურებაზე «კლუბური სისტემის» მიხედვით (ელიტური დასვენება — ამის კარგი მაგალითია).

4. გადაჭარბებული ფასი «საოცარ პროდუქტზე»
თქვენ შეიძლება შემოგთავაზონ 500$-ად სასწაულმოქმედი პროდუქტი, რომელიც ყველანაირი დაავადებისგან განგკურნავთ, რომელიც იზრდება მაგალითად ზიმბაბვეში და ა.შ. სინამდვილეში კი ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მცენარე და ძალიან იაფი ღირდეს. ეს მხოლოდ უტრირებული მაგალითია იმისა, თუ რამდენად ხშირად ხდება მსგავსი არაკეთილსინდისიერი ქმედება ბაზარზე.

5. გაწევრიანდი — მიიღე ყველაფერი მეტი ზედმეტი შრომის გარეშე!
ფინანსური პირამიდის მომხმარებელთა ძალიან გავრცელებული ლოზუნგია.
ნუ გაწევრიანდებით ბრმად.

6. გადახდების გაუგებარი მარკეტინგული გეგმა
ასეთ დროს ხშირად ფიგურირებს სხვადასხვა «მატრიცა», რომელიც აბსოლიტურად გაუგებარია.

7. რაიმეს ნაწილის შეძენა
გთავაზობენ ბინის ნაწილის შეძენას, ხოლო ერთი წლის შემდეგ მთლიანი ბინის მიღების შესაძლებლობას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც თქვენ დაგჭირდებათ სხვა ადამიანების ჩართვა, რომელბმაც უნდა მოიტანონ ფული და შესაძლოა მიღებული ფულით რამე გხვდეთ წილად.

8. არც ერთი სიტყვა ტოპ-მენეჯმენტზე (ხელმძღვანელობაზე)
თქვენ არ გეუბნებიან იმ ადამიანების სახელებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ კომპანიას. ან ფიგურირებენ უცხოელი, სრულიად უცნობი პირები. როგორც წესი, ნორმალურ კომპანიებში ყველაფერი გამჭვირვალეა.

9. ოფშორული რეგისტრაცია (სინგაპური, სეიშელის კუნძულები, კვიპროსი, პანამის კუნძულები და ა.შ.)
გულისხმობს უამრავ იურიდიულ ნიუანსს, რომლებიც საშუალებას აძლევენ ფინანსურ პირამიდებს რეგისტრაცია მიიღონ. კეთილსინდისიერი კომპანიები, როგორც წესი, არ რეგისტრირდებიან ოფშორულ ზონებში.

10. დაუსრულებელი მოტივაცია
მუდმივი უმიზნო საუბარი ფინანსურ დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე და ა.შ. კონკრეტული შეკითხვებისთვის თავი არიდება, ხმამაღალი დაპირებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

თუმცა, სამწუხაროდ, სწორედ ემოციებზე და ტყუილებზე ეგებიან ადამიანები. მოტივატორების ფუნქციას კარგი ორატორები ითავსებენ, რომლებსაც შეუძლიათ დაარწმუნონ მსმენელები, ამიტომ საჭიროა ძალიან ყურადღებით იყოთ.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1578 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

27 წლის გოგო გახდება პირველი ქალი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არის ნამყოფი

რთულია ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც ერთხელ მაინც არ უფიქრია მიეტოვებინა ჩვეული ცხოვრება და მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ წასულიყო. თუმცა მსოფლიო ისეთი დიდია… არის თუ არა შესაძლებელი ყველა ქვეყნის მოვლა? ეს სიცოცხლით

30 მარტივი საშუალება იმისათვის თუ როგორ დაანახოთ თანამშრომლებს, რომ აფასებთ

1. მოქნილი გრაფიკი – ორგანიზაციების უმრავლესობა თანამშრომლებისგან მოითხოვს მთელი სამუშაო დროის მანძილზე ოფისში ყოფნას. თუმცა, არის კომპანიები, რომლებიც საშუალებას აძლევენ თავისზე მორგებული გრაფიკით იმუშაონ და კიდევ არის ისეთი ორგანიზაციები, სადაც

4 გზა, როგორ დავაბალანსოთ სამსახურის და ცხოვრების პრიორიტეტები

ადამიანთა უმეტესობა მუდმივად ვცდილობთ გავაკეთოთ უფრო მეტი და  სწრაფად და ამასთან ერთად შევძლოთ განტვირთვა და ნორმალურად დასვენება. თუმცა ყველას მოგვეხსენება, რომ  დღევანდელ გიჟურ ცხოვრების რიტმში, ეს არც ისე ადვილია. ფაქტია,

ჟმუროვის დეპრესიის საკვლევი ტესტი

გაინტერესებთ რამდენად დეპრესიული ხართ? მაშინ გააკეთეტ ეს ტესტი. აირჩიეთ თქვენთვის მისაღები ერთი ვარიანტი და ჩაინიშნეთ ფურცელზე. 1. ა) ჩემი გუნება-განწყობა ახლა არაა იმაზე უფრო დაწეული (მოწყენილი), ვიდრე ჩვეულებრივად. ბ) ალბათ

საკვამურიდან ამოსული სითბო

არ დაგიმალავ და მართლა არ ვიცი, რატომ უნდა ჩაიცვა საწვიმარი, მხარზე ზურგჩანთა მოიკიდო და გაზაფხულის კოკისპირული წვიმა, როგორც კი დაიწყება მხოლოდ იმიტომ გახვიდე სახლიდან, რომ ზღვები, ოკეანეები გადასცურო, თეთრად შეფერილი

ცხოვრებასა და სამსახურში წარმატების მიღწევის 16 წესი

მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია პროექტი GoDaddy.com. ის უყვართ, ვერ იტანენ ან უბრალოდ სარგებლობენ. პროექტი ძალიან წარმატებულია: 2001 წლიდან მას მოაქვს შემოსავალი და ჰოსტინგისა და დომენის რეგისტრაციის ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ითვლება.