in ,

Discovery Channel – მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები!

დაახლოებით ათასი ადამიანის ქონება ტრილიონებით განიზომება, მულტიმილიონერი კი 9 მილიონია ამქვეყნად!

Discovery Channel–ი გამართავს დეტალურ ექსკურსიას გენიალური ბიზნესმენების ცხოვრებაში. ზოგიერთი მათგანი კარიერას იწყებდა უცნაური საქმიანობებით: ყიდიდნენ კალენდრებს, ფეხსაცმელს, მაისურებს.

ახლა კი ისინი აშენებენ ელიტარულ სასტუმროებს, იახტ–კლუბებს, არიან გიგანტური კომპანიების აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელები, ყიდიან კეძო კუნძულებს ან ქმნიან საპნის ოპერებს, რომელთა ყურებისას ტირის ნახევარი მსოფლიო. სამუშაოსგან თავისუფალ დროს აგროვებენ კაბრიოლეტებს ან ხელოვნების ოსტატთა შედევრებს, მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო და ცხოვრობენ Playboy–ის მსგავსი ცხოვრებით.

თუმცაღა სერიალის გმირებს აერთიანებთ არა მრავალმილიონიანი ქონება, არამედ ექსტრაორდინალურობა (განსხვავებულობა). შესაძლებელია გაგაჩნდეს 40 მილიონი დოლარის ქონება, მაგრამ იყო ინდუისტი ბერი და ხარჯავდე მხოლოდ 200 დოლარს თვეში. შეიძლება ასევე ყოველთვიური მილიონიანი შემოსავლიდან ლომის წილს ხარჯავდე ფიტნესში და ზრდის ჰორმონის ინექციებში, რათა იციცხლო 140 წელი და დარჩე მარად ახალგაზრდა.

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ჩაეხუტეთ ერთმანეთს

უნარი გაუშვა, ან როგორ გახდე მიმტევებელი ადამიანი!