ეთიკა ბიზნესში

ეთიკა ბიზნესში

არსებობს ღირებულებების სისტემა, რომელიც დროთა განმავლობაში ასახვას პოულობს ცხოვრების ისეთ ასპექტებში როგორებიცაა მოგება, პროდუქტიულობა, ჰარმონია და მიზნების შესრულება. ეს ღირებულებები უცვლელია მდგომარეობის და მიუხედავად; ისინი კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ პირიქით, ავსებენ ერთმანეთს; მათ მივყევართ აზრიანი და სრულყოფილი ცხოვრებისაკენ.

ეს აბსოლიტური ღირებულებები უძველესი დროიდან ცნობილია, როგორც წმიდა წერილში გადმოცემული ღვთის სიტყვა და მათ ათ მცნებას უწოდებენ. ამ ღირებულებათა მიზანია ინსტრუქციების და მიმართულების მიცემა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გეგმა
ნებისმიერი ორგანიზაციის მიზნის მისაღწევად საჭიროა გეგმა. გეგმა არის მოცემული დროის პერიოდში, კონკრეტული მიზნის მისაღწევად საჭირო მოქმედებათა მსვლელობა. გეგმაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე ზუსტი განრიგი და ის რესურსები, რომელთა საშუალებითაც ვაღწევთ მიზანს. გეგმის განსახორციელებლად საჭიროა გადაწყვეტილების მიღების ლოგიკური, სისტემური პროცესი, რომელიც თანმიმდევრულ ფაქტებზე იქნება დაფუძნებული.

ამ პროცესის საფუძველი არის ღირებულებათა სისტემა.

ფუნდამენტალური ღირებულებები უზრუნველყოფს მოქმედების, დღის განაწესს და რესურსების თანხმდომას მიზანთან და იმას, რომ მიზანი არასოდეს არ ამართლებდეს მის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებებს. მაგალითად, არავითარი გამართლება არ აქვს დაგეგმვის მთელ პროცესს, როცა მისი განხორციელებისას თანამშრომელთა და მათ შესაძლებლობების აბუჩად აგდება და უმართებულოდ გამოყენება ხდება.

ღირებულებები

ღირებულებები წარმოადგენენ სტანდარტებს, რომელთა საფუძველზეც ვიღებთ ძირითად ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს და ვაკეთებთ არჩევანს. ღირებულებების გამოვლენა ხდება ადამიანთა ურთიერთობების კონტექსტში. ამგვარად, თქვენი სტრუქტურის საქმიანობა მთლიანად დამოკიდებულია ღირებულებათა საფუძველზე. თუ გაქვთ მყარი საფუძველი, მაშინ თქვენ გაუძლებთ ცხოვრებისეულ ორომტრიალს. თუ არა და, მაშინ დაგვრჩება გაკოტრებული ორგანიზაცია და გაკოტრებული საზოგადოება, როგორც ეს მეფსალმუნემ გამოხატა ათასწლეულების წინ: “თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები” ფს126:1

აი, რატომ არის აუცილებელი, რომ ღირებულებები ეფუძნებოდნენ მყარ საფუძველსა და არა მხოლოდ ადამიანურ მოსაზრებებს. ისინი უნდა წარმოადგენდნენ აბსოლიტურ ღირებულებებს, რომელსთაც უნდა იტვირთონ მთელი სტრუქტურის სიმძიმე ცხოვრების ურთულესი კატაკლიზმების დროსაც კი.

ადამიანი, ვისი მიზანი და ცხოვრებაც აბსოლიტურ ღირებულებებზეა დაფუძნებული და მის შესაბამისად წარიმართება, სრულ ცხოვრებისეულ სიამოვნებას მიიღებს და მისი საქმიანობა მომგებიანი იქნება ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.

გაგრძელება – ეთიკური ლიდერობისაკენ მოწოდება და პიროვნული პასუხისმგებლობა

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ქრისტიანული ეკონომიკა: თანაგრძნობის მნიშვნელობა

ეკონომიკის ძირითადი ფუნდამენტალური ქრისტიანული ოთხი პრინციპი რომელიც ნათლად არის ჩამოყალიბებული წმიდა წერილში. 1. კერძო საკუთრებ 2. თანასწორუფლებიანობა 3. მეწარმეობა 4. თანაგრძნობაა✔ რა ვუყოთ იმათ, ვისაც არა აქვთ იმის საშუალება, რომ

როგორ ურთიერთობენ ჭკვიანი ადამიანები მათთან, ვინც არ მოსწონთ

კარგი იქნებოდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ურთიერთგაგება, ჰარმონია და პატივისცემა სუფევს. სამწუხაროდ, ცხოვრება საპირისპიროდ არის მოწყობილი და ზოგიერთი ადამიანი ძალიან გვაღიზიანებს, ისევე, როგორც ჩვენ ვაღიზიანებთ სხვებს. B2p.ge გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას

ფასდაკლებების და აქციების 25 იდეა

1. ვადიანი ფასდაკლება – ასეთი ფასდაკლება წესდება გარკვეულ პერიოდზე. ეს მყიდველებისთვის სტიმულია – მათ ესმით, რომ გარკვეული დროის შემდეგ ლგოტური პირობები აღარ იქნება. 2. ერთდღიანი ფასდაკლება – შეზღუდულ ვადაზეა, მაგრამ

როგორ ვმართოთ და გადავანაწილოთ ენერგია დღის მანძილზე?

ადამიანი, რომელიც დაკავებულია თავის საქმით, ცხოვრობს მომატებული მჟავიანობის მქონე გარემოში. გარიგება თუ არ შედგა — სტრესია. გარიგება თუ შედგა — სტრესია. მთავარ პრობლემად რჩება ენერგორესურსის დეფიციტი. უბრალოდ ორგანიზმისთვის მინერალებია არასაკმარისი

თვითმოტივაცია – 6 კონკრეტული მაგალითი

სურვილი არ გაქვთ იმუშაოთ ან მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება დაიწყოთ? გთავაზობთ რამოდენიმე მაგალითს, რომლებიც დაგეხმარებათ დაბალი მოტივაციის დაძლევაში. შეასრულეთ მოცემული რეკომენდაციები თანმიმდევრულად. ეს მნიშვნელოვანია. 1. აღწერეთ სასურველი შედეგი რამოდენიმე სიტყვით აღწერეთ

ზოგადი კომუნიკაციის გზები

ღია კომუნიკაციები გარდამტეხი მომენტია, თუ თქვენ აპირებთ იყოთ კარგი მმართველი. ქვევით მოყვანილია ზოგიერთი არასწორი კომუნიკაციის მაგალითი, თუ რა სახით ვლინდებიან ისინი და პრობლემის თავიდან არიდების გზები. 1. ბრძანება: “შენ უნდა….