წლის ბოლომდე „დანქინ დონატს”-ის 14-მდე რესტორანი გაიხსნება

წლის ბოლომდე „დანქინ დონატს”-ის 14-მდე რესტორანი გაიხსნება

„ვისოლ ჯგუფი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სოსო ფხაკაძის ინფორმაციით, “ვისოლ ჯგუფი” წელს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელეაბას აპირებს.

მისი თქმით, ინვესტიციები ძირითადად „დანქინ დონატსის”, „სმარტისა” და „ვენდისის” განვითარებას მოხმარდება, თავის მხრივ კი „ვისოლიც” გააგრძელებს განვითარებას, თუმცა უფრო მეტი ყურადღება ჯგუფის შემადგენელ ახალგაზრდა კომპანიებს დაეთმობა. მოხდება „დანქინ”-ის ობიექტების მშენებლობა და წლის ბოლოს დაახლოებით 12-14 რესტორანი იქნება.

„დანკინ დონატს”-ის ორი ფილიალი თბილისში ოფიციალურად იანვრის ბოლოს, ჭავჭავაძის გამზირსა და საბურთალოს ქუჩაზე გაიხსნა. თებერვლის ბოლოს კი ამერიკული რესტორნების ქსელის კიდევ ერთი რესტორანი, თავისუფლების მოედანზე, ლესელიძის ქუჩის კუთხეში უნდა გაიხსნას. მარტში კი დედაქალაქს მისი კიდევ ორი ფილიალი უნდა შეემატოს.

ამერიკული რესტორნების ქსელში 26 სახეობის დონატი, 4 მანჭკინი, 21-მდე სხვადასხვა დასახელების სენდვიჩებისა და არაერთი ტიპის ყავაა წარმოდგენილი.

ფხაკაძემ ასევე აღნიშნა, რომ ლარის დასტაბილურებისთვის ერთ-ერთი და არა ერთადერთი გამოსავალი ინვესტიციების ზრდა არის, თუმცა, მისივე თქმით, ეს მყისიერ რეაქციებს ვერ გამოიწვევს ბაზარზე.

ფხაკაძემ ასევე აღნიშნა, რომ მომწოდებლები როდესაც აძვირებენ პროდუქტს, ისინი იძულებულნი არიან ფასები გავზარდოთ. „ჯერ-ჯერობით, ჩვენ ვინარჩუნებთ ფასებს, პროდუქციის ძალიან დიდ ასორტიმენტზე, მაგრამ უახლოეს დღეებში ალბათ მოგვიწევს, რომ ფასები გავაძვიროთ, – ეს განცხადება მან გუშინ, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით გამოსავალს იპოვიდნენ.

ფხაკაძემ ასევე განმარტა, რომ აქამდე საწვავის ფასებს საერთაშორისო ბაზარზე ფასის კლება აბალანსებდა, სწორედ ამიტომ ფასების ზრდა არ შეეხო ნავთობპროდუქტებს, თუმცა თუ კიდევ გააგრძელებს ლარის კურსი ვარდნას, რაღაც ეტაპი იქნება, როდესაც ეს საერთაშორისო ფასით ვერ დაბალანსდება.

ავტორი: მარიამ მინაძე

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1577 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ვინ არიან საქართველოში ბანკების მფლობელები?

ვინ არიან საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების მფლობელები, ვინ მართავს საბანკო დაწესებულებებს და ვის ანდობს საქართველოს მოსახლეობა ბანკში შესანახად შეტანილ საკუთარ ფულად სახსრებს (ყველა მონაცემი მოპოვებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდ nbg.gov.ge-დან

“ვაიმე” – ქართული კაფე მოსკოვში

“Вай Мэ!” – ქართული კაფე მოსკოვში, რომელიც ეკუთვნის Saperavi Café-ს ხელმძღვანელებს ხათუნა კოლბაიას და თენგიზ ანდრიბავას. «Why me?»-ს ქსელში მუშაობენ მხოლოდ ისინი, ვისაც ქართულ სამზარეულოზე მხოლოდ სხვებისგან კი არ სმენია, არამედ ისინი,

რა არის Bootstrapping-ი?

გაჭიანურებულმა მსოფლიო კრიზისმა მისცა ბიძგი ბიზნესის თვითმყოფადი სახეობის – Bootstrapping-ის განვითარებას. Bootstrapping-ი ინგლისური სლენგია და ნიშნვავს სამუშაო ფეხსაცმლის თასმებით შეკვრას. ინგლისურ ენაში ამ სიტყვიდან გამომდინარე რამოდენიმე გამონათქვამიც კი არის დამკვიდრებული,

გამოავლინეთ ტოპ ბიზნესები Business Georgia-თან ერთად

დღეიდან თითოეულ ჩვენგანს იმ კომპანიათა საქმიანობის შეფასების საშუალება გვეძლევა, რომლებიც მუდმივად ცდილობენ სხვადასხვა პროდუქტისა თუ მომსახურების შემოთავაზებას და ამით ჩვენი სურვილებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებას. როგორ გამოსდის ეს ბიზნესს და რამდენად

6 შიში, რომლებიც გვაბრკოლებს საკუთარი ბიზნესის წამოწყებისგან

ისინი ამბობენ, რომ ცხოვრება ძალიან მოკლეა, რომ ვიცხოვროთ სინანულით და ამას ყველა ეთანხმება. თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ ცოტა მათგანი ცხოვრობს ამ ფილოსოფიით. თუ იკითხავ რატომ, პასუხია შიში! ადამიანებს ეშინიათ მისდიონ საკუთარ

ერთი დოლარის ფასმა 2,26 ლარს მიაღწია

ეროვნული ბანკის ცნობით, ბოლო ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ დაეცა. ხვალ ერთი დოლარის ფასი 2,2619 ლარი იქნება. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში, 0,06 პუნქტით გაუფასურდა. ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც.