ებრაელი ექიმი ვერ შოულობდა სამსახურს ამერიკის საავადმყოფოებში, ამიტომ გადაწყვიტა გაეხსნა თავისი პატარა კერძო კლინიკა. დასვენების წინ, მან კლინიკასთან განათავსა შემდეგი სარეკლამო დაფა: «იმკურნალეთ $20-ად და ჩვენ დაგიბრუნებთ $100, თუ არ განიკურნებით».
ამერიკელმა იურისტმა გადაწყვიტა, რომ ეს არც თუ ისე ცუდი გზა იყო 100 დოლარის გამოსამუშავებლად და კლინიკაში შევიდა.
შედგა შემდეგი სახის დიალოგი:
იურისტი: «მე გემოს შეგრძნება დავკარგე».
ექიმი: «დაო, მოიტანეთ წამალი №22 ყუთიდან და პაციენტს ჩააწვეთეთ პირში 3 წვეთი».
იურისტი: «ფუ! ეს ხომ ნავთია!»
ექიმი: «გილოცავთ, თქვენ გემოს შეგრძნება დაგიბრუნდათ. თქვენზე 20$-ია».
გაღიზიანებულიმა იურისტმა გადაიხადა თანხა, მაგრამ დაბრუნდა რამოდენიმე დღის შემდეგ ფულის დასაბრუნებლად.
იურისტი: «მეხსიერება დავკარგე, ვერაფერს ვერ ვიხსენებ».
ექიმი: «დაო, მოიტანეთ წამალი №22 პაციენტს ჩააწვეთეთ პირში 3 წვეთი».
იურისტი (უკმაყოფილოდ): «ეს ხომ ნავთია. ეგ პირველად რომ მოვედი მაშინ ჩამაწვეთეთ».
ექიმი: «გილოცავთ, თქვენ მეხსიერება დაგიბრუნდათ. თქვენზე 20 დოლარია».
გაცოფებულმა იურისტმა გადაიხადა ფული, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მაინც დაბრუნდა, რათა მოეხერხებინა 100 დოლარის მიღება.
იურისტი: «მე მხედველობა დამიქვეითდა. ფაქტიურად ვერაფერს ვერ ვხედავ».
ექიმი: «სამწუხაროდ ასეთი დაავადების სამკურნალო წამალი არ მაქვს. ინებეთ თქვენი 100 დოლარი».
იურისტი (როცა ბანკნოტს დახედა): «ეს ხომ 20 დოლარია და არა 100!».
ექიმი: «გილოცავთ, თქვენ მხედველობა დაგიბრუნდათ. თქვენზე 20 დოალრია».
ავტორი უცნობია.