ემოციონალური ინტელექტი

ემოციონალური ინტელექტი

რა არის ემოციონალური ინტელექტი (EQ) და რით განსხვავდება ის ყველასათვის ცნობილი IQ-გან   IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) – პრაქტიკულად უცვლადია. IQ ადამიანის მიერ გროვდება 18 – 22 წლამდე და შემდეგ რჩება უცვლელი.
EQ – განვითარება შეიძლება მთელი ცხოვრება!

საჭიროა არ ავურიოთ ერთმანეთში ემოციონალური ინტელექტი პიროვნულ თვისებებთან.
ადამიანის პიროვნება, მისი ხასიათის ნიშნები – ასევე უცვლელია. ხოლო მისი EQ  – არის კონკრეტული შესაძლებლობები და უნარები, რომლებიც შეიძლება შეითვისო და გამოიყენო საქმეში!
ემოციონალური ინტელექტი შეიძლება დავყოთ 5 სფეროდ:
1. შიდაპიროვნული სფერო
– საკუთარი თავის გაგება და მართვის შესაძლებლობა.
– განსაზღვრა “რას ვგრძნობ” და რატომ.
– რა გავლენას ახდენს ჩემი ქმედებები გარშემომყოფებზე.
– ასერტიულობა – საკუთარი გრძნობებისა და შეხედულებების ღიად გადმოცემა ისე, რომ სხვას არ მიაყენო შეურაცხყოფა.
– დამოუკიდებლობა – საკუთარი თავისთვის მიმართულების მიცემა, საკუთარ შეხედულებებზე დაყრდნობა და არა სხვების მითითებების ლოდინი.
– თვითპატივისცემა – საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა და პოზიტიური დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ.
– თვითრეალიზაცია – საკუთარი სურვილების თამამად მიყოლა და იმის კეთება რაც მოგწონს! საკუთარი პოტენციალის თამამად რეალიზება.
2. პიროვნებათშორისი სფერო
– სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და ურთიერთქმედება
– ემპათია – სხვების გრძნობების მიღება და გაგების შესაძლებლობა
– სოციალური პასუხისმგებლობა – სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა
– ურთიერთობების გაბმა და შენარჩუნების უნარი
3. მოძრაობა და მოქნილობა
– სინამდვილეზე რეალისტური შეხედულებები
– პრობლემების გადაჭრა მათი დადგომიდან გამომდინარე
– საგნების, მოვლენების ისე გაგება, როგორც არის (და არა ისე, როგორიც გვსურს ან როგორისაც გვეშინია).
– მოქნილობა – შეცვლილი სიტუაციის მიყოლა და საკუთარი აზრისა და გრძნობების შეთავსება ახალ პირობებთან.
4. სტრესთან გამკლავების უნარი
– სიმშვიდისა და კონცენტრაციის შენარჩუნება.
– კონსტრუქციულობა – პანიკისა და გართულების გარეშე.
– საკუთარი თავის რწმენა და შეუპოვრობა.
– იმპულსების კონტროლი – ემოციებთან გამკლავება და გააზრებულად მოქმედების უნარი.
5. ცხოვრების აღქმის სფერო
– ოპტიმიზმი – დადებითი, რეალური მდგომარეობის შენარჩუნების უნარი.
– ცხოვრებით კმაყოფილების, გართობისა და ბედნიერების უნარი.
აი ასე გამოიყურება EQ-ს ძირითადი მახასიათებლები!
აქედან გამომდინარე შეიძლება განისაზღვროს სად არის თქვენი ძლიერი ან სუსტი მხარეები და შემდეგ სწორი მიმართულებით მუშაობის გაგრძელება!

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ნუ დაუწერთ ნაცნობებს დაბალ ქულებს

ულამაზეს ხედს- ლურჯ ზღვაში მიმოფანტულ თოლიებს და გარშემო მთებს, კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი და შთაგონებით სავსემ წერა გავაგრძელე. გემმა  გააპო კვლავ ტაატით ლურჯი ტალღები და ჰორიზონტისკენ ავიღეთ გეზი ახალი თავგადასავლების

როგორ იქცევიან ყველაზე დამაჯერებელი ადამიანები?

1. მათ ესმით როდის არის საჭირო დარწმუნება ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ რეალურად დარწმუნება, გრძნობენ საკუთარ ძალას და მას ზომიერად და გააზრებულად იყენებენ. მათ ესმით, რომ საუბრის უმეტეს შემთხევაში საჭირო არ არის

10 გადაწყვეტილება, რომელთა გამო ინანებთ 10 წლის შემდეგ

1. ნიღბის ტარება სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად თუ თქვენ სახეზე ნიღაბი გაქვთ და ასე ურთიერთობთ ადამიანებთან, დიდი შანსია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ნიღბის უკან აღარაფერი იყოს. როცა დიდ დროს ატარებთ

ბავშვის აღზრდის ტიბეტური მეთოდი

ეს ძალიან სასარგებლო უნარებია, რომელიც დაგეხმარებათ აღზარდოთ სრულყოფილი და განვითარებული პიროვნება, რომელიც აფასებს საკუთარ მშობლებს. ამ სტატიის წაკითხვით შეგვიძლია ვისწავლოთ ამ ერის ტრადიცია. ტიბეტური აღზრდის ძირითადი წესები: – უმთავრესია —

ონლაინ სესხები

ონლაინ რეჟიმში სესხის მიღება მარტივი და სწრაფი  საშუალებაა. თუ გაუთვალისწინებელი  ხარჯები გაქვთ  და არ იცით  თანხა სად მიიღოთ შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ კრედიტით, SESXEBI.ge  დაგეხმარებათ  რამდენიმე წუთში მიიღოთ სასურველი თანხა, სახლიდან

9 გაკვეთილი კონფუცის ცხოვრებიდან

1. უბრალოდ გააგრძელეთ სვლა «მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რამდენად ნელა მოძრაობთ მანამ, სანამ არ გაჩერდებით» თუ სვლას გააგრძელებთ სწორი გზით, საბოლოოდ მიაღწევთ დანიშნულების პუნქტამდე. რთული სამუშაო უნდა შესრულდეს თანმიმდევრულად.