ერნესტ ჰემინგუეის 25 ბრძნული ციტატა

ერნესტ ჰემინგუეის 25 ბრძნული ციტატა

ჰემინგუეის საფლავზე წერია: «ცხოვრებაში ყველაზე მეტად უყვარდა შემოდგომა. ყვითელი, თბილი, მდინარეზე მოცურავე შემოდგომის ფოთლები, ზევით კი ლურჯი უქარო ცა. ახლა ის ამ ყველაფრის ნაწილი იქნება».

B2P.GE გთავაზობთ „მამის“ ბრძნულ ციტატებს – ასე ეძახდნენ ჰემინგუეის მსოფლიოს ყველა კუთხეში მისი თაყვანისმცემლები.

1. ნუ დაეცემი სულიერად. ნურასოდეს. ეს ჩემი წარმატების საიდუმლოა. არასოდეს დაეცე სულიერად სხვების თანდასწრებით.
2. ფხიზელ მდგომარეობაში აქციეთ რეალობდა ყველაფერი, რაზეც პირობა სიმთვრალეში გაეცით – ამით ენაზე კბილების დაჭერას ისწავლით.
3. იმოგზაურეთ მხოლოდ იმასთან ერთად, ვინც გიყვართ.
4. თუ ცხოვრებაში მცირედი სამსახურის გაწევა მაინც შეგიძლიათ, ნუ აარიდებთ ამას თავს.
5. ნუ იმსჯელებთ ადამიანებზე მხოლოდ მისი მეგობრებიდან გამომდინრე. გახსოვდეთ, რომ იუდას უნაკლო მეგობრები ჰყავდა.
6. სურათებს ისე უყურე, რომ არ დააზიანო, წიგნები წაიკითხე სამართლიანად და იცხოვრე ისე, როგორც გეცხოვრება.
7. საუკეთესო საშუალება იმის გასაგებად, შეიძლება თუ არა ვინმეს ენდოთ, არის მისდამი ნდობა.
8. არსებებიდან მხოლოდ ადამიანს შეუძლია სიცილი, მაგრამ ამისთვის მას ძალიან ცოტა საბაბი აქვს.
9. ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად: ისინი, ვისთან ერთად ადვილია, და ასევე ადვილია მათ გარეშეც და ისინი, ვისთან ერთადაც რთულია, თუმცა მათ გარეშე შეუძლებელია.
10. ინტელიგენტური ადამიანი ზოგჯერ იმის გამო თვრება, რომ დრო გაატაროს თავის სისულელესთან ერთად.
11. თუ საკუთარ თავს ხუმრობის უფლებას მისცემ, ადამიანები არ გღებულობენ სერიოზულად, მაგრამ სწორედ ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ არსებობს ბევრი რამ, რასაც ვერ გადაიტან, თუ არ იხუმრე.
12. ადამიანი არ არის შექმნილი მარცხისთვის. ის შეიძლება გაანადგურო, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია.
13. ჭკვიანი ადმიანები იშვიათად არიან ბედნიერები.
14. სინამდვილეში მამაც ადამიანს არ სჭირდება დუელი, ამას ხშირად აკეთებენ მშიშრები, იმისათვის, რომ საკუთარი თავი დაარწმუნონ თავისსავე სიმამაცეში.
15. ყველა კარგი წიგნი ერთმანეთს ჰგავს: ისინი ცხოვრებაზე უფრო ჭეშმარტია.
16. მწერალმა სათქმელი კი არ უნდა ილაპარაკოს, უნდა დაწეროს.
17. ჩვენ ვხდებით მაგრები იქ, სადაც ვტყდებით.
18. ბედნიერება – ეს არის ძლიერი ჯანმრთელობა და სუსტი მეხსიერება.
19. მას, ვინც ტრაბახობს ერუდიციით ან ცოდნით, არ გააჩნია არც ერთი და არც მეორე.
20. სჯობს არ გქონდეს იდეოლოგია, ვიდრე სამსახური.
21. ჩემთვის სულ ერთია რა არის სამყარო. მინდა ვიცოდე როგორ ვიცხოვრო მასში. თუ დაფიქრდები როგორ უნდა იცხოვრო, მიხვდები როგორია სამყარო.
22. არსებობს ომზე უარესი რამ: სიმხდალე, ღალატი, ეგოიზმი.
23. ცხოვრებაში არც ისე რთულია მოეწყო, როცა დასაკრგი არაფერი გაქვს.
24. ის, ვინც ომს იგებს, არასოდეს შეწყვეტს ბრძოლას.
25. სამყარო – კარგი ადგილია და მის გამო არ ღირს ჩხუბი, მე ძალიან არ მინდა მისი დატოვება.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1578 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

აირჩიეთ ბილიკი და გაიგეთ რა გელით

ინტერნეტში უამრავი ტესტის ნახვა შეიძლება, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ საკუთარი ხასიათის თავისებურებები. ზოგიერთმა ტესტმა შეიძლება პასუხი გასცეს საკმაოდ უცნაურ შეკითხვებს მაშინ, როცა სხვები საკუთარი თავის შეცნობაში გეხმარებათ. ეს ტესტი ძალიან მარტივია,

გილოცავთ, თქვენ გაქვთ 365 ახალი შანსი: გარისკეთ! იმოქმედეთ! და მიიღეთ ცხოვრებისგან საუკეთესო

2018 წლის პირველი სტატია, სწორედ ამ შეგონებით მინდა დავიწყო: ‘’რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად გეშინია, ხშირად არის ის რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად გჭირდება.’’ დარწმუნებული ვარ, ამ სიტყვებით თქვენთვის ყველაფერი ნათელია თუმცა,

ბედნიერებას მოაქვს გაყიდვები თუ გაყიდვებს ბედნიერება?

როგორც ამბობენ, ისტორიებს საუბარში უკეთ გადმოვცემ ვიდრე წერისას. ჩემთვის კი საუკეთესო მოტივაციაა მითხრას ვინმემ, რომ რამე არ შემიძლია. —– ყოველთვის მინდოდა ფორმულისთვის მიმეგნო რა არის ბედნიერება და არის თუ არა

10 დასამახსოვრებელი ციტატა ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიული წიგნიდან

1. შეიძლება ძლიერი იყო, ძალიან ძლიერი, შეიძლება ვინმეს მაგალითი იყო, მაგრამ ადამიანად უნდა დარჩე. 2. თუ მოკლე, იოლ გზას აირჩევ, ალბათ უფრო ადრე მიხვალ, მაგრამ დადგება დღე, როცა საკუთარი თავის

10 მიზეზი რის გამოც უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე და რატომ ღირს ამის გაკეთება!

როცა ალკოჰოლისთვის თავის დანებებას გადაწყვეტთ, მიხვდებით, რომ ეს არც ისე რთულია. მაგრამ როცა საბოლოოდ უარის თქმას გადაწყვეტთ სასმელზე, დაინახავთ ამ პრობლემის მთელ სირთულეს. ალკოჰოლზე უარის თქმით, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ

ტახტზე ასვლისას საუდის არაბეთის მეფემ გადაწყვიტა საჩუქრი გაეკეთებინა მთელი ქვეყნისთვის 

ჩვენ, B2P.GE-ის გუნდი, არასოდეს ვიღლებით ადამიანების ღირსეული საქციელის შექებით და მოწონებით, ესეც ერთ-ერთი მათგანია. საუდის არაბეთის ახალი მეფე – სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი (Salman ibn Abdulaziz Al Saud) ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით